აუცილებლად გაითვალისწინეთ ფოტო ეპილატორის შერჩევისას!

ფოტო ეპილატორი პრემიუმ ხარისხის, პროფესიონალური ეპილატორია, რომელიც შედარებით მაღალი ფასით, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ფუნქციონალით გამოირჩევა.

ფოტოეპილაციას უწოდებენ არასასურველ თმის მოცილებას ინტენსიური პულსირებული შუქის გამოყენებით (IPL) და ბევრის აზრით ყველაზე ეფექტურ მეთოდად სხეულზე თმის მოსაშორებლად - ცვილის ან შაქრის პასტის მოცილებაზე უკეთესიც კი.

მას შემდეგ, რაც სტანდარტული ეპილატორების მოდელები თანდათან დაიხვეწა და ბაზარზე აქტიურად გამოჩდა ფოტო (ლაზერული) ეპილატორი, ამან უამრავი ქალის  ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა. პინცეტური ეპილატორისგან განსხვავებით, ფოტო (იგივე ლაზერული) ეპილატორები სხივების საშუალებით, უმტკივნეულოდ აშორებს სხეულიდან თმას.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ფოტო ეპილატორის შერჩევისას!

ვისაც სურს ფოტო ეპილატორის შერჩევა, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისიწინოთ!

ციმციმების რაოდენობა - ეპილატორის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ციმციმების რაოდენობაზე;

რეჟიმების რაოდენობა - რამდენიმე რეჟიმი (მინიმუმ სამი) საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ფლეშ ინტენსივობა კანის სხვადასხვა  ადგილებისთვის;

ენერგია - მთავარი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოშორდება თმა ბოლქვიანად;

უსაფრთხოება - კარგ ფოტოეპილატორს აქვს ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა დაცვა შემთხვევითი ციმციმებისგან, კანის ტონთან ავტომატური ინტენსივობის შესაბამისობა და ულტრაიისფერი ფილტრი დამწვრობის თავიდან ასაცილებლად;

აუცილებლად გაითვალისწინეთ ფოტო ეპილატორის შერჩევისას!

კვების მოდელი - მუშაობს დენის ქსელში მიერთებით, თუ ბატარეაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ თავიდან აიცილებთ არასასურველი მოდელის ფოტო ეპილატორის შეძენას.