• გვერდი #1 - სულ 9 გვერდი

მანქანის აქსესუარები

მანქანის აქსესუარების უზარმაზარი არჩევანი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში. მტვერსასრუტები, აუდიო სისტემა, ხელსაწყოები, ვიდეორეგისტრატორები და სხვა მრავალი ნივთები, განვადებით ან ფასდაკლებით და უფასო მიწოდებით მთელს საქართველოში.

მანქანის აქსესუარები თქვენი ავტომობილის აუცილებელი ატრიბუტია

ისინი ხომ ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით შორ გზაზე გადაადგილებისას ძალიან ეხმარება მძღოლს თავდაჯერებული მოგზაურობისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ ავტო აქსესუარები ძალიან ბევრ სხვადასხვა პროდუქციას შეიძლება მოიცავდეს თავის არსში, დღევანდელ აღწერაში მხოლოდ რამონდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

პირველი, რაც უნდა წარმოგიდგინოთ, ეს არის მაგნიტოფონი. შორი გზა წარმოუდგენელია სიმღერების მოსმენის გარეშე, ამიტომ ხარისხიანი და გამართული აუდიო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილისთვის.

მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგნიტოფონები სტანდარტული დიზაინის ან  დიდი ეკრანის მქონე შეიძლება იყოს, რომელსაც  შეუძლია სხვადასხვა ფორმატის, კლიპებისა და ფილმების ჩვენება, მუსიკის დაკვრა, რადიოსადგურების გადაცემების დაჭერა, უკანა ხედვის კამერებიდან გზის  ჩვენება და ა. შ. მასში შესაძლებელია ფლეშ დრაივერების, მეხსიერების ბარათებისა და დისკების დაკავშირება.

ერთ-ერთი მოდელი, რომელიც სტანდარტული მაგნიტოფონის დიზაინისაა, DIN1-ია, რომლის სხეულის ზომებს 180x50 მმ-ია. მცირე ზომის მანქანებში, საოჯახო ავტომობილებსა  და მიკროავტობუსებში ხშირად შეხვდებით ამ ტიპის მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხელმისაწვდომი ფასითა და მრავალფეროვანი ფუნქციით.

უპირატესობები:

  • მეხსიერების ბარათების წაკითხვა: 32 და 64 გბ;
  • რადიო სიგნალის კარგი მიღება;
  • შეუძლია წაიკითხოს დისკები, ბარათები, ფლეშ დრაივები;
  • ტელეფონთან ურთიერთობა კაბელის დახმარებით;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ავტომობილის აქსესუარებში ნასოსი მოწინავე ადგილზეა

მეორე აქსესური, რომელიც უკვე სულ სხვა დანიშნულებისაა, მანქანის ელექტრო ნასოსი, იგივე ჰაერის კომპრესორია, რომლის ავტომობილით ტარება - მუდმივად შეუძლებელია.

Intertool AC-0002 - საიმედო და იაფიანი მოწყობილობაა, რომელიც დამზადებულია ჩინეთში. ჩინური წარმოების კომპრესორი იკვებება 12 V-ით და მოიხმარს 15 ა-ს. ანალოგური მანომეტრია გათვალისწინებული წნევის კონტროლისთვის. თუ საჭიროა მოწყობილობის დაკავშირება უშუალოდ ბატარეასთან - ეს შეიძლება გაკეთდეს სპეციალური ადაპტერის გამოყენებით.

უპირატესობები:

  • ლითონის კორპუსი;
  • სახელური ტრანსპორტირებისთვის;
  • ჰაერის შლანგი;
  • LED ფანარი.

ნაკლოვანებები:

  • უწყვეტი ოპერაციის დრო მხოლოდ 10 წუთია.

მანქანის ნივთებიდან მტვერსასრუტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ აქსესუარს, რომელიც მანქანის ნივთების კატეგორიაში აუცილებლად საჭიროა, ეს არის - მტვერსასრუტი. 

ავტომობილისთვის მტვერსასრუტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უამრავი სხვადასხვა მწარმოებელია ბაზარზე, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ.

Kitfort KT 537 - ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა. საშუალო ფასების სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, კომპაქტური და ძლიერი მოდელია.  მისი მსუბუქი წონის (850 გრამი), კარგი ბალანსის და მოსახერხებელი სახელურის წყალობით, სასიამოვნოა მოწყობილობასთან მუშაობა.

0.4-ლიტრიანი ციკლონის ფილტრი გამოიყენება მტვრის შესაგროვებლად. სველი წმენდის საშუალებით,  შეუძლია 150 მლ სითხის შენარჩუნება.

უპირატესობები:

  • დაბალი ენერგიის მოხმარება;
  • კომპაქტურობა;
  • Capacitive ციკლონის ტიპის მტვრის კოლექტორი;
  • სითხის შეგროვების უნარი;
  • ძლიერი;
  • კარგი აპარატურა.

Kitfort არის ძალიან პრაქტიკული მანქანის მტვერსასრუტი, რომელსაც აქვს საკმარისი შეწოვის ძალა და სითხეების შეგროვების უნარი.

მანქანის მონიტორი თქვენს ავტომობილს ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულად აქცევს .

Eplutus EP-124T - გლუვი 12.1 დიუმიანი ფართო მონიტორი კარგი დინამიკებით. თხელი ჩარჩოს გამო, ეკრანი უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ჩამონტაჟებული ბატარეა საათ-ნახევარი ძლებს. მოდელი მხარს უჭერს DVB-T2 სტანდარტულ არხებს.

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი და თხელი ჩარჩო;
  • მაღალი ხარისხის და მკაფიო სურათი;
  • ჩამონტაჟებული ტიუნერი DVB-T2;
  • ხმამაღალი დინამიკები;
  • 3000 mAh ბატარეა.

მონიტორის დაყენება მარტივია, ხოლო ტიუნერი იღებს 20-ზე მეტ არხს. მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, Eplutus არის ხარისხიანი მოწყობილობა მაქსიმალურად ბუნებრივი ფერებით.

გარდა ზემოხსენებული ჩამონათვლისა, ავტომობილის აუცილებელ ატრიბუტად ავტომობილის ამწე (იგივე დომკრატი) ითვლება, რომლების სრული არჩევანი შესაბამის ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ

თუ თქვენი ავტომობილის საბურავებში პრობლემის არ გეშინიათ, მაშინ მეორე პრობლემური საკითხი ძირითადად აკუმულატორი არის ხოლმე. სწორედ ამიტომ გამოცდილი მძღოლების უმეტესობას პერემიჩკა, ან აკუმულატორების დამტენი ხშირად მოეპოვებათ ხოლმე მანქანაში .

ყველანაირი დეტალი თქვენი ავტომობილისთვის მხოლოდ ისურვეზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთის საჭირო დეტალი თქვენი მანქანისთვის, ყველაზე დაბალ ფასებში!