ელექტრო ჩაიდნებთან დაკავშირებული საფრთზე

ელექტრო ჩაიდანი, წვრილი საოჯახო ტექნიკის კატეგორიაში კი ერთიანდება, მაგრამ ძალიან მარტივი შესარჩევი ნამდვილად არ არის. მისი ყიდვა დაფიქრებისა და შერჩევის პროცესის გავლის გარეშე,  ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით, შეიძლება სანანებელი გაგვიხდეს და ამაზე უნდა გვქონდეს წარმოდგენა.

რა მოცულობის უნდა იყოს ელექტრო ჩაიდანი, რომლის შეძენაც გვსურს, ცალსახად  და ერთმნიშვნელოვად, ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. ჩვენს სამზარეულოს, თეთრი ფერის ელექტრო ჩაიდანი მოუხდება, წითელი თუ შავი ან/და რომელს მივანიჭოთ უპირატესობა მეტალისას თუ კერამიკისას, ან იქნებ სამოვარიანი ჩაიდანია უფრო ოპტიმალური კონკრეტულ სიტუაციაში, არც ამ გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, უფრო გემოვნების საკითხია. მაგრამ, მწარმოებელი კომპანიის რეპუტაცია და დროში გამოცდილი მოდელი კი უნდა იყოს ინდიკატორი პროდუქტის შერჩევის დროს. 

ელექტრო ჩაიდნებთან დაკავშირებული საფრთზე

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სახლიდან გასვლის დროს, ყოველთვის როდი ვამოწმებთ, ელექტრო ხელსაწყოები გამორთულია თუ არა დენის წყაროდან.  

ფაქტები არსებობს სწორედ ჩაიდნებთან დაკავშირებით და არც ისე იშვიათი შემთხვევებია დაფიქსირებული, როდესაც არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ, უხარისხო მასალის გამოყენების გამო, მუშაობის პროცესში კაბელები გადახურდა და დადნა.

„ დამდნარი კაბელი გახდა მოკლე ჩართვის მიზეზი, რამაც გამოიწვია ხანძრის გაჩენა სამზარეულოს ზონაში, ხოლო შემდეგ გავრცელდა მთლიანი სახლის მასშტაბით“ - ვკითხულობთ ექსპერტიზის მიერ, სადაზღვევო კომპანიისთვის მომზადებულ დასკვნაში.

სად უნდა შევარჩიოთ ელექტრო მადუღარა, რომელია სანდო და უსაფრთხო მოდელი, აქვს თუ არა მწარმოებლის გარანტია და ა.შ. - ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებიც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი მოქმედებისას.

ელექტრო ჩაიდნებთან დაკავშირებული საფრთზე

აუცილებელია, გააზრებული გვქონდეს მოსალოდნელი შედეგები და განსაკუთრებით ვიფრთხილოთ ელექტრო საქონლის შერჩევისა და მისი მოხმარების დროს.  წინასწარ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რა პრევენციული ნაბიჯებია გადასადგელი, რათა თავიდან ავიშოროთ ხანძრის საფრთხე.

თუ მოინდომებთ და ყურადღებით მოეკიდებით, აუცილებლად იპოვით, სასურველ ონლაინ მაღაზიას კმაყოფილი მომხმარებლებით, საუკეთესო საგარანიო პირობებით და პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანით.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ საუკეთესო ელექტრო ჩაიდნები ტემპერატურის კონტროლით, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

ჩაიდანი FRANKO FKT-1155
ჩაიდანი FRANKO FKT-1155
Regular price 119.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩაიდანი BRAUN WK3110WH
ჩაიდანი BRAUN WK3110WH
Regular price 179.00 ლარი 154 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჩაიდანი BRAUN WK3110BK
ჩაიდანი BRAUN WK3110BK
Regular price 179.00 ლარი 155 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინის ჩაიდანი ფილტრით და 6 ჭიქით Lilac LC-007
მინის ჩაიდანი ფილტრით და 6 ჭიქით Lilac LC-007
Regular price 60.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში