სრული კოლექცია


შილაკი

ქალბატონებისათვის ესთეტიკაზე ზრუნვა ერთგვარი თერაპიაა, რომლისთვისაც არ ზოგავენ დროსა და ფინანსებს. ბოლო წლებში ფრჩილების მოვლა არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ გემოვნებისა და ხასიათის გამოხატვის საშუალება გახდა.

შილაკი ხარისხიანი აპარატის საშუალებით დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგავს თვალისმომჭრელ სილამაზეს

დღეს სალონებს ქალბატონები ყველაზე ხშირად სწორედ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად მიმართავენ. საყვარელ სპეციალისტთან ერთად ლამაზი ფერის ლაქისა და ორიგინალურად მოხატული ფრჩხილების დიზაინის შერჩევა პროცესის პირველი საფეხურია. ამის შემდეგ ფრჩხილების მოწესრიგება იწყება, ბოლოს კი კულმინაციური ეტაპი იწყება, რაშიც შილაკის აპარატი გადამწყვეტ სიტყვას ამბობს.

ფრჩხილის ლაქის სწრაფად დაზიანების გამო, სალონებს მომხმარებლები ხშირად უჩივიან, რაშიც დამნაშავე, ხშირ შემთხვევაში უხარისხო აპარატია.

ხარისხიანი შილაკის აპარატის წყალობით კი სახლიდან გაუსვლელად - დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ შილაკის გაშრობა და შედეგით დიდი ხნით დატკბობა.

შილაკი სახლში პროფესიონალურად შილაკის აპარატის საშუალებით შეგეძლებათ გაიკეთოთ

შილაკის გაკეთებისას ფრჩხილზე სხვადასხვა მასალის რამდენიმე ფენა ისმევა, რომელთაც სათითაოდ სჭირდებათ გაშრობა, ამისათვის კი ხარისხიანი შილაკის აპარატი დაგჭირდებათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შილაკი, რომელიც მალე ფუჭდება, ხშირ შემთხვევაში უხარისხო აპარატის არასწორი გაშრობით არის გამოწვეული.

ამიტომ ძვირადღირებული მასალის დახარჯვა და მათი უხარისხო აპარატით გაშრობა, ყველაზე დიდი შეცდომაა.

ხარისხიანი შილაკის აპარატები, რომელთა მოხმარებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ, საკმაოდ დაბალბიუჯეტურია, რომლებიც ერთმანეთისაგან ნათურების რაოდენობით, სიმძლავრითა და რეჟიმებით განსხვავდებიან.

სალონისათვის საჭიროა მძლავრი აპარატების შეძენა, მათი დიდი დატვირთვით მუშაობის საჭიროების გამო, ხოლო სახლის პირობებში გამოსაყენებლად, შედარებით დაბალსიმძლავრიანი აპარატიც საკმაოდ ხელსაყრელია.

შილაკის აპარატების ყიდვა სულ რამდენიმე წლის წინ საკმაოდ რთული იყო და მათი ყიდვა სპეციალურ სავაჭრო პუნქტებსა, ან უცხოურ ინტერნეტ მაღაზიებში იყო შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის და ახლა N1 ქართული ონლაინ მაღაზია ისურვე გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის შილაკის აპარატებს ყველაზე ბიუჯეტურ ფასად, ხოლო საკურიერო მომსახურების წყალობით, თქვენ შეკვეთის ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მიღებას შეძლებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.