სამზარეულოს დანები

მაღალი ხარისხის სამზარეულოს დანებს ნამდვილად შეუძლიათ თქვენი თუ თქვენი ოჯახის წევრის სამზარეულოში ფუსფუსს სხვა განზომილება შესძინონ.

დანები, რომლებიც ტექნოლოგიურად არის დამუშავებული სპეციფიურ ნედლეულთან სამუშაოდ, ბევრად ამარტივებს საკვების მომზადების პროცესს, და ამავე დროს პროცესში ჩართული ადამიანში ხშირად შეფ მზარეულის თვისებებს და მისწრაფებებს აღძრავს.

სამზარეულოს დანები ის ძირითადი იარაღებია, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ დიასახლისები.  ამიტომ, მათი სწორად შერჩევა არსებითად მნიშვნელოვანია.

ჩვენც ზუსტად ამას შევეცდებით, შეგარჩევინოთ ისეთი დანების კრებული, რომელიც წლობით ერთგულად გემსახურებათ და დაამშვენებს თქვენს სამზარეულოს.

დანების ნაკრები სამზარეულოს ის ატრიბუტია, რომლის დახმარებითაც საკვების მომზადება მარტივი ხდება

დანიშნულების მიხედვით, სამზარეულოს დანები რამოდენიმე ტიპად იყოფა, რომლებიც შესაძლოა განკუთვნილი იყოს  მხოლოდ პურისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეული-ხილისთვის და ა.შ.

დანიშნულების გარდა, ბუნებრივია, დანებს შორის განსხვავება ზომასა და ფორმაშიცაა, რომლებიც თქვენი საჭიროებიდან, კომფორტიდან  გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუკი ხორცისთვის უფრო დიდი ზომის დანის გამოყენებას ფიქრობთ, ხილ-ბოსტნეულის გასათლელად, შედარებით პატარა დანა უფრო მოსახერხებელია.

სანამ უშუალოდ ყიდვას გადაწყვეტთ, ჩვენ გირჩევთ,  ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მოხდება  დროთა განმავლობაში პირების გალესვა. ვინაიდან, ზოგიერთი მასალის დამუშავება სახლის პირობებში, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, მაგრამ არის ისეთი კერამიკის დანები, რომლებიც სასურველია, სპეციალური დანადგარის საშუალებით დაამუშაოთ/გალესოთ.

ზოგიერთი დანის დამუშავება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან მათი პირები სპეციალური დამცავი საფარითაა დამუშავებული და რეკომენდირებული არ არის გალესვა. მაგრამ არის ისეთი ზედაპირები, რომლებიც უშუალოდ გამოყენების პროცესში, დამოუკიდებლად ილესება და არ საჭიროებს გარე ჩარევას.

მოკლედ, რადგან მხოლოდ გარეგნობით რთულია იმის დადგენა, კარგად ჭრის თუ არა დანა ან რამდენ ხანს შეუძლია სიმკვეთრის შენარჩუნება, ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე ცნობილი მწარმოებლის საუკეთესო დანებს, რომლებმაც ყურადღება სწორედ მათი ხარისხითა და კომფორტულობით მიიქციეს.

MASAHIRO Hi-Tech - ეს არის იაპონური წარმოების,  მზარეულების რჩეული დანა, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არცთუ მსუბუქია, მაგრამ  ამის მიუხედავად, გამოირჩევა საკმაო სიმტკიცით. დადებით თვისებებში შეიძლება მოექცეს ის, რომ მკვეთრი პირების დახმარებით,  შესაძლებელია  10-15 გრადუსიანი კუთხით პროდუქტის დამუშავება.

გარდა ამისა, მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში გაგიწევთ ერთგულ სამსახურს, რადგან აქვს  კოროზიის საწინააღმდეგო დაცვა. მეტალის სახელურებიც არ იბზარება, რაც კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.

GIPFEL Professional - იაფიანი, მაგრამ საკმაოდ ბასრი დანაა, რომელიც რეგულარულ მოვლას  საჭიროებს. ამასთან, აქვს საკმაოდ მკვეთრი პირები და მაღალხარისხიანი ჭრის შესაძლებლობა.

უშუალოდ დანის ნაკრები მოიცავს 18 სხვადასხვა ტიპს - როგორც უნივერსალურს, ისე - ძალიან სპეციალიზირებულ დანებს. მაგალითაც, ყველისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის და ა.შ.

კონკრეტული  დანის დადებითი თვისება ისაა, რომ ბასრია და დიდი ხნის განმავლობაში შესძლებთ მის გამოყენებას. კომფორტული სახელურის დამსახურებით, ხელშიც კარგად ჯდება, რაც გაგიმარტივებთ მუშაობის პროცესს.

TRAMONTINA Profissional Master Chefs - ამ ბრენდის სამზარეულოს დანები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საუკეთესო ხარისხის დანების ნაკრები ჰქონდეს სახლში, მაგრამ არ შეუძლია მაღალფასიან გერმანულ ან იაპონურ იარაღებს შეეჭიდოს. 

ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით, Tramontina მართლაც უდაოდ ძალიან მაგარი დანებია და სხვა მოდელებსაც შესანიშნავ კონკურენციას უწევს. აღნიშნული ბრენდის იარაღებით განსაკუთრებულად ინტერესდებიან მამაკაცები, რადგან ძალიან უნივერსალური და მტკიცე პირები აქვს.

მოკლედ, იმ საფასო კატეგორიაში, რომელშიც Tramontina-ს დანები მოხვდა, მართლაც იდეალური არჩევანია. რაც შეეხება დადებით მახასიათებლებს, საკმაოდ მოქნილი პირები აქვთ, რომლითაც შესაძლებელია გაყინული ხორცის დამუშავებაც კი. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სახელურზე ანტიბაქტერიული საფარი აქვთ.

და ბოლო მოდელი, ეს არის უნივერსალური კოლექციის მქონე, ფრანგული წარმოების  - SABATIER Ceramix -ის დანები, რომლებიც სულ 4 სამზარეულო იარაღისგან შედგება.

პირები იმდენად მკვეთრია, რომ სულაც არ მოგიწევთ მათი ხშირი გალესვა. რაც ნიშნავს იმასაც, რომ მრავალი წლის განმავლობაში იდეალურად შესძლებთ მათ გამოყენებას. ამასთან, მოსავლელადაც ძალიან მარტივია და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დანის დამცავებიც კი შეიძინოთ. წარმოდგენილია ორ ფერში - შავსა და თეთრში, ამიტომ სამზარეულო ინტერიერსაც მარტივად მოარგებთ.