რა უპირატესობები აქვს შალაშინის ქონას?

ხეზე მუშაობისთვის უამრავი ინდუსტრიული ხელსაწყოები არსებობს, მათ შორის არის შალაშინი, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი ხელსაწყოა.  შალაშინის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც ხის მასალისთვის საბოლოო, დახვეწილი დიზაინის მიღებაში დაგეხმარებათ. შალაშინი ასევე დაგეხმარებათ ხისთვის ზედმეტი ზედაპირის მოშორებაში. მაგალითად, როცა კარები კარგად არ იკეტება ხის ზედმეტი მასალის გამო.

შალაშინი ერთ-ერთი უძველესი ხის იარაღია და  ათასობით წლის წინ წარმოიშვა. წლების განმავლობაში განვითარა და წარმოიშვა თანამედორვე, მრავალი შესაძლებლობის მქონე შალაშნები, რომელიც ხელს შეგიწყობთ, იდეალურად დაასრულოდ და მოასუფთავოთ თქვენი ხის ნაკეთობა.

 შალაშინები შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან:

  • ნაპრალი - შალაშინის ძირში არის ნაპრალი, სადაც მოთავსებულია დანა, რომლის მეშვეობითაც ითლება ხე.
  • დანა - რომლის მეშვეობითაც თლის შალაშინი ხეს.
  • დანის ქუდი - უზრუნველყოფს დანის მყარად, უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნას.
  • სახელური - საშუალებას გაძლევთ მეორე ხელით მართოთ შალაშინი.
  • მთავარი სახელური - ამ სახელურზე მიდის სამუშაო დაწოლა.

 რა უპირატესობები აქვს შალაშინის ქონას?

შალაშნის საუკეთეოს ბრენდები:

  • Black&Decker- ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია გათვლილია მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ინდუსტრიული იარაღის შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მის მიერ წარმოებულ შალაშინი მოყვარულებზე და ნახევრად პროფესიონალებზეა გათვლილი, ხშირად პროფესიონალებიც შეიძენენ ხოლმე. ამის მიზეზი მისი ხელმისაწვდომი ფასი და გამძლეობაა.
  • Tolsen- Tolsen-ის სალაშინი ხელმისაწვდომი ფასით დომინირებს ბაზარზე და მომხმარებლების დიდი რაოდენობაც ჰყავს. ამ ბრენდის მთავარი ღირსება არის ის, რომ  ხელმისაწვდომი ფასით ქმნის და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ღარისხის ხელსაწოს. სწორედ ამიტომაც, პროფესიონალებიც კი ხშირად ყიდულობენ  Tolsen-ის შალაშინს.
  • DeWalt- DeWalt-ის პროდუქციას, მისი მაღალი ფასის გამო, ძირითადად პროფესიონალები ყიდულობენ. თუმცა, ხშირია ენთუზიაზმით სავსე მოყვარულები და დამწყებები, რომლებსაც საუკეთესო იარაღით უნდათ საქმიანობა. DeWalt-ის პროდუქცია განსაკუთრებულად დახვეწილი დიზაინისაა

რა უპირატესობები აქვს შალაშინის ქონას?

რა უნდა გავითვალისწინოთ შალაშინის შეძენისას?

უმთავრესი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ბრენდია. რადგან, ის განსაზღვრავს რამდენად ხარისხიანია შეძენილი შალაშინი. ბრენდების უკვე განვიხილეთ და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. აარჩიოთ თქვენთვის და თქვენი მომავალი საქმიანობისთვის შესაფერისი შალაშინი.

სიმძლავრე - მძლავრი ელექტრო შალაშინი გაცილებით სწრაფად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს და უფრო რთულ მასალებსაც უკეთესად უმკლავდება. თუ დრო თქვენს საქმეში გადამწყვეტია, მაშინ ჯობს მაღალი სიმძლავრის შეიძინოთ.

ზომა - ზომაც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია შალაშინის შეძენისას. თუ თქვენ დიდი პროექტებზე მოგიწევთ მუშაობა, მაშინ დიდი შალაშინი უფრო კომფორტული იქნება - მარტივად და მძლავრად დაიჭერთ  ხელში. თუმცა თუ ვიწრო და პატარა პროექტებზე უნდა იმუშაოთ, მაშინ უმჯობესია თქვენს მიერ შეძენილი შალაშინი პატარა და კომპაქტური იყოს, რომ მარტივად მიუდგეთ მასალის ყველა კუთხეს.

მუშაობის სიღრმე - რაც უფრო დიდი დიაპაზონი აქვს სალაშინს, ეს დამატებითი კომფორტია. ვინაიდან, გაცილებით სწრაფად მორჩებით უხეში ზედაპირის მოცილებას.

TOLSEN TOL130-42000

თუ ფიქრობთ, რომ შალაშინი ხშირად არ დაგჭირდებათ, თან არც ისე დიდ პროექტებზე მუშაობთ, მაშინ ეს ხელის შალაშინი მშვენიერი არჩევანია. ხარჯებს დაზოგავთ და სახლში ძალიან გამძლე ინსტრუმენტი გექნებათ. ამასთან, ტექნიკის გამო ხშირად შორს ვართ საქმით ესთეტიკური სიამოვნების მიღებისგან, რომლის მონიჭებაც სტანდარტულ, ძველებურ შალაშინს შეუძლია.

  • ზომა 235x44mm
  • წონა (კგ) 0.6

პოპულარული მოდელები

სარანდი(შალაშინი) Stern Austria EP650A, 650 ვტ
სარანდი(შალაშინი) Stern Austria EP650A, 650 ვტ
Regular price 150 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
Regular price 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
Regular price 279 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ხეზე სამუშაო მრუდწირული შალაშინი UYUSTOOLS CPM10E
ხეზე სამუშაო მრუდწირული შალაშინი UYUSTOOLS CPM10E
Regular price 40.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია