პულივიზატორი (საღებავის შესასხურებელი)

ყველა ბრენდის ხელის და ელექტრო პულივიზატორი ყველაზე იაფად , განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით ყველგან. ყველა სიმძლავრის საღებავის შესაფრქვევები ერთ კატალოგში.

პულივიზატორი სხვადასხვა ზედაპირის სწრაფად შესაღებად

მიუხედავად იმისა, რომ საღებავი აპარატი ზოგადად საკმაოდ იაფიან ხელსაწყოდ ითვლება , მისი სწორად შერჩევა მაინც მნიშვნელოვანია.

ისურვე გთავაზობთ Ingco-ს, Total-ის, Crown-ის და Patriot-ის პულივიზატორებს .

როგორც ელექტრო ხელსაწყოების წამყვანი ინტერნეტ მაღაზია, ისურვე მუდმივად ცდილობს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე.

ამიტომ, ყველა მოდელს მოყვება სრული აღწერა, შესაძლებლობის შემთხვევაში - ვიდეო რევიუ და მომხმარებელთა გამოხმაურებების კატალოგი.

პულივიზატორი მოგცემთ საშუალებას უმოკლეს დროში მისცეთ ახალი და ლამაზი ვიზუალი სხვადასხვა მასალის ზედაპირს.

ამ ხელსაწყოს უდიდესი როლი აქვს პროდუქციის (მიღებული პროდუქტის) საბოლოო ხარისხში.

გამომდინარე აქედან, გირჩევთ, შერჩევისას სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინოთ.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ან ხელის პულივიზატორი?

ყველა ძირითადი კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, სანამ პულივიზატორს შეარჩევთ.

  • რა ნივთიერებაზე აპირებთ მუშაობას? - რაც უფრო ბლანტია ის, მით უფრო მძლავრი ელექტრო პულივიზატორი დაგჭირდებათ და პირიქით.
  • რა მოცულობის სამუშოებისთვის გჭირდებათ? - ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ პულივიზატორების შერჩევაში მიწოდების სიჩქარისა და სათავსოს მოცულობის მიხედვით.
  • პროფესიულად აპირებთ მის გამოყენებას თუ ერთჯერადად? - რაც უფრო მაღალი ხარისხისაა საღებავის შესასხურებელი, მით უფრო გამოგადგებათ კომერციული საქმიანობისთვის. თუმცა ამ ტიპის მოდელები შედარებით ძვირიცაა. სამოყვარულო კუთხით ნებისმიერი მათგანი, რომელიც ისურვეზეა განთავსებული - იდეალურია.
  • ბრენდი - რაც უფრო ცნობადია ბრენდი, მით უფრო მაღალია ხარისხიც.
  • ორიგინალი მოდელები - ისურვეზე ყველა პულივიზატორი ორიგინალია, ანუ რეალურად იმ ბრენდის ნაწარმია, რომელიც მითითებულია.

როგორია ელექტრო პულივიზატორის, იგივე საღებავის შესასხურებლის საშუალო ფასი და განვადების პირობები?

ყველაზე იაფიანი პულივიზატორი (ე.წ თოფი) ისურვეზე 65 ლარი ღირს, მაქსიმალური ფასი კი 300 ლარამდეა.

განვადება, შესაბამისად, მოქმედებს იმ მოდელებზე, რომლის ფასიც 90 ლარს აღემატება.

პირობები სტანდარტულია და როგორც უკვე მიეჩვიეთ - საუკეთესო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ამ პირობების მიხედვით - წინასწარი შენატანის გაკეთება არაა აუცილებელი.

ბანკი ისე ირჩევა, რომ სრულადაა მორგებული თქვენს შემოსავლებს და ამ შემოსავლების ტიპს (ხელფასი, გზავნილები, ხელზე ანაზღაურება და ა.შ.).

სახლიდან გასვლა გიწევთ მხოლოდ უკვე დამტკიცებულ განვადებაზე, განაცხადის განხილვა სრულად ონლაინ ხდება.

გარდა ამისა, რეკომენდაციას გიწევთ, გადაიხადოთ ბარათით, ამ მეთოდის მეშვეობით მიიღებთ ავტომატურ, საკმაოდ დიდ ფასდაკლებას.

მანქანის პულივიზატორი სპეციალურ კატეგორიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ ისურვეს გვერდზე, სადაც თითოეულ ნივთზე არის მოცემული დეტალური ინფორმაცია.

ყველა პულივიზატორს მოყვება სრული 1 წლიანი გარანტია.

ამასთან, ადგილზე მიტანა უფასოა ნებისმიერი ოდენობის შენაძენის შემთხვევაში, მთელ საქართველოში.

პულივიზატორი ფასი იქნება ეს თუ ხარისხი, უნდა შეირჩეს ძალიან დაკვირვებულად, რაშიც, იმედი გვაქვს, დღეს მოცემული აღწერით დაგეხმარეთ, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ჩვენი ოპერატორები თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხებენ.

პროფესიული ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი, ყველაზე დაბალ ფასებში და ყველაზე კომფორტული მომსახურებით მხოლოდ ისურვეზე, გადახედეთ ჩვენს კატალოგს და შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა.