სრული კოლექცია


ჩასაშენებელი მაცივარი

ჩასაშენებელი მაცივარი შეიძლება ითქვას სამზარეულოს ატრიბუტიკაში ნამდვილად გვირგვინია. მისი არსებობა ერთის მხრივ მიუთითებს სახლში დიზაინერული კომპონენტების არსებობას, მეორეს მხრივ კი საშუალებას გვაძლევს სრული სამზარეულოს კომპლექტი ერთმანეთთან შეხამებული იყოს, რაც ჯამში ბევრად მდიდრულ აურას ქმნის თქვენს სამზარეულოში.

სამზარეულო ინტერიერში ჩასაშენებელი მაცივარი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუკი თავიდანვე გათვალისწინებული გაქვთ გარკვეული დეტალები.

ეს გადაწყვეტილება, არამხოლოდ გაალამაზებს თქვენს სამზარეულოს, არამედ უდიდეს ადგილსაც დაგიზოგავთ, ასე რომ ჩასაშენებელი მაცივარის შეძენა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.

ჩასაშენებელი მაცივრის ყიდვამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

პირველ რიგში, სანამ უშუალოდ ჩასაშენებელი მაცივრის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მაცივრის ზომა და დიზაინი . ბაზარზე წარმოდგენილია კომპაქტური მაცივრები,  ერთკამერიანი, სტანდარტული ორკამერიანი და სამკამერიანი დიდი ზომის მოდელებიც კი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ პატარა ან ფართო საყინულე, ან სულაც - წარმოდგენილი იყოს საყინულის გარეშე.

ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ სასურველია ჩასაშენებელი მაცივრის ზომა (სანტიმეტრებით) იყოს იმაზე ოდნავ ნაკლები, ვიდრე მისთვის სამზარეულოში გათვალისწინებული ადგილია.

ძალიან გასათვალისწინებელია ყინვაგამძლე ფუნქციის არსებობა, რადგან, როგორც წესი, რეგულარული გაყინვა უფრო პრობლემურია ხოლმე ჩასაშენებელ მოდელებში, ვიდრე ცალკეულ მოწყობილობებში.

ტექნიკის ბაზარზე ამჟამად მრავლადაა წარმოდგენილი როგორც სტანდარტული მოდელები, ასევე - ჩასაშენებელი მაცივრები, რომლებიც მრავალფუნქციურობით გამოირჩევიან. მათ შორის შესაძლოა გამოიკვეთოს:  ყინულის შექმნის ფუნქცია, ანტიბაქტერიული საფარი, დისპლეი, სმარტფონით კოტროლი და სხვა უამრავი თანამედროვე შესაძლებლობება.

საუკეთესო ორკამერიანი მაცივრები - ეს არის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, რომელსაც  მომხმარებლები განსაკუთრებით ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი ტიპის მაცივრები  აერთიანებს  მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს ძალიან მისაღებ ფასად.

KitchenAid KCVCX  - ძლიერი, პროფესიონალური მოდელია, რომლის გამოყენება შესაძლებელია კვების ობიექტებშიც.  მაცივრის მთლიანი მოცულობა 456 ლიტრია, რომელსაც ასევე 5 შიდა თარო აქვს და მათი ადგილმდებარეობის შეცვლა , სურვილისამებრ, თავადაც შეგიძლიათ.

მაცივრის ერთ-ერთი მახასიათებელია 2 უჯრა, რომლის განთავსება შესაძლებელია მინუს ტემპერატურაზეც. გარდა ამისა, სპეციალური განყოფილება Preserve & Age იდეალურია  ღვინის შესანახად.

დადებითი:

  • აქვს საკმაოდ დიდი ტევადობა;
  • შესაძლებელია თაროების  რეგულირება;
  • ყინვაგამძლე 2 ყუთი;
  • ღვინის ყუთი;
  • ყინულის აპარატურა.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

KitchenAid KCVCX ერთ-ერთი ძლიერი მაცივარია, რომელსაც მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისთვის ორი კომპრესორი აქვს. განყოფილებაში შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი სახის პროდუქტი, მათ შორის ახალი მწვანილი და შესანიშნავი ღვინო.

Samsung BRB260010WW - სამსუნგის მაცივარი აღჭურვილია ინვერტორული კომპრესორით, რომელიც თანაბრად ანაწილებს დატვირთვას მთელ სისტემაზე და მუდმივად ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას მაცივრის შიგნით. მუშაობს ზედმეტი ხმაურის გარეშე და მრავალი წლის განმავლობაშიც შეძლებთ მის გამოყენებას.

ცივი ჰაერი მაცივრის შიგნით თანაბრად ნაწილდება , რაც უზრუნველყოფს ყველა თაროზე სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას. ყინვის No Frost პროგრამა ხელს უშლის ყინულების წარმოქმნას მაცივრის კედლებსა და პროდუქტებზე.

თავად მაცივარი დატვირთულია რამოდენიმე სხვადასხვა პროგრამით, ასევე აღჭურვილია ხილისა და ბოსტნეულისთვის განკუთვნილი ზონით.

დადებითი:

  • ინვერტორული კომპრესორი;
  • ცივი ჰაერის ერთიანი განაწილება;
  • დაბალი ხმა.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს დისპლეი;
  • არ აქვს ყინულის შექმნის ფუნქცია.

Samsung მაცივარი  მრავალფუნქციური და პრაქტიკული ტექნიკაა, რომელიც იდეალურად მიესადაგება თანამედროვე სამზარეულო ინტერიერს.

Hansa BK316 - დაბალფასიანი, ორკამერიანი მაცივარი, რომლის მთლიანი მოცულობა 195 ლიტრია, საიდანაც 56 ლიტრი საყინულეს ეკუთვნის. ტემპერატურის კონტროლი მექანიკურად ხდება, რის გამოც ღირებულებაც შესაბამისად დაბალი აქვს.

საყინულე აღჭურვილია No Frost სისტემით და აქვს სამი გამჭირვალე უჯრა, პლიუს 4 თარო და ლედ განათება. მაცივრის შიგნით არსებული ანტიბაქტერიული საფარის წყალობით, შენახული პროდუქტები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ჯანსაღ თვისებებს.

ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მაცივარი ტემპერატურას 11 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ანტიბაქტრიული საფარი;
  • ტემპერატურის ხანგრძლივი შენარჩუნება.

ჩასაშენებელი მაცივარი - სწორად ის მსხვილი ტექნიკაა, რომელმაც წლებს უნდა გაუძლოს , ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება.

იაფიანი და საიმედო Hansa მაცივარი იდეალური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ თანამედროვე პარამეტრების არსებობა ტექნოლოგიებში.