რა არის სპლიტ კონდიციონერი და როგორ ვიყიდოთ საუკეთესო მოდელი ყველაზე იაფად?

სპლიტ კონდიციონერი არის კონდიცირების სისტემა, რომელიც შედგება ორი ძირითადი ბლოკისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული კონდიციონერის ოფიციალური ქარხნული სახელწოდება, რომლებსაც სახლებში ვიყენებთ.

კონდიციონერი - ყიდვა, განვადება, ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი

  • შიდა ბლოკი – მონტაჟდება ოთახის შიგნით და შეიცავს აორთქლების სპირალს, ჰაერის ფილტრს და ვენტილატორს. ის აგრილებს ჰაერს და ანაწილებს მას ოთახში.
  • გარე ბლოკი – მდებარეობს შენობის გარეთ და შეიცავს კომპრესორს, კონდესაციის სპირალს და გაფართოების სარქველს. მისი დანიშნულებაა ოთახიდან შთანთქმული სითბოს გატანა გარეთ.
რა არის სპლიტ კონდიციონერი და როგორ ვიყიდოთ საუკეთესო მოდელი ყველაზე იაფად?

როგორ მუშაობს სპლიტ კონდიციონერი?

  • შიდა ბლოკი შთანთქავს თბილ ჰაერს ოთახიდან და აგრილებს მას მაცივრის სითხის მეშვეობით.
  • გარე ბლოკი გამოყოფს სითბოს გარემოში.
  • სისტემაში მაცივრის სითხე ცირკულირებს და კომპრესორი არეგულირებს გაგრილების პროცესს.

არსებობს რამდენიმე ტიპის სპლიტ კონდიციონერის სისტემა:

  • სტანდარტული სპლიტ კონდიციონერი – საბაზისო გაგრილება.
  • ინვერტორული სპლიტ კონდიციონერი – ენერგოეფექტური, ცვლადი სიჩქარის კომპრესორით.
  • მრავალბლოკიანი სპლიტ კონდიციონერი – რამდენიმე შიდა ბლოკი ერთ გარე ბლოკზე.
  • კასეტური კონდიციონერი – ჭერზე მონტაჟებული, დიდი ოთახებისთვის.
  • იატაკზე დასადგამი კონდიციონერი – ძლიერი გაგრილება დიდ სივრცეებისთვის.

სპლიტ სისტემის კონდიციონერების BTU-ების შერჩევა ოთახის ფართობის მიხედვით

კონდიციონერის BTU (British Thermal Unit) განისაზღვრება ოთახის ზომის მიხედვით, რათა უზრუნველყოს ეფექტური გაგრილება. ქვემოთ მოცემულია BTU-ის საჭირო რაოდენობა ოთახის კვადრატულობის მიხედვით:

 ოთახის ფართობი (მ2) რეკომენდირებული BTU
10-15 5000-7000
15-20 7000-9000
20-28 9000-12000
28-35 12000-14000
35-45 14000-18000
45-55 18000-22000
55-65 22000-24000
65-80 24000-3000
80-100 30000-36000

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ BTU-ზე:

  • ჭერის სიმაღლე - თუ ჭერი მაღალია (3 მეტრზე მეტი), შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ძლიერი კონდიციონერი.
  • ფანჯრების რაოდენობა - დიდი ან მზისკენ მიმართული ფანჯრები ზრდის გაგრილების მოთხოვნას.
  • ადამიანების რაოდენობა - თუ ოთახში მუდმივად იმყოფება 2+ ადამიანი, საჭიროა დამატებითი BTU.
  • ელექტრომოწყობილობები - კომპიუტერები, ტელევიზორები და სხვა ტექნიკა გამოყოფს სითბოს და ზრდის გაგრილების მოთხოვნას.
  • იზოლაცია - კარგი თბოიზოლაცია ამცირებს BTU-ის საჭიროებას.