პულივიზატორის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები
პულივიზატორი, ეს არის, შესაღები ხელსაწყო, რომლის მეშვეობით მარტივად შეძლებთ სხვადასხვა რამეების შეღებვას. მას ორი მეტრის მოშორებითაც შუძლია ნივთის შეღებვა. ამის მეშვეობით, შესაძლებლობა გაქვთ აკონტროლოთ შეღებვის სიმძლავრე.
არის როგორც კაბელიანი, ისე უკაბელო ელექტრო პულივიზატორები (საღებავის შესასხამი).
რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას?
- რა ნივთიერებაზე აპირებთ მუშაობას? - რაც უფრო ბლანტია ის, მით უფრო მძლავრი ელექტრო პულივიზატორი დაგჭირდებათ და პირიქით.
- რა მოცულობის სამუშოებისთვის გჭირდებათ? - ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ პულივიზატორების შერჩევაში მიწოდების სიჩქარისა და სათავსოს მოცულობის მიხედვით.
- პროფესიულად აპირებთ მის გამოყენებას თუ ერთჯერადად? - რაც უფრო მაღალი ხარისხისაა საღებავის შესასხურებელი, მით უფრო გამოგადგებათ კომერციული საქმიანობისთვის.
- ბრენდი - რაც უფრო ცნობადია ბრენდი, მით უფრო მაღალია ხარისხიც.
- ორიგინალი მოდელები - საჭიროა პროდუქტი იყოს ორიგინალი წარმოების, რადგან იყოს ხარისხიანი.
TOTAL-ის პულივიზატორი
პულივიზატორი, ტოტალის სპრეის იარაღი, კაბელიანი, რბილი დამუშავებული სახელურით. მისი სიმძლავრე 500ვტ, წარმადობა 380 მლ / წუთშია, მას აქვს ჰაერის ნაკადის კონტროლი, აქვს არაგაცხელებადი სახელური. კომპლექტაციაშია სიბლანტის საზომი, საწმენდი ნემსი, მხარზე საკიდი ღვედი და უსაფრთხოების სარქველი.
სადენის სიგრძე 2 მეტრი, წნევა 0.1-0.2 ბარი, გააჩნია ნაკადის ინტენსივობის რეგულირება. ავზის მოცულობა 800 მლ.
INGCO-ს პულივიზატორი
ეს ერთ-ერთი ცნობილი და მოთხოვნადი ბრენდია პულივიზატორების. მას არა მხოლოდ პროფეისიონლები, უკვე არაპროფესიონალი მომხმარებლები, სახლის პირობებშიც კი იყენებენ.
მისი სიმძლავრეა 500 ვტ, აქსესუარები კომპლექტში მოყვება, 1X სიბლანტის საზომი თასი, 1X საწმენდი ნემსი,1X გადასაბმელი.
ძაბვა 220-240 ვატი, მაქსიმალური თავისუფალი ნაკადი 850 მლ/წთ, წნევა 0.1-0.2 ბარი, სადენის სიგრძე 2 მ, ნაკადის ინტენსიურობის რეგულირება, ხოლო კონტეინერის მოცულობა 800 მლ.
პოპულარული მოდელები