გაიგეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს ემამლის ქვაბებს!
როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე, იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენმა ჭურჭელმა იმ საკვების უსაფრთხოებაზე, რომელსაც ჩვენ ვჭამთ. მიუხედავად ამისა, მომზადების პროცესმა შეიძლება მოგვაენოს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც ქვაბში მოვათავსეთ!
ასე რომ, როდესაც საქმე ეხება საჭმლის უსაფრთხო მომზადებას, რომელია საუკეთესო ქვაბი კერძის მოსამზადებლად? ღირს თუ არა ემალის ქვაბის შეძენა?
რა არის ემალის ქვაბი?
უმეტესობა ჩვენგანი ადვილად ამოიცნობს ემალის ქვაბს, თუ ჩვენს წინ დაიდება. რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკა, ქვაბი, რომელშიც უბრალოდ გემრიელი საკები უნდა მოამზადოთ.
ემალი ქვაბის ზედაპირი ძირთადად მინისგან არის ხოლმე დაფარული, რადგან მარტივად მოხდეს სითბოს გადანაწილება.
დღეს ემალის ჭურჭელმა გარკვეული მოდური დატვირთვაც შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი მას იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისთვის, არამედ საკვების პრეზენტაციისთვისაც.
იზრუნეთ თქვენს ემალის ჭურჭელზე
უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ საფარი ძირითადად მინისგან არის დამზადებული, არსებობს ამ საფარის დაქუცმაცების ან დაზიანების რისკი, თუ მას დაარტყამთ ან ჩამოაგდებთ ან ძალიან სწრაფად შეცვლით ტემპერატურას.
ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ არ გქონდეთ ცხელი ტაფა ან ქვაბი ცივი ონკანის ქვეშ.
ასევე რეკომენდირებულია არ გამოიყენოთ ლითონის ხელსაწყოები ემალზე, როგორიცაა დანა-ჩანგალი მორევისთვის ან სირმა გასაწმენდად, რადგან ამან შეიძლება ზედაპირი დაკაწროს.
ვინტაჟური ემლაის ჭურჭელი შეიძლება იყოს ძალიან პოპულარული და არის ეკოლოგიურად სუფთა გზა თქვენი საჭმლის მოსამზადებლად. თუმცა, თუ ისინი შიგნიდან დაზიანებულია, უმჯობესია მოერიდოთ მათ გამოყენებას.
პოპულარული მოდელები