რა არის ფოტო ეპილატორი?
ფოტო ეპილატორი პრემიუმ ხარისხის, პროფესიონალური ეპილატორია, რომელიც შედარებით მაღალი ფასით, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ფუნქციონალით გამოირჩევა.
ფოტოეპილაციას უწოდებენ არასასურველი თმის მოცილებას ინტენსიური პულსირებული შუქის გამოყენებით (IPL) და ბევრის აზრით ყველაზე ეფექტურ მეთოდად სხეულზე თმის მოსაშორებლად - ცვილის ან შაქრის პასტის მოცილებაზე უკეთესიც კი.
მას შემდეგ, რაც სტანდარტული ეპილატორების მოდელები თანდათან დაიხვეწა და ბაზარზე აქტიურად გამოჩდა ფოტო (ლაზერული) ეპილატორი, ამან უამრავი ქალის ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა. პინცეტური ეპილატორისგან განსხვავებით, ფოტო (იგივე ლაზერული) ეპილატორები სხივების საშუალებით, უმტკივნეულოდ აშორებს სხეულიდან თმას.
ვისაც სურს ფოტო ეპილატორის შერჩევა, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისიწინოთ!
ციმციმების რაოდენობა - ეპილატორის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ციმციმების რაოდენობაზე;
რეჟიმების რაოდენობა - რამდენიმე რეჟიმი (მინიმუმ სამი) საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ფლეშ ინტენსივობა კანის სხვადასხვა ადგილებისთვის;
ენერგია - მთავარი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოშორდება თმა ბოლქვიანად;
უსაფრთხოება - კარგ ფოტოეპილატორს აქვს ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა დაცვა შემთხვევითი ციმციმებისგან, კანის ტონთან ავტომატური ინტენსივობის შესაბამისობა და ულტრაიისფერი ფილტრი დამწვრობის თავიდან ასაცილებლად;
კვების მოდელი - მუშაობს დენის ქსელში მიერთებით, თუ ბატარეაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ თავიდან აიცილებთ არასასურველი მოდელის ფოტო ეპილატორის შეძენას.
რატომ არის ფოტო ეპილატორი საუკეთესო?
- სახლის პირობებში ფოტოეპილაცია ბევრად სწრაფი და მარტივი პროცედურაა;
- მოწყობილობა მნიშვნელოვნად ანელებს თმის ზრდას;
- ყოველი შემდგომი პროცედურების ჩატარებისას, თმა ნაკლები ინტენსივობით იზრდება;
- შეგიძლიათ დაივიწყოთ კანის გაღიზიანება, ნაკაწრები და თმის ჩაბრუნება;
- მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, ფოტოეპილაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას - ის ხდება მეტად გლუვი და რბილი;
- მოწყობილობის მაღალი ფასის მიუხედავად, იგი სწრაფად აგინაზღაურებთ ხარჯებს, რადგან აღარ მოგიწევთ ესთეტიკის ცენტრებში ხშირი ვიზიტი;