მარაგშია
474.00 ლარი / თვეში 26 ლარიდან
მატრასი დამზადეულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს ზამბარების გამოყენებაზე უარის თქმას. ის შედგება მხოლოდ ერთი ღრუბლის ფენისაგან.
ღრუბლის სისქეა 22 სმ, სიმკვრივე - 28 DNS.
ღრუბლის პარამეტრები იდეალურადაა შერჩეული იმისთვის, რომ მატრასი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ამასთან გამძლე.
ღრუბლის ზედაპირი ირგებს ადამიანის სხეულის ფორმას და მისი გამოყენება მეტად მოსახერხებელი ხდება.
მატრასზე გადაკრულია 240 გ/კვ.მ. სიმკვრივის ანტიალერგიული ხავერდოვანი ქსოვილი, რომელიც დაქარგულია 8 მმ სისქის 18 DNS სიმკვრივის ღრუბელზე.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ლეიბის დამატება, რომელიც დამზადებულია 5 სმ სისქის 22 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლით. ლეიბის ფასი იწყება 100 ლარიდან და განისაზღვრება ინდივიდუალურად მისი ზომის მიხედვით.