წნევის საზომი აპარატი
წნევის საზომი აპარატი გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის - წნევის კონტროლისთვის აუცილებელი ატრიბუტია .
შეიძინეთ წნევის აპარატი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და მიიღეთ ნივთი უფასო გადაზიდვით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
წნევის საზომი აპარატი ზრდასრულ ასაკში ერთხელ მაინც, ყველას დასჭირვებია , თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მისი გამოყენება უფრო და უფრო ხშირად გვიწევს.
მაღალი წნევის მქონე პაციენტები მუდმივად საჭიროებენ არტერიული წნევის რეგულარულ გაზომვას. ჩვენი დღევანდელი რეიტინგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ ყველაზე საიმედო და პრაქტიკული წნევის საზომი აპარატი, რომელსაც შეგეძლებათ ენდოთ და ასევე გეცოდინებათ რომ ეს აპარატი წლობით იმუშავებს და არასდროს გიმტყუნებთ მნიშვნელოვან წუთს.
წნევის საზომი აპარატი, არტერიული წნევის კონტროლის უმთავრესი საშუალებაა
Nissei DS-137 - წნევის აპარატი ფართო ეკრანითა და მონაცემთა ჩვენებით
ნახევრად ელექტრო მოწყობილობას შეუძლია გაზომოს არა მხოლოდ არტერიული წნევა, არამედ პულსი 40-დან 160-მდე დიაპაზონში, თუმცა ამ მონაცემების გადაჭარბების შემთხვევაში, აპარატი ვეღარ ახერხებს პულსის დაფიქსირებას.
წნევის საზომი კონტროლდება ერთი ღილაკით, რომელსაც მხრის სამაჯურის გარსი მოკლე - 22-23 სმ-იანი აქვს.
უპირატესობები:
- სიზუსტე და სიმარტივე;
- ბატარეას მოიხმარს ძალიან ეკონომიურად;
- მუშაობს საკმაოდ ხარისხიანად;
- აქვს დიდი ეკრანი, რომელზეც რიცხვებიც დიდი მაშტაბით ჩანს;
- გააჩნია მეხსიერების ბარათი;
- ხელმისაწვდომი ფასი.
ნაკლოვანებები:
- როდესაც მეხსიერება სავსეა, ავტომატურად შლის შედეგებს;
- მოწყობილობის შესანახი ჩანთა.
Nissei DS წნევის საზომი აპარატი შესაფერისია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ასაკიანი ადამიანებისთვის, რომლებიც კარგად ვერ უგებენ თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობებს.
არტერიული წნევის საზომი აპარატები
აპარატი თვითონ ტუმბავს ჰაერს მხრის სამაჯურში, განსაზღვრავს არტერიულ წნევას და ითვლის პულსს. სხვა შემთხვევაში, ასეთი აპარატების მოქმედების პრინციპი, არ განსხვავდება ნახევრად ავტომატური მოდელებისგან.
AND UA-669 - ყველაზე კომფორტული ელექტრონული წნევის აპარატი
AND მიმზიდველი დიზაინის აპარატია, რომელიც აღჭურვილია დიდი - 22-43 სმ დიამეტრის მხრის სამაჯურით, რაც გაზომვის დროს არ იწვევს დისკომფორტს. დამატებით ფუნქციებში აღსანიშნავია არითმიის გაზომვა და 90 შედეგის დაფიქსირება მეხსიერების ბარათზე.
მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იყოს როგორც სახლში, ასევე მის გარეთ. სპეციალური ადაპტერის საშუალებით მისი დაკავშირება შესაძლებელია ელექტრო ენერგიის ქსელში.
უპირატესობები:
- საინტერესო დიზაინი;
- დიდი მხრის სამაჯური;
- სიზუსტე;
- შედეგების შედარება ჯანმო-ს მონაცემებთან;
- ჰიბრიდული აპარატი - მუშაობს როგორც ელექტრო ენერგიით, ასევე - ბატარეებზე.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
Omron BP786N - თანამედროვე და ტექნოლოგიური აპარატი
ომრონის წნევის აპარატები, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მოწყობილობებია, რომლებიც სინქრონიზირებულია სმარტფონის პროგრამასთან. მისი თხელი სხეული დაფიქსირებულია თავისსავე სამაჯურზე, მაგრამ კონტროლის თვალსაზრისით, მოწყობილობა არ განსხვავდება სხვა აპარატებისგან.
თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, გაზომვის ფუნქციები აქ ოდნავ განსხვავებულია. პირობითად: სისტემა Intellisense თავად ასწორებს შედეგებს, მთავარ აქცენტს გულისცემაზე აკეთებს და მიუხედავად პაციენტის სისხლძარღვების მდგომარეობისა, ყველაზე ზუსტ შედეგს იძლევა.
მოწყობილობა ირთვება ერთი ღილაკით და აჩვენებს გაზომვის მონაცემებს კონტრასტულ ეკრანზე. ამავდროულად, ეს მონაცემები გადადის ტელეფონში და შესაძლებელია მოწყობილობის მეხსიერებაში შენახვაც. სამაჯური ძალიან გრძელია (22-42 სმ) და ფიქსირდება თავად მხარზე.
უპირატესობები:
- მაქსიმალური სიზუსტე პაციენტის სხეულის მახასიათებლების გათვალისწინებით;
- კომპაქტური დიზაინი - მავთულის და ცალკეული ბლოკების გარეშე;
- VT მოდული ტელეფონით დასაკავშირებლად;
- შესაძლებელია მეორე სმარტფონთან დაკავშირება;
- მეხსიერების შენარჩუნება 100 გაზომვაზე.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
ახალი ომრონის წნევის აპარატი ნამდვილად მოწინავე მოწყობილობაა, რომელიც სმარტფონის საშუალებით ფუნქციონირებს. ახალგაზრდებისთვის ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ხანდაზმულებმა შესაძლოა ვერ გაუგონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვერ გაიაზრონ მისი ყველა შესაძლებლობა.
Microlife BP A1 Easy
არტერიული წნევის საზომი აპარატი, რომელიც მუშაობს, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე - ბატარეებზე. მოსახერხებელია მოწყობილობის გამოყენება ერთი კონტროლის ღილაკის წყალობით.
უპირატესობები:
- გამოყენების სიმარტივე;
- კომპაქტური ზომები და წონა - 300 გრამზე ცოტა მეტია;
- გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე;
- ტკივილის ნაკლებობა მხარზე;
- კარგი ფუნქციონირება;
- 5 წლიანი გარანტია.
ნაკლოვანებები:
- იმახსოვრებს მხოლოდ ბოლო გაზომვას და არ აქვს მეხსიერების ბარათი.