ვაფლის საცხობი აპარატის შესაძლებლობები
ვაფლის საცხობი აპარატის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ სახლის პირობებში, მოიმზადოთ უგემრიელესი ვაფლი თქვენი სურვილისამებრ , როცა მოგინდებათ და როგორიც მოგინდებათ.
ვაფლის საცხობი აპარატის ქონა დიდ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან დილით, როდესაც ყოველთვის ცოტა დრო გაქვთ საუზმის მოსამზადებლად, შეძლებთ მარტივად და რაც მთავარია სწრაფად მოიმზადოთ გემრიელი საუზმე და დღე დადებითად დაიწყოთ.
ვაფლის საცხობ აპარატს ბევრი შესაძლებლობა ქვს:
თქვენ შეგიძლიათ მოიმზადოთ ნებისმიერი ფრომის, ზომის ვაფლები. მაგალითად, ევროპული ვარიანტივაფლი, რომელიც სტანდარტულად 2.5-4 სმ სისქის არის და საუკეთესოდ ითვლება როდესაც გარედან კნატუნა, შიგნით კი რბილია. მათ დამზადებას შედარებით დიდი დრო სჭირდება, და შესაძლებელია რომ სხვადასხვა ტიპის ცომისგან მომზადდეს.
ვაფლების რაოდენობა - ვაფლის აპარატები საშუალოდ ერთიდან ოთხ ერთეულს ამზადებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ რამდენი ადამიანისთვის ფიქრობთ მათ მომზადებას და შესაბამისად შეარჩიოთ მოდელი.
გაწმენდის სიადვილე - აუცილებელია ისეთი ზედაპირის არსებობა რომელიც არ იკრავს. ეს ძალიან ზოგავს შეწვის მერე ვაფლების გადმოღების დროსა და შრომას, ასევე ასეთი ნაწარმი გატეხვის გარეშე, მარტივად გადმოდის აპარატიდან და ამცირებს ზეთის გამოყენების საჭიროებას. გაითვალისწინეთ რომ ვაფლის ამოღებისას აუცილებლად პლასტიკის ჯოხები გამოიყენეთ რომ არ დაკაწროთ მისი ზედაპირი.
რეგულირებადი და თანაბრად შებრაწვა - ვაფლების, ამ მარტივი პროდუქტების გემოვნებითი აღქმა საკმაოდ განსხვავდება. ამიტომ სასურველია ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ რომელიც საშუალებას მოგცემთ განსაზღვოთ შებრაწვის ხარისხი.
პოპულარული მოდელები