რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრადში ბავშვის სათამაშოების გამოყენებას?
სათამაშოები ბავშვებს სამყაროს გაცნობაში, შესწავლასა და აღქმაში ეხმარება.
თამაში ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათამაშოს შერჩევას. დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს შინაარსს, ფერსა და ფორმას. იგი არ უნდა იყოს აგრესიის შემცველი.
როგორი უნდა იყოს ბავშვის სათამაშოები?
პატარა ბავშვისთვის დამოუკიდებლობა, ბუნებრივი მასალებით თამაში სწორედ ის არის, რაც პატარებს სჭირდებათ. მარტივი სამუშაოს შესრულება კი დამოუკიდებლობის გრძნობას ავითარებს, ღირსების გრძნობის, თავისუფლების, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებისას. სწორედ ამიტომ უყვართ პატარა მარტივი თამაშები, ქვიშით.
რა ასაკიდან სჭირდება პატარას სათამაშო?
სათამაშო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს და ზოგადად თამაში არის ის აქტივობა, რომელიც ბავშვის ასაკის ძირითადი შემადგენელია. ბავშვი თამაშობს ჩვილობის ასაკშიც.
მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მოტორული უნარები ისე განვითარებული, რომ შეძლოს სათამაშოს ხელში დაჭერა. ამისათვის მას სჭირდება კონკრეტული მოტორული უნარები, კერძოდ უნდა შეეძლოს ტაცება, ჩაჭიდება და ა.შ. სათამაშოს შემოტანა მის ფიზიკურ გარემოში შესაძლებელია ძალიან ადრეული პერიოდიდან და ეს შეიძლება იყოს ერთი თვის ასაკი.
როგორი უნდა იყოს ბავშვის პირველი სათამაშო?
უნდა დავაკვირდეთ ჩვენი ბავშვის ინდივიდუალური განვითარების მაჩვენებელს. პირველი სათამაშო, რომელიც მას გამოადგება, შეიძლება იყოს დაფიქსირებული მის საწოლზე. ასეთი ტიპის სათამაშო გამოსცემს ხმას, ტრიალებს და არის მკვეთრი ფერის.
სასურველია იყოს რბილი ქოსვილისგან დამზადებული, რადგან ეს სათამაშო მოგვიანებითაც დაგვჭირდება, როდესაც პატარა 3-5 თვის ასაკში ხელის ჩაჭიდებას ისწავლის, არ დაიზიანებს სხეულს.
მნიშვნელოვანია სათამაშოს მასალის შემადგენლობა, სათამაშოები, რომლებიც მავნე პლასტმასს არ შეიცავენ, უფრო ძვირია, მაგრამ სჯობს ჩვენს შვილს რამოდენიმე ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე ბევრი და უხარისხო. ხარისხის დადგენა შესაძლებელია მწარმოებელი ქვეყნისა და ფასის მიხედვით, რა თქმა უნდა.
პოპულარული მოდელები