რა არის და რაში გამოიყენება ელექტრო ფრეზი?

მათთვის, ვისაც ხეზე უყვარს მუშაობა, არის კიდევ ერთი ხელსაწო, ელექტრო ფრეზი, რომელიც გეხმარებათ ხის მასალის დამუშავებასა და მასზე მუშაობაში. ფრეზი, სპეციალურად შეიქმნა ხის მასალების დასამუშავებლად, რომელსაც განსხვავებული - ღრმულის ჭრის უნარი აქვს.

იმის გამო, რომ ბაზარზე არსებულ ყველა ფრეზს აქვს განსხავვებული შესაძლებლობები და უნარები, შესაბამისად, მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეთ, წინასწარ, რისთვის, რა და როგორ მასალაზე სამუშაოდ გჭირდება ხელსაწყო. ეს საჭიროა, რადგან ზუსტად მოხდეს მოდელის შერჩევა და შემდგომში არ წარმოიშვას პრობლემები.

რა არის და რაში გამოიყენება ელექტრო ფრეზი? 

ფრეზის ხელსაწყოს შეძენისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რამ:

ძალა - აპარატის შესაძლებლობები დიდწილად განისაზღვრება ელექტრო ძრავის სიმძლავრით. ენერგიის ზრდა გულისხმობს ძრავის მასის და განზომილებების მნიშვნელოვანად ზრდას. ძლიერი ფრეზის აპარატი ადვილად შეძლებს გაუმკლავდეს ნებისმიერ პროფესიონალურ დავალებას. თუმცა, დელიკატური სამუშაოების შესრულებისას, მაგალითად, კიდეების დამუშავებისას, მძიმე მანქანით მუშაობა ადვილი არ არის.

სიჩქარე -რაც უფრო მეტია საჭრელის ბრუნვის სიჩქარე, უფრო მაღალია დამუშავებული ზედაპირის ხარისხი. თუ გჭირდებათ მაღალი სიზუსტე, დაბალი სიჩქარის  ფრეზის აპარატით მუშაობას აზრი არ აქვს. დაბალი ბრუნვის სიჩქარე საჭიროა მხოლოდ პლასტმასის დამუშავებისას, რადგან ამ შემთხვევაში, მაღალი ბრუნვის აპარატი გამოიწვევს მის გადახურებასა და მასალის დნობას. ფრეზის აპარატების უმეტესობის სიჩქარე წუთში 20-დან 30 ათასამდე ბრუნს მოიცავს.

რა არის და რაში გამოიყენება ელექტრო ფრეზი? 

რა უნდა იცოდეთ ფრეზის აპარატის უკეთ მუშოაბისთვის?

  • მაღალი ენერგიის საჭრელები დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში; 
  • ხელსაწყოს სიჩქარის შეცვლა უნდა ხდებოდეს ავტომატურად; 
  • აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ტიპის სახელური;
  • შეამოწმეთ, აქვს თუ არა დამატებით დამხმარე საშუალებები. მაგალითად, მტვრის მოსაშორებელი საქშენები და LED განათება;
  • შეამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია დამხმარე ელემენტების შეცვლა თქვენს მიერ არჩეულ მოდელზე; 
  • შეამოწმეთ, რამდენად ხმაურიანი მოწყობილობაა ან როგორია ვიბრაციის დონე.

პოპულარული მოდელები

ფრეზი Bosch GKF 550
ფრეზი Bosch GKF 550
Regular price 299.00 ლარი 264 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
Regular price 369.00 ლარი 327 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. როუტერი 1600W INGCO RT160028
ელ. როუტერი 1600W INGCO RT160028
Regular price 299.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი