რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ჭოჭინის არჩევისას?

ჭოჭინა, ეს არის  ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ფეხის ადგმის საუკეთესო დამხმარე მოწყობილობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შეძენილი ჭოჭინა, აუცილებლად იყოს დამოწმებული პედიატრის მიერ.

როგორ უნდა შეარჩიოთ  ჭოჭინა?

ჭოჭინის შეძენისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად:

სიმაღლე და ზომა:

  • ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
  • ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო

რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ჭოჭინის არჩევისას? 

ბორბლები:

  • ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
  • უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
  • ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)

 ჭოჭინის „მაგიდა“:

  • უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
  • ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი

 რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ჭოჭინის არჩევისას?

შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.

სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.

პოპულარული მოდელები

ჭოჭინა Baby-kitten 6118
ჭოჭინა Baby-kitten 6118
179.00 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჭოჭინა Baby 519
ჭოჭინა Baby 519
149.00 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჭოჭინა Baby-926
ჭოჭინა Baby-926
229.00 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჭოჭინა Baby-K პინგვინი X529
ჭოჭინა Baby-K პინგვინი X529
89.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია