საშრობი მანქანა

წამყვანი ბრენდების საშრობი მანქანის სრული არჩევანი ისურვეს ონლაინ მაღაზიაში.

შეიძინეთ ნივთი გარანტიით, მოქნილი ონლაინ განვადებით ან მომენტალური ფასდაკლებით და ისარგებლეთ უფასო საკურიერო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

სარეცხის საშრობი მანქანა დროისა და ძალისხმევის ეკონომიის საუკეთესო საშუალებაა

დაიღალეთ ნახევარი დღის განმავლობაში სარეცხების რეცხვასა და თეთრეულის ჩამოკიდებაში? მაშინ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ  საშრობი მანქანა, რომელიც ყველა ამ პრობლემას მნიშვნელონად შეგიმსუბუქებთ.

სარეცხის საშრობი მანქანა ტექნიკის ის მიღწევაა, რომელიც დიასახლისებს სახლსა და აივანზე წესრიგის შენარჩუნებასა და დროის ეკონომიაში დაეხმარება.

საშრობი მანქანა იმდენად ნაზად რეცხავს, რომ ქსოვილზე ნაოჭები თითქმის აღარ რჩება. სუფთა ნივთების გამოშრობა  დაზოგავს თქვენს დროსა და ადგილს აივანზე.

ასე რომ საშრობი მანქანის ყიდვა, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, თუ მანქანას ჩვენთან შეიძენთ.

საშრობი მანქანა ისურვეზე საუკეთესო მწარმოებლებისგან ყველაზე მისაღებ ფასადა და ხელსაყრელი პირობებით

დღევანდელ აღწერაში წარმოგიდგენთ სარეცხის საშრობი მანქანების საუკეთესო რეიტინგს, რათა უკეთ გაეცნოთ საუკეთესო მოდელების თვისებებს, უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებს!

LG F1296CD3 - ლამაზი და მშვიდი სარეცხი მანქანა

მოდელის მთავარი უპირატესობა ნაზი რეცხის რეჟიმია. ამასთან, გათვალისწინებულია დამატებით 6 ტიპის გადაადგილება, მათ შორის, ნაოჭების გასწორება და გაქრობა.

სარეცხი მანქანა  შესაფერისია გამოსასვლელი ტანსაცმლის,  ბავშვის ტანსაცმლისა და დელიკატური ნივთების გასარეცხად. ქრონომეტრაჟი მუშაობს 3 რეჟიმში.  ერთი ციკლით შეგიძლიათ  6 კგ ტანსაცმლის  გარეცხვა, ხოლო 3 კგ-ს გაშრობა.

დადებითი:

  • არ აქვს ვიბრაცია - რეგულირებადი ფეხების წყალობით, ოპერაციის დროს, მანქანა  ზედმეტად არ მოძრაობს;
  • მობილური დიაგნოსტიკის ფუნქცია -  დაზიანების შესახებ ინფორმაცია, სმარტფონიდან პირდაპირ სერვისცენტში შეგიძლიათ გადააგზავნოთ;
  • ძრავის დაბალი ხმაური.

მინუსები:

  • ტენიანობისგან დაცვის ნაკლებობა;
  • შრობის რეჟიმი ხმაურიანია.

Samsung WD806U2GAWQ - კომფორტული და კომპაქტური ტანსაცმლის სარეცხი მანქანა

მანქანის მოცულობა განკუთვნილია მხოლოდ 8 კგ სარეცხზე და 5 კგ საშრობზე. EcoBubble ტექნოლოგია გარდაქმნის სარეცხ საშუალებებს ბუშტუკებად, რაც  მუშაობის  ეფექტურობას უფრო ზრდის. დაბალანსების სენსორები  კი ამცირებენ ვიბრაციასა და ხმაურს.

დადებითი:

  • ეკო-დასუფთავების დახმარებით, ბარაბანი ირეცხება სოკოებისგან  და ბაქტერიებისგან;
  • არსებობს 14 პროგრამა დამატებითი პარამეტრებით;
  • შესაძლებელია ვენტილაცია და თეთრეულის სტერილიზაცია.

მინუსები:

  • ცუდი საშრობი. სქელი ნივთები ნესტიანი რჩება მაინც.
  • დიდი ვიბრაცია წურვის დროს.

Electrolux EWW51676SWD - მოცულობითი და ეფექტური სარეცხი საშრობი

შვედური კომპანიის Electrolux-ის სარეცხი მანქანა  აღჭურვილია ელექტრონული განყოფილებით, 9 სარეცხი ფუნქციით და 7 საშრობი რეჟიმით. აქვს მხოლოდ 60 სმ სიგანე და შეუძლია 7 კგ-მდე სარეცხის გარეცხვა. მანქანა ავტომატურად არეგულირებს წყლისა და ენერგიის მოხმარებას.

უპირატესობები:

  • მარტივი ოპერაცია - ღილაკების და ეკრანის გამოყენებით მარტივია რეჟიმების შერჩევა და დამატებითი პარამეტრების მართვა;
  • შრობის ხარისხი -  ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელი და თეთრეული მშვენივრად შრება;
  • ორთქლის რეჟიმი - ხდება ნივთების დეზინფექცია  და აღარ არის საჭირო გაუთოება.

ნაკლოვანებები:

  • ნელი მუშაობა  + 60ᵒ С ტემპერატურაზე;
  • ფიქსირებული საფარი.

Hotpoint-Ariston RST 722 ST K - საიმედო და იაფი სარეცხის მანქანა

თხელი მოდელი, რომლის ზომა სიგანეში მხოლოდ 59.5 სმ-ია, პატარა აბაზანაშიც კი  მშვენივრად ჯდება. ელექტრონული კონტროლი, მუშაობის ინტენსივობის რეგულირების შესაძლებლობას  იძლევა.

ცივი სარეცხი რეჟიმი დაზოგავს ენერგიას ხარისხის დაკარგვის გარეშე. ლაქების მოცილების ფუნქცია ხელს უწყობს ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილებას.

უპირატესობები:

  • ფართო ლუქი - მოსახერხებელია დიდი ნივთების დატვირთვისთვის.
  • SteamPower პროგრამა -  ორთქლის რეჟიმი წყლისა და ფხვნილის გარეშე განაახლებს ნივთებს და მოაცილებს ნებისმიერ არასასიამოვნო სუნს;
  • ბავშვების დაცვა.

ნაკლოვანებები:

  • ხმაურის მაღალი დონე.

Samsung WD80K5410OS - თანამედროვე და ფუნქციონალური ტანსაცმლის საშრობი მანქანა

Samsung-ის სარეცხი მანქანის  ეს მოდელი  მუშაობს ბუშტების ტექნოლოგიის საფუძველზე. AddWash ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ რეცხის დროს, ბარაბანში დაამატოთ გასარეცხი ტანსაცმელები. არსებობს 8 სასარგებლო რეჟიმი, მათ შორის საშრობი და სუნის აღმოსაფხვრელი.

უპირატესობები:

  • დიზაინი - აპარატი წარმოდგენილია რამოდენიმე ფერში;
  • Smart Check ფუნქცია - სმარტფონში მოცემული აპლიკაცია დაგეხმარებათ მანქანის პროგრამის დეტალების გარკვევაში;
  • 10 წლიანი გარანტია.

ნაკლოვანებები:

  • პლასტმასის ხარისხი - ნაკაწრები სწრაფად ჩნდება პლასტმასის ფრაგმენტებზე;
  • ძლიერი ვიბრაცია.