რა ტიპის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი არსებობს ბაზარზე?

მიკროტალღური ღუმელი ძალიან მოსახერხებელი ტექნიკაა, რომელიც შექმნილია თქვენი სამზარეულოსთვის.

ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები. ამ ტექნიკის შეძენამდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენი სივრცე გაქვთ ხელმისაწვდომი, რათა მოხდეს სწორი მიკროტალღურის შეძენა.

რა ტიპის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი არსებობს ბაზარზე?

 მიკროტალღური ღუმლის ფუნქციები

  • წინასწარგანსაზღვრული მომზადების დროები.
  • სენსორები - ზოგიერთ დანადგარს შეუძლია მომზადების დროისა და სიმძლავრის ავტომატური განსაზღვრა კერძიდან ამომავალი ორთქლის საფუძველზე. 
  • შიდა სადგამები - თქვენ რომ ღუმელის შიდა მოცულობის უკეთესად ათვისება შეძლოთ, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ შიდა სადგამები.
  • ინვერტერული ტექნოლოგია - შექმნილი იმისთვის რომ შემოგთავაზოთ სტაბილური სითბო, ინვერტერის ფუნქცია ინარჩუნებს და ხარჯავს დაბალ ენერგიას.

რა ტიპის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი არსებობს ბაზარზე?

მიკროტალღური ღუმელის ტიპები:

  • დასადგამი - ეს ფაქტიურად ამ დანადგარის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი ტიპია. ამ ტიპის ღუმელები ძირითადად მრავალი ზომის არსებობს, და ძირითადად სორტირებულია ხოლმე ზომის მიხედვით, რომელიც პირდაპირ კავშირშია მათ შიდა მოცულობასთან. შიდა ზომა მარტივად - სიგრძე/სიმრავლე/სიგანეზე გადამრავლებით მიიღება. ამ ღუმელების ვიზუალური შელამაზება შეგიძლიათ მათი გარე კანტის ცალკე ყიდვით, რომელის შეიძლება თქვენი სამზარეულოს დიზაინის შესაბამისი შეარჩიოთ.
  • ჩასაშენებელი დანადგარები - უამრავი სხვადასხვა ზომის არსებობს, თუმცა ძირითადად საკმაოდ დიდი მოცულობისაა და დიდი ზომის ქვაბიც კი თავისუფლად შეგიძლიათ მასში შედგათ. ასეთები კარგია იმ კუთხუთ რომ ათავისუფლებენ სამზარეულოში მაგიდის ადგილს (არ იკავებენ მას), და ასევე ხშირად სავენტილაციო სისტემაც გააჩნიათ ხოლმე. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე, ამ მოწყობილობას მონტაჟი სჭირდება, თუმცა ეს არც ისე რთული პროცესია. 
  • უჯრის ტიპის ღუმელი - კიდევ ერთი ვარიანტი რომელიც თქვენი სამზარეულოს მაგიდას ათავისუფლებს არის უჯრის ტიპის მიკროტალღური ღუმელი. საკმაოდ ბევრ ზომებში არის ხელმისაწვდომი, და ასევე უჯრის გამოღებისას ადვილად შეძლებთ ნებისმიერი კერძის მარტივად მორევას.