ბოთლის გამხსნელების მრავალფეროვანი არჩევანი

გაეცანით მიმოხილვას საუკეთესო ბოთლის გამხსნელებთან დაკავშირებით. ეს არის პროდუქტი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი სახეობა აქვს.

სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ბოთლის გასახსნელებიდან თქვენ აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტის არჩევას.

ბოთლის გასახსნელი დღეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი.  საუკეთესო წარმომადგენლები აერთიანებენ ფუნქციურობასა და  მრავალფეროვან დიზაინებს. 

ბოთლის გამხსნელების მრავალფეროვანი არჩევანი

კედელზე დამონტაჟებული ბოთლის გასახსნელის შესახებ თუ გსმენიათ? უფრო და უფრო პოპულარული ხდება მისი გამოყენება ბარებსა და ფაბებში. თუმცა, თუ მუდმივად გასახსნელის ძებნაში ხართ და საჭიროების შემთხვევაში ბევრ დროს ხარჯავთ ამაში, მაშინ დროა სახლშიც დააინსტალიროთ კედლის გასახსნელი.

ამისთვის შესაფერისი ადგილებია სამზარეულო, სარდაფი, ავტოფარეხი, ან ის ადგილი, სადაც ლუდს ყველაზე ხშირად მიირთმევთ.

უკვე ფართოდაა გავრცელებული მაგნიტური ბოთლის გასახსნელებიც. ის არის ძალიან დახვეწილი და მარტივი გასახსნელი, რომელიც მაგნიტიზირებულია და მაგრდება მაცივარზე.

გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ სპეციალურად ველოსიპედისტებისთვის შეიქმნა ბოთლის გასახსნელი. იგი მაგრდება ველოსიპედზე და მის გამოყენებას შეძლებთ ყოველთვის, როცა ცივი სასმლის მირთმევას მოისურვებთ.

არსებობს პერსონალიზებული ბოთლის გასახსნელებიც. საკმარისია, დააკონფიგურიროთ პარამეტრები და თითქმის შეუზღუდავია მისი გამოყენების არეალი.

ხომ შეგხვედრიათ სპეციალური დამჭერებით შეკრული ლუდის ბოთლები? როგორ გგონიათ, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გასახსნელი შეძლებს ბოთლის სახურავის გახსნას, ისე რომ ბოთლი არ გატყდეს? რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. სპეციალურად ამ მიზნითა შექმნილი ბოთლის გასახსნელის კიდევ ერთი ვარიანტი. 

ბოთლის გამხსნელების მრავალფეროვანი არჩევანი

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოდელია ე.წ. ბარის გასაღები ან როგორც მას მეორენაირად უწოდებენ - ბრტყელი გამხსნელი, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან მზადდება.

იგი არის ძალიან გამძლე ,  ფუნქციონალური და  შეუძლია გახსნას ნებისმიერი ბოთლის თავსახური, ხელის ერთი მოძრაობით უსწრაფესად. მისი მოსახერხებელი ზომის გამო,  ბარმენები ხშირად ამ ინსტრუმენტს უკანა ჯიბით დაატარებენ და საკმაოდ ეფექტურად იყენებენ, საჭირო დროს. რა თქმა უნდა, თქვენც შეგიძლიათ სახლში იგივე სცადოთ, ან/და სამზარეულოს უჯრაში შეინახოთ.

პოპულარული მოდელები

ღვინის ბოთლის ელექტრონული სახსნელი 700006 UCO
ღვინის ბოთლის ელექტრონული სახსნელი 700006 UCO
Regular price 70.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ღვინის ბოთლის სახსნელი 2062 (1610 2 05696) UCO
ღვინის ბოთლის სახსნელი 2062 (1610 2 05696) UCO
Regular price 35.00 ლარი 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ღვინის ბოთლის ელექტრონული სახსნელი Automatic Wine Opener 10590 UCO
ღვინის ბოთლის ელექტრონული სახსნელი Automatic Wine Opener 10590 UCO
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ღვინის ბოთლის მექანიკური სახსნელი 6524 UCO
ღვინის ბოთლის მექანიკური სახსნელი 6524 UCO
Regular price 25.00 ლარი 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია