რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ხარისხიან მტვერსასრუტს!?

მტვერსასრუტი სისუფთავის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკაა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოაშოროთ მტვერი და ნაგავი. ის გამოიყენება ყველა ტიპის შენობაში, არა აქვს მნიშვნელობა სად. სისუფთავის დაცვა ყველგან ერთნაირად მნიშვნელოვანია, ხოლო მტვერსასრუტი ამაში მარტივად დაგეხმარებათ.

რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ხარისხიან მტვერსასრუტს!?

შეძენამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება! 

  • მაქსიმალური სიმძლავრე - მძლავრი მოდელები უფრო მარტივად იღებენ მტვერს და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალ კილოვატიანი მოტორით არიან აღჭურვილნი, ჯამურად ნაკლებ ენერგიას მოიხმარნენ.
  • ტევადობა - ბუნებრივია, რაც უფრო მეტია მტვრის სათავსოს ტევადობა, მით უფრო იშვიათად საჭიროებს ის დაცლას და ქმნის ნაკლებ დისკომფორტს.
  • ვაკუუმის წნევა - უშუალო კავშირშია სიმძლავრესთან. ზოგადად, მაღალი წნევა მტვრის ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაწილაკების იდეალურად შესრუტვას უზრუნველყოფს.
  • ფილტრი - მტვერსასრუტის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და საჭირო აქსესუარი. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ის, მით უფრო იშვიათად საჭიროებს შეცვლას, გაწმენდას და ამ მხრივ ნაკლებად კარგავს სიმძლავრეს.
  • კაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია - ეს ფუნქცია, კაბელთან დაკავშირებული დისკომფორტის მოგვარების გზაა. არ გიწევთ ხელით ამაზე ზრუნვა და ამ მხრივ სახლის დალაგება ძალიან გიმარტივდებათ.
  • სახელურები - დამატებითი კომფორტი მტვერსასრუტის გადასაადგილებლად. 
  • კომპლექტი (დამატებით საჭირო დეტალები) - დამატებითი ფილტრები, ასაღებად განკუთვნილი ღერძები და ა.შ.
  • წონა - მძიმე მტვერსასრუტი, როგორც წესი მოუხერხებელთან ასოცირდება. ბუნებრივია, რომ მაღალი სიმძლავრის მქონე მოტორები შედარებით მძიმეა, თუმცა ოქროს შუალედის მოძებნა მაინც მარტივად შეიძლება. 

რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ხარისხიან მტვერსასრუტს!?

ორთქლის აპარატი

ორთქლის აპარატი, თქვენს სახლში სისუფთავის გარანტია! რაც მეტი აქვს აპარატს სიმძლავრე მით უფრო კარაგად მუშაობს ის. მისი მეშვეობით მარტივად შეძლებთ ჭუჭყის მოშორებას.

ჩვეულებრივი მტვერსასრუტისგან განსხვავებით, რომელიც აშორებს ჭუჭყსა და ნამსხვრევებს, ორთქლის აპარატი ღრმად ხვდება ბოჭკოებში და აშორებს ღრმად ჩაძირულ, გაჭედილ ჭუჭყს. ორთქლის აპარატი განსაკუთრებით კარგი გამოსაყენებელია ხალიჩების საწმენდად, რომელსაც აპარატი ღრმად და მარტივად გაწმენდს. 

ორთქლის გამწმენდები მუშაობენ ღრმად ჩაფლული ჭუჭყის, ობის, სოკოების და ბაქტერიების მოსაშორებლად. აპარატს შეუძლია ხალიჩის დეზინფექცია.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი