რას ნიშნავს კონდიციონერის მშრალი რეჟიმი და როდის უნდა გამოიყენოთ ის?

ზაფხულში, მაღალი სიცხეების გამო, კონდიციონერი სახლის გაგრილების მთავარი ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეორე ოჯახს აქვს კონდიციონერი, ცოტამ თუ იცის რეალურად მისი მრავალფეროვანი მახასიათებლების შესახებ. 

მაგალითად - იცით რა არის კონდიციონერის მშრალი რეჟიმი და რისთვის არის ის? გასაგებია, რომ ბევრმა არ იცის თავისი კონდიციონერის სრული მახასიათებლების შესახებ, ვინაიდან ძირითადად არავინ კითხულობს თანმდევ ინსტრუქციას, რომელიც მას ყიდვის დროს მოჰყვება.

რას ნიშნავს კონდიციონერის მშრალი რეჟიმი და როდის უნდა გამოიყენოთ ის?

კონდიციონერი არ არის მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიცია. მას აქვს ყოველთვიური ხარჯები, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადზე აისახება. მისი სრული მახასიათებლების გაცნობიერება დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ კონდიციონერის მუშაობის პროცესებში და დაარეგულირებთ კონდიციონერის მიზნობრივ გამოყენებას. 

წელიწადის დროებიდან გამომდინარე, იცვლება ტემპერატურა და ტენიანობა, ხოლო ენერგიის დაზოგვა შეგიძლიათ იმ რეჟიმის გადართვით, რომელზეც მუშაობს თქვენი კონდიციონერი.

თითოეული პარამეტრის სწორად გამოყენებით, თქვენ შეძლებთ კონდიციონერის ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას.

კონდიციონერებს აქვთ მრავალი რეჟიმი. არსებობს დროის პარამეტრები და ბევრი სხვა რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ არ ინერვიულოთ! ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ, გაიაზროთ, რომ თქვენი კონდიციონერისთვის ერთ -ერთი ყველაზე სასარგებლო და მნიშვნელოვანი მშრალი რეჟიმის გამოყენებაა.

მშრალი რეჟიმი, ხშირად შედარებულია ან გაიგივებულია გრილ რეჟიმთან.

მშრალი რეჟიმი ჩვეულებრივ წყლის წვეთებით არის წარმოდგენილი, ხოლო გრილი რეჟიმი - ფიფქებით. კონდიციონერის მშრალი რეჟიმი არ არის ძალიან გავრცელებული მახასიათებელი, მაგრამ გვხვდება ცენტრალური კონდიცირების ზოგიერთ ტიპში.

რას ნიშნავს კონდიციონერის მშრალი რეჟიმი და როდის უნდა გამოიყენოთ ის?

მშრალი რეჟიმის მთავარი ფუნქცია ოთახში ტენიანობის შემცირებაა. მშრალი რეჟიმი შეამცირებს ტენიანობას და ყველაზე მოსახერხებელია, მაგალითად, წვიმების დროს.

ამ სეზონზე, ტემპერატურა შეიძლება არ იყოს ისეთი ცხელი, რომ საჭირო გახდეს კონდიციონერის გაგრილების მიზნით გამოყენება, თუმცა,  არასასიამოვნო და გამაღიზიანებელი ტენიანობის მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მშრალი რეჟიმი არ აშრობს ოთახში არსებულ ყველა ტენიანობას, ის ნამდვილად უფრო ასატანს გახდის.

პოპულარული მოდელები

კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
Regular price 1,199.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
Regular price 2,099.00 ლარი 1,799 ლარი / თვეში 97 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 50-60მ² Indesit IRFPB180/IRFPB181
Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
Regular price 2,249.00 ლარი 1,849 ლარი / თვეში 99 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი