საცობის გასახსნელი

ღვინის და სხვა ნებისმიერი ბოთლის საცობის გასახსნელი აქსესუარები, იგივე კორპსაძრობები ყველაზე იაფად საქართველოში.

უფასო ადგილზე მიტანა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გადახდა ბარათით ან ანგარიშსწორება კურიერთან.

სხვადასხვა სასმელების მოყვარულებს, ისურვე სთავაზობს ბოთლის გასახსნელების მრავალფეროვან არჩევანს!

რა არის ბოთლის გასახსნელი ?

ბოთლის გასახსნელი არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლითონის თავსახურის ამოღება მინის ბოთლებიდან. იგი არის ძალიან გამძლე, ფუნქციონალური და  შეუძლია გახსნას ნებისმიერი ბოთლის თავსახური, ხელის ერთი მოძრაობით უსწრაფესად. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის გასახსნელები, მაგალითად, ისეთებიც,  რომლებიც გამოიყენება ღვინის ბოთლებიდან კორპის ან პლასტმასის საცობების ამოსაღებად. ლითონის ბოთლის თავსახური მიმაგრებულია ბოთლის ზედაპირზე რგოლით და იკეტება რგოლში

რა ლითონი გამოიყენება საცობის  გასახსნელი ს დასამზადებლად ?

ბოთლის გამხსნელების უმეტესობა დამზადებულია ლითონის ან უჟანგავი ფოლადისგან. ზოგ შემთხვევაში, შეხვდებით ისეთ მოდელებსაც, როდესაც ლითონი შერწყმულია პ ლასტმასსა და ხესთან. გაითვალისწინეთ,  მასალა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბოთლის გამხსნელის წონაზე, რაც მას შედარებით მსუბუქს ან მძიმეს ხდის

რატომ არის ლუდის ბოთლების გახსნა ძნელი ?

ამის მიზეზი არის ის, რომ ლუდსახარშებმა დაიწყეს ბოთლის თავსახურების ახალი მასალით დამზადება, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს ბარიერს ჟანგბადისთვის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა გაზიანი სასმელების მწარმოებლები ეტაპობრივად დაიწყებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას. 

როგორ უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა ბოთლის გამხსნელები ?

ბოთლის გამხსნელი არის აპარატის მარტივი მაგალითი.  დაიჭირეთ ბოთლის თავი, თქვენი არა დომინანტური ხელით. მოათავსეთ გასახსნელი თავსახურის ქვეშ. ნაზი მოძრაობით, ჯერ ზემოთ და შემდეგ ქვემოთ, ამოძრავეთ ხელი. ხელთან ერთად მოძრაობას დაიწყებს ბოთლის გასახსნელიც და შედეგად, თავსახური სრულად ან ნაწილობრივ ზემოთ გაჰყვება ბოთლის გასახსნელს. ეს მოძრაობა გაიმეორეთ მანამ, სანამ თავსახური ბოთლისგან არ გამოცალკევდება

რეკომენდაცია მათთვის, ვისაც ხშირად გაქვთ საჭიროება ბოთლის გახსნის და თან არ აღმოგაჩნდებათ ბოთლის გასახსნელი... არ გამოიყენოთ კბილები იარაღად ! კბილებით ბოთლების გახსნა ცუდია ! კბილების ბოთლის გასახსნელად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კბილების დაზიანება! უკიდურეს შემთხვევაში, სჯობს,   ბოთლის თავსახურის გახსნა პირსახოცით , რადგან როდესაც ბოთლის თავსახურს პირსახოცით ვიჭერთ , ხახუნის ძალა გვეხმარება მის ადვილად გახსნაში .