სახლის ბატუტი

სახლის ბატუტი, ყველაზე გამძლე და მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომლებიც დიდხანს იქნება თქვენი ბავშვის საყვარელი სათამაშო .

თუ თქვენ ეზო გაქვთ და გინდათ, თქვენს პატარებს და თქვენს თავსაც ძალიან სახალისო საჩუქარი გაუკეთოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევთ სახლის ბატუტის შეძენას ჩვენს საიტზე.

მიიღეთ შენაძენი ადგილზე სრულიად უფასოდ, გადაიხადეთ ბარათით, შეიძინეთ განვადებით ან უშუალოდ კურიერთან.

სახლის ბატუტის შერჩევის პარამეტრები

დიამეტრი - რამდენად მოსახერხებელი იქნება ბატუტზე ხტომა, დამოკიდებულია მის ზომაზე, უფრო სწორად კი სახტუნაო წრის დიამეტრზე, რომელიც 100 სმ-დან 450 სმ-მდე შესაძლოა იყოს.

რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ფართოა ბატუტის შესაძლებლობები. პატარა მოდელებზე შეგიძლიათ მხოლოდ გადახტომა ან დაცემა.  საშუალოზე რამოდენიმე ბავშვი ერთდროულად შესაძლოა მოთავსდეს,  ხოლო დიდ მოდელებზე შეგიძლიათ ბურთის თამაშიც კი.

  • 122-150 სმ დიამეტრის მქონე ბატუტი საკმარისია ერთი ბავშვისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვარჯიშსა და გართობას;
  • 244-270 სმ-იანი მოდელები შესანიშნავია ორი ბავშვისთვის;
  • 330-450 სმ სიგრძის ფართო მოდელები განკუთვნილია ზრდასრულებისთვის. ანუ, ასეთი მოწყობილობები მიეკუთვნება ზუსტად სახლის ბატუტს;

იგივე წესები ვრცელდება გასაბერი ბატუტების მიმართ, რომლის მახასიათებლებში აუცილებლად უნდა მოიძიოთ ზედაპირის პარამეტრები. ისინი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მცირე, ვიდრე პროდუქტის საერთო ზომები.

სახლის ბატუტი  გართობის ერთ-ერთი საყვარელი და რაც მთავარია უსაფრთხო საშუალება.

ბატუტის ზომები:

კარკასული მოწყობილობებისგან განსხვავებით, გასაბერი ბატუტები იკავებენ უამრავ ადგილს, რომელიც შეზღუდული სივრცის პირობებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ზოგიერთი მოდელი 2x2 მ-ია, ზოგიერთი კი 8x3 მ ან მეტი.

  • თუ სახლის ბატუტი მოთავსებულია კერძო სახლის შემოღობილ ეზოში, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ 3x3x2 პარამეტრების მოდელები.
  • სავაჭრო ცენტრში, რეალისტურია უფრო დიდი მოწყობილობების განთავსება: 6x2.5x3 მ.
  • აკვაპარკებისთვის შესაფერისია 10x4x4 მ ზომა.

ზედაპირი:

ოთახის მოდელები არ საჭიროებენ ზედაპირის მასალის ფრთხილად შერჩევას, რადგან ისინი დაცულია წვიმისა და ქარისგან. ეზოს ბატუტები, გასაბერი ან კარკასული ხშირ შემთხვევაში, განთავსებულია გარეთ, რის გამოც გარდაუვალი ხდება მათი დაცვა წვიმის წვეთებისგან. 

ამ შემთხვევაში, აუცილებელია მოძებნოთ ისეთი ზედაპირიანი მასალა, რომელიც საშუალებას აძლევს წყალს გაიაროს საყრდენ ზონაში, რათა წყლის ჭარბი რაოდენობა არ დაგროვდეს.  

მაქსიმალური დატვირთვა:

ყველა ტიპის ბატუტს აქვს საკუთარი დატვირთვის ზღვარი, რომლის გადაჭარბების შემდეგ შესაძლებელია მასალა  დაიშალოს.  შეუძლებელია მისი შეკერვა, შეკეთება,  რადგან ზედაპირი მაინც ვერ გაუძლებს დატვირთვას და გაფუჭდება.

იმისათვის, რათა არ გაფუჭდეს ბატუტი, აუცილებელია სწორად გამოვთვალოთ დატვირთვისთვის საჭირო მნიშვნელობა, რომელიც  მერყეობს 50-დან 220 კგ-მდე.

  • მინიმალური მაჩვენებელი საკმარისია ერთი ბავშვისთვის;
  • ორი ბავშვისთვის აუცილებელია 110-130 კგ-მდე მოდელი;
  • მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, ან პროფესიონალური მიზნებისათვის, სასურველია შეიძინოთ მაქსიმალური დატვირთვის - 220 კგ-იანი ბატუტები.

უსაფრთხოება:

ყველა ტიპის ბატუტი შეიძლება აღჭურვილი იყოს დამცავი ბადეებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ ხტუნვის დროს გარეთ არ გადმოვარდეს.  

  1. დამცავი ბადე აუცილებელია ძალიან ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის (3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის). ძნელია გამოთვალოთ მათი ნახტომის ტრაექტორია ან გააკონტროლოთ მათი განხორციელება, ამიტომ ბადე დაიცავს თქვენს პატარებს დაზიანებისგან, მშობლებს კი შეგეძლებათ მშვიდად აკეთოთ სხვა საქმეები.
  2. შედარებით დიდი ასაკის ბავშვებს უკეთ ესმით, რომ ძირითადად ცენტრთან უფრო ახლოს უნდა იხტუნაონ. ამიტომ, ამ შემთხვევაში დამცავი ბადის ყიდვა-არ ყიდვა, უკვე  მშობლების პირადი არჩევანია.
  3. სავაჭრო ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში არსებულ ბატუტუბზე, ბადის არსებობა სავალდებულოა ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ზამბარების რაოდენობა

კარკასული ტიპის პროდუქტებში, ძალა დამოკიდებულია ჩარჩოზე დამაგრებული ზამბარების რაოდენობაზე, რომელიც  34-დან 108 ცალამდეა. რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო მაღალია  ფრენის შესაძლებლობა.

  • მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (3-6 წლის ასაკში), საკმარისია 34-54 ზამბარა.
  • უფროსი ასაკის ბავშვებისთვის (7-12 წლის) შეგიძლიათ შეიძინოთ 64-70 ზამბარიანი მოდელები.
  • მოზარდილებისთვის შესაფერისია 96-108 ზამბარის მქონე მოდელები, რომლითაც 100-150 სმ-მდე იხტუნავებთ.