ონკანის დამაგრძელებელი

სამზარეულოში სხვადასხვა გემრიელობის მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა ბევრს არ უყვარს, გაუმართავი და მოუხერხებელი ონკანი კი ამ პროცესს ორმაგად ართულებს და დამღლელს ხდის.

ონკანის დამაგრძელებელი წყლის დონისა და მიმართულების დასარეგულირებლად

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ონკანს ვუშვებთ და წყალი გაურკვეველი მიმართულებით მიედინება, ეს ხშირად ტანსაცმლისა და გარშემო ავეჯის დასველებით სრულდება.

ეს მოსაბეზრებელი პრობლემა თავს, ადრე თუ გვიან, ყველა სამზარეულოში იჩენს. ზოგიერთებს ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ონკანის შეცვლა ჰგონია, რაც დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა პრობლემა ხშირად მოუგვარებელი რჩება.

თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც ჩვენი საცხოვრებლისათვის მეტი კომფორტულობისათვის იქმნება, უამრავ წვრილმან დეტალს მოიცავს, მათ შორისაა სწორედ ონკანის დამაგრძელებელი.

ონკანის დამაგრძელებელი რამდენიმე სახეობის არსებობს, ზოგიერთ მოდელში გაერთიანებულია წყლის შხეფებისგან დამცავი, დამაგრძელებელი დრეკადი მილი, წყლის დონის მარეგულირებელი რეჟიმებით აღჭურვილი თავაკები და სხვა.

სწორედ ამგვარი მოწყობილობის დახმარებით შეძლებთ კომფორტულად ისარგებლოთ თქვენი ონკანით.

ონკანის დამაგრძელებლები მიზერული ფასიდან იწყება და, ფუნქციების მიხედვით იზრდება.

ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია ZV005, რომლის დახმარებითაც შეგეძლებათ წყალს სხვადასხვა მიმართულება მისცეთ და დიდი ზომის ჭურჭელი სულ მცირე ზომის ნიჟარაშიც გარეცხოთ.

უჟანგავი ფოლადის მასალისაგან დამზადებული დამაგრძელებელი არ ჟანგდება, გააჩნია ფილტრი და არის სრულიად უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ეს პატარა მოწყობილობა აღჭურვილია 360 გრადუსით მოძრავი თავით, რაც ჭურჭლის დარეცხვის შემდეგაც დაგეხმარებათ მთლიანი ნიჟარის მარტივად გასუფთავებაში.

აღსანიშნავია, რომ ყველა თანამედროვე ონკანის დამაგრძელებელი უნივერსალურია და ნებისმიზერი ზომის ონკანზეა თავსებადი.

უნდა ითქვას, ონკანის დამაგრძელებლის საშუალებით შეძლებთ წყლის დაზოგვას და ზედმეტი დანაკარგის გარეშე საქმის შესრულებას.

გარდა უჟანგავი ფოლადისა, არსებობს ონკანის სილიკონის დამაგრძელებლებიც, რომლებიც ასევე არის 360 გრადუსით მბრუნავი წყალს ასხურებს დუშის პრინციპით, რაც ჭურჭლის რეცხვისას წყლის თანაბარი გადანაწილების გზით. ამარტივებს პროცესს, არის უსაფრთხო და არ შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, როგორიცაა BPA.