• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ხელის ელექტრო და ბენზო სათიბელა

მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ყველა მოდელი, ხელის ელექტრო და ბენზო სათიბელა საუკეთესო ფასად და ონლაინ საბანკო განვადება წამყვანი ქართული ბანკებისგან. უფასო მიტანა ყველგან.

ელექტრო სათიბელა - შერჩევა, განვადება და ფასდაკლება

ელექტრო სათიბელა ბალახის საკრეჭების ერთ-ერთი ქვე-კატეგორიაა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

არსებობს ელექტრო სათიბელების 2 ტიპი: 220 ვოლტზე და ელემენტზე მომუშავე.

ელემენტიან მოდელებში განარჩევენ 1 და 2 ბატარეიან ვარიანტებს.

შერჩევის მთავარი პრინციპები:

  • რამდენად მძლავრი ბალახის ელექტრო სათიბი გჭირდებათ და რა პერიოდულობით გეგმავთ მის გამოყენებას;
  • მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის უსადენო სისტემა, თუ მზად ხართ შედარებით დაბალი ფასის გამო ბაღში 25-30 მეტრიანი ელექტრო ცელის დამაგრძელებელი იქონიოთ;
  • ტრიმერი გჭირდებათ თუ სათავსოიანი სათიბი მანქანა ?
  • რა ბიუჯეტი გაქვთ? ხომ არ გირჩევნიათ საბანკო განვადება?
  • რამდენად ცნობილი ბრენდის მოდელია და როგორი საგარანტიო პირობები აქვს.

ბენზო სათიბელა - ყველა რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

გადავიდეთ ბენზო სათიბელებზე. ელექტროს მსგავსად, ბენზო სათიბელაც ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი პროდუქტია, შეიძლება ყველაზე უფრო პოპულარულიც კი, ამ კატეგორიაში.

ეს პოპულარობა პირველ რიგში მისი სიმძლავრიდან გამომდინარეობს, ამ სფეროში ელექტრო ტექნოლოგიების შედარებითი სიახლის გამო, ბენზო მოდელები უფრო დახვეწილად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თრენდი კლებადია, ასორტიმენტის ძირითად ნაწილს სწორედ ბენზინზე მომუშავე სათიბელები წარმოადგენენ.

რაც შეეხება რჩევებს, გარდა ზემოთ მოყვანილი პუნქტებისა, გაითვალისწინეთ ძრავის და ავზის მოცულობა, ასევე ზეთის თანაფარდობა ბენზინზე.

ელექტრო სათიბი ცელი - დამატებითი რჩევები

ამასთან, ყურადღება მიაქციეთ ბილიკის ჭრის სისქეს (მაქსიმალურ და მინიმალურს, თუ ფუნქციონალი ამის საშუალებას იძლევა) და წონას.

საუკეთესო შემთხვევაში, გარდა სპეციალური ქამრისა, კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს დამცავი ნიღაბიც, გაკრეჭილი ბალახის ნაწილაკების სახეზე მოხვედრის შესაზღუდად.

დასასრულს, ტრადიციულად, არ გამოგრჩეთ, რომ კიდევ უფრო მეტი რჩევის მიღება ისურვეს ბლოგზე შეგიძლიათ.

ან უბრალოდ აირჩიეთ ელექტრო ცელი კაბელზე ან ელემენტზე  და დაგვიკავშირდით, განვადების განაცხადის გამოგზავნის ან სატელეფონო ნომრის მეშვეობით.

ხელის ელექტრო და ბენზო სათიბელაზე ყველაზე იაფი ფასების გარდა ჩვენთან შეგიძლიათ თქვენზე მოსარგები განვადება გააკეთოთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ ნივთს ჩვენი კურიერები სრულიად უფასოდ მოგართმევენ მთელი საქართველოს მაშტაბით.

ხელის სათიბი თქვენი ეზოსა და ბაღის წესრიგისათვის

მოვლილი ეზო და ბაღი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი.

ამიტომ ხელის სათიბები მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ელექტრო სათიბელა საშუალებას გაძლევთ ძალისხმევის გარეშე მოაწესრიგოთ ეზო, რაც წლების წინ ძალიან რთულ, შრომატევად და მძიმე საქმიანობას წარმოადგენდა.

ეზოსა და ბაღის მოვლილა, გარკვეულწილად, კულტურის ნაწილია, ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტი და ბუნება საშუალებას გვაძლევს ბუნებრივი სილამაზის მქონე ეზო-ბაღებს მცირე ხელის შევლებით თვალისმომჭრელი სილამაზე შევმატოთ.

ხელის ცელი ელექტრო, ბენზო და აკუმულატორული კვებით მარტივი მოსახმარია

მისი უზარმაზარი არჩევანი კი წარმოდგენილია ისურვეზე, სადაც შესაბამის კატეგორიაში წარმოდგენილია ბრენდული მწარმოებლების როგორც ბიუჯეტური, ისე ძვირადღირებული პროფესიონალური ტექნიკა.