სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 6 გვერდი

სხვა საბავშვო

სხვა საბავშვი ნივთების დიდი არჩევანი ისურვეზე, განვადებით ან ფასდაკლებით ბარათით ყიდვისას, და რაც მთავარია უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით.

როდესაც სახლში ნანატრი ბავშვი იბადება, მშობლები ბევრ საჭირო ნივთს თავიდანვე აქტიურად ყიდულობენ. მაგალითად, იწყებენ  საწოლის, ეტლების, ტანსაცმლის, ელექტრო სარწევისა  და სხვა საბავშვო  ნივთების შერჩევას, რაც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ჩამონათვალი მუდმივად, ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ  ძირითადი ნივთების გარდა,  სხვა საბავშვო  აქსესუარებსაც აქტიურად ყიდულობენ, ერთ-ერთი ასეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის - საბავშვო აბაზანა სადგამით.

სწორად შერჩეული საბავშვო სააბაზანო აქსესუარები  ბავშვისა და მშობლის კომფორტს თანაბრად უზრუნველყოფს.  ვინაიდან, პროცესი მშობლებისთვის მოსახერხებელი, ხოლო პატარასთვის სახალისო  გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ ბანაობა პოზიტიური ემოციებით წარიმართოს, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ბავშვის ჯანმრთელობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო აბაზანის სწორად შერჩევა.

CAM Kit Bagno - ანატომიური აბაზანა პატარებისთვის

  • ზომები: 97x65x94x სმ;
  • წონა: 3.6 კგ;
  • ასაკი: 0-დან 12 თვემდე

რადგან აბაზანა ანატომიურია,  თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი აქსესუარების ყიდვა. CAM შესანიშნავია პირველი თვეების განმავლობაში გამოსაყენებლად. შიდა რელიეფი  სრულად მიჰყვება ბავშვის სხეულის მრუდებს, რის გამოც პატარა საიმედოდ არის განთავსებული აბაზანაში და მშობლებიც ნაკლებად დაძაბულნი არიან.

აბაზანა განკუთვნილია  ექვს თვემდე ბავშვებისთვის, რომელსაც მოყვება სადგამი და აბაზანის ლეიბი. ბაზას ბოლოში  თარო აქვს, სადაც შეგიძლიათ მოხერხებულად განათავსოთ პირსახოცი და სხვა აქსესუარები.

დადებითი  მხარეები:

  • განკუთვნილია ახალშობილებისთვის;
  • ძალიან მაღალი ხარისხის ლამაზი პლასტიკური აბაზანა;
  • რეზინის ბალიშები ბოლოში;
  • ხელსაყრელი დიდი თაროები სათამაშოებისა და სხვა ნივთებისთვის;

უარყოფითი:

  • ვერ შეძლებთ ბავშვის მუცელზე დაბანას;
  • მოზრდილი პატარა ბავშვის დასაბანად, კიდევ ერთი აბაზანის ყიდვა დაგჭირდებათ;
  • იკავებს უამრავ ადგილს.

ბავშვის დაბანის პროცესის შემდეგ,  დედებისთვის კიდევ ერთი საპასუხიმსგებლო საქმიანობა მათი შეფუთვაა, რომელიც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუკი პატარა ძალიან მოძრავია.

აბაზანების შემდეგ, ბავშვის შესახვევი რბილი მაგიდა უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც  მნიშვნელოვან დახმარებას უდაოდ გაგიწევთ.  შესაძლოა ზოგიერთი დედა თვლიდეს, რომ მსგავსი ტიპის მაგიდებში ფულის გადახდა გადაყრის ტოლფასია, მაგრამ თუკი ერთხელ მაინც გამოიყენებთ, მიხვდებით რამდენად კომფორტულია მათთან მუშაობა.

ბავშვის შესახვევი რბილი მაგიდა საჭიროა ერთ წლამდე ასაკის პატარებისთვის, რომელთა ზედაპირის შეცვლაც დროთა განმავლობაში, ბავშვის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ.  ბევრი ახალშობილი ზრდასთან ერთად ძალიან აქტიური ხდება, ამიტომ, თუკი შესახვევი მაგიდა მცირე ზომის მხარეებით არის აღჭურვილი, მაშინ  მათ უსაფრთხოდ ვერ ჩავთლით.

მაგიდა აბანოთი - სხვა მოდელებისაგან ძირითადად  მასალებით განსხვავდება. თუკი კლასიკური მაგიდა ხისგან მზადდება,  აბანოს მაგიდები პლასტმასისგან  და ლითონისგანაა დამზადებული.

გასაწმენდად ადვილია,  წონითაც მსუბუქია  და მცირე ადგილსაც იკავებს, რადგან  მოდელების უმეტესობა დასაკეცია. ფეხები ბორბლებზეა, რომელსაც ბლოკირების ფუნქცია აქვს, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად ენდოთ.

დაფის შემცვლელი - ნივთის მთავარი პლიუსი ის არის, რომ ძალიან დიდ ადგილს არ იკავებს. შეგიძლიათ განათავსოთ თქვენთვის შესაფერის ნებისმიერ ზედაპირზე: აბანოში, მაგიდაზე, აბაზანის ზედაპირზე და ა.შ.

გამოყენების შემდეგ, დაფა შეიძლება ჩამოკიდოთ კედელზე: ამ შემთხვევაში, ის კიდევ უფრო კომპაქტური ხდება. მოდელის მიუხედავად, ბავშვის შესახვევი მაგიდა აღჭურვილია რბილი წყალგაუმტარი საფარით და პატარა მხარეებით. შიგთავსს რაც შეეხება,  ყველაზე ხშირად ეს არის  რეზინის  ან პოლიურეთანის ქაფი.

დასაკეცი დაფა - ცოტა მეტი ღირს, მაგრამ კომპაქტურია და   ნახევარ ადგილს იკავებს. როგორც წესი, ასეთი დაფები იკეცება, ხოლო მხარეებზე სპეციალური და ფართო სათავსოები აქვთ, რაც საკმარისია  ყველა საჭირო აქსესუარის მოსათავსებლად. დაფა შეიძლება დამონტაჟდეს  აბაზანის მხარეებზე და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე.

საოჯახო ნივთების ყველაზე მდიდარი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ბარათით შეძენისას კი თქვენ ავტომატურად იღებთ ფასდაკლებას, ისურვეზე "შოპინგი" ყველაზე მომგებიანია!