წვერის მოვლა
წვერის მოვლა - საპარსები, საკრეჭები და ყველა საჭირო აქსესუარი. ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით, უფასო ადგილზე მიტანით და ოფიციალური გარანტიით.
ელექტრო საპარსი მამაკაცების ერთ-ერთი გამორჩეული აქსესუარია, რომელიც მნიშვნელოვნია გამოირჩეოდეს ხარისხითა და ეფექტური შედეგით. მხოლოდ სწორად შერჩეული მოწყობილობა უზრუნველყოფს გაპარსვის შემდგომ გლუვ კანს ჭრილობებისა და გაღიზიანების გარეშე. აქედან გამომდინარე, წვერის მოსავლელი საპარსის ყიდვისას , განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
ხარისხიანი წვერი საპარსს, ხომ შეუძლია ეს დამღლელი და რუტინული საქმე გაგიმარტივოთ და დიდი დროც დაგაზოგინოთ!
წვერის მოვლა ხშირად თუ გიწევთ და გსურთ მუდმივად დახვეწილად გამოიყურებოდეთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რა პარამეტრებით იხელმძღვანელოთ მოწყობილობის გამოყენებისას
გაითვალისწინეთ, რომ წვერსაპარსები გამოყენების მიხედვით ორი კატეგორიისაა: ერთი სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ხოლო მეორე - პროფესიონალური მოდელები.
ელექტრო საპარსების საუკეთესო მწარმოებლები:
- Supra
- Rowenta
- Sinbo
- Vitek
- Saturn
- Rolsen და ა.შ.
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ წვერის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის თმის საკრეჭი (რომლებიც წვერის საკრეჭადაც გამოიყენება), ელექტრო წვერსაპარსი, ტრიმერი და ეპილატორიც კი (კი გასაკივირია, თუმცა ზოგი ადამიანი ამ ხერხსაც მიმართავს წვერის მიმდებარედ არასასურველი თმისგან გასათავისუფლებლად)
რატომ გჭირდებათ წვერის მოსავლელად სპეციალური ელექტრო საპარსები?
ელექტრო საპარსი არის მარტივი სტრუქტურა, რომელიც შედგება დანა მექანიზმისა და ელექტროძრავისგან, რომელიც დამალულია პლასტმასის კორპუსში. აქ ძირითადი სამუშაო ორგანო ფიქსირებული და მოძრავი ტიპის დანებია. ფიქსირებული დანა კანთან უშუალო კავშირშია და აქვს მრავალი ხვრელი, რომლებშიც თმები აღწევენ, ხოლო მოძრავი დანა პასუხისმგებელია მათი ჭრის ხარისხსა და სიჩქარეზე.
საპარსის ტიპი
მთავარი პარამეტრი, რომელსაც წვერის საპარსის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ , საპარსის პირია. კლასიკური მოდელები მხოლოდ მშრალი გაპარსვის შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, შესაძლოა, ასეთმა მოდელებმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეკონომიურია იმ მიზეზით, რომ არ საჭიროებენ დამატებით ხარჯებს სპეციალური საპარსების საყიდლად.
ამის საპირისპიროდ, სველი საპარსები შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ მოდელებად, რადგან მათი გამოყენა შეიძლება როგორც სველ, ისე - მშრალ კანზე. სველი გაპარსვისთვის განკუთვნილი ელექტრო საპარსის უპირატესობა ისიცაა, რომ მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის მათი ყოველდღიური გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. არ იწვევს კანის გაღიზიანებას ან სიწითლეს. გამაღიზიანებელი ეფექტის შესამცირებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გელი ან კრემი.
ჩვენი ინტერნეტ მაღაზია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლების სურვილებს და ამიტომ გთავაზობთ როგორც წვერის გასასწორებელი მანქანები განვადებით , თუმცა რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო საპარსი იაფად, განვადებით გარეშე საყიდლადაც.