ლობზიკის მარტივად გამოყენებადი მოდელები ბაზარზე
სამშენებლო, სარემონტო, ან სხვა სახის სამუშაოების შესრულებისას ისევე, როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა ლობზიკი, ყოველთვის საჭიროა. ის შესანიშნავად ჭრის ხის, პლასტმასის და მეტალის მასალებს. ეს იწვევს მნიშვნელოვან დაზოგვას მუშაობის დროის.
MILITARY JS500
სახლის ოსტატის სანდო ასისტენტი გახდება MILITARY JS500. ამ საბიუჯეტო ხელსაწყოს შეუძლია ფართო სპექტრის მასალების დახერხვა, ხისგან- ლამინატამდე.
დახრის რეგულირების არსებობა საშუალებას გაძლევთ გაჭრათ გასწვრივ, ან კუთხით. ჭრის სიჩქარე ადვილად რეგულირდება ბორბლით და შეგიძლიათ გამოიყენოთ ხერხები U- და T- ფორმის სახელურებით. გამჭვირვალე დამცავი ფარი გათვალისწინებულია მომუშავის ჭუჭყისგან დაზიანებისგან დასაცავად.
ხელსაწყო მორგებულია ჭრისთვის, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. მტვერსასრუტის შეერთების ფუნქცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნებას.
MILITARY JS500-ს ისეთ თვისებები გააჩნია, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, კარგი ჭრა, კომპაქტურობა, სიმსუბუქე, გამძლეობა. თუმცა, მას რამდენიმე უარყოფითი თვისებაც აქვს. ესენია ხმაური, მცირე ვიბრაციის არსებობა და კუთხის რეგულირების პრობლემა.
ZUBR L-400-55
ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ელექტრო ლობზიკი (1.4 კგ) არის ZUBR L-400-55 მოდელი. მისით ძირითდად ხდება თხელ მასალებზე მუშაობა და არ არის რეკომედნიერებული სქელ მასალებზე მისით მუშაობა, რადგან მოდელს არ აქვს დიდი სიმძლავრე.
მაგრამ ამ ხელმისაწვდომ ხელსაწყოს ასევე აქვს მრავალი თანამედროვე ფუნქცია, მაგალითად, ელექტრონული სიჩქარის კონტროლი, დამცავი ეკრანი, სამუშაო ზონაში ადაპტერი მტვერსასრუტის დასაკავშირებლად.
Bort BPS-500
ჩინური Bort BPS-500-P ლობზიკი იქნება შესანიშნავი ინსტრუმენტი სახლისთვის. მას აქვს ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი. ამავდროულად, მოდელი საკმაოდ სასიამოვნოა სამუშაოდ.
მას შეუძლია გაუმკლავდეს მასალებს, როგორიცაა ხე, ლითონი და პლასტმასი. მოწყობილობა უზრუნველყოფს ფოლადის ძირის დახრილობის კორექტირებას, რაც აფართოებს ლობზიკის შესაძლებლობებს. მწარმოებელი ასევე ზრუნავდა მასზე მომუშავის უსაფრთხოებაზე.
არსებობს მტვერსასრუტთან შეერთების ფუნქცია, რომლის წყალობითაც ნახერხი ეფექტურად მოიცილება ჭრის ადგილიდან. კომპლექტში შედის ერთი სათადარიგო გასაღები, გამოყენების ინსტრუქცია და სათადარიგო ჯაგრისები.
Bort BPS-500-P-მ დაამტკიცა თავისი ღირსება. მინიმალურ ფასად შეგიძლიათ მიიღოთ სამუშაო მოწყობილობა მრავალი სასარგებლო ფუნქციით. მინუსებიდან აღსანიშნავია დაბალი სიმძლავრე.
პოპულარული მოდელები







