ლაზერული მანძილმზომი
ბოშის, დევალტისა და სხვა ბრენდების ლაზერული მანძილმზომი ყველაზე იაფად . განვადება და უფასო ადგილზე მიტანა, ქარხნულ გარანტიასთან ერთად.
ლაზერული მანძილმზომი გამოიყენება სამშენებლო დაგეგმარებით სამუშაოებში.
მათ შორის საგზაო მშენებლობაში, ფართის დაგეგმარებისას, იატაკის ან სხვა ზედაპირის დაგებისას, გადახურვისას და ა.შ.
რა არის ლაზერული მანძილმზომი და როგორ მუშაობს ის?
სამშენებლო სამუშაოებისას ლაზერული მანძილმზომის გამოყენებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ მანძილის გაზომვას . მსგავსი პრაქტიკული ხელსაწყოების დახმარებით რთულ საქმეს მარტივად უმოკლეს დროში შეასრულებთ.
ლაზერული მანძილმზომები ტრადიციული მეტალის საზომების ე.წ მეტრიანების თანამედროვე ალტერნატივაა.
მათი საშუალებით შეგიძლიათ გაზომოთ სიგრძე, სიმაღლე და სიგანე დაახლოებით 200 მეტრის რადიუსით.
თანამედროვე სტანდარტებით, მათი მაქსიმალური ცდომილება ყოველ 100 მეტრში 3 მმ-ია, თუმცა ეს რათქმაუნდა მოდელის ხარისხსა და მის მონაცემებზეა დამოკიდებული.
ლაზერული მანძილმზომის გამოსაყენებლად მას ანთავსებთ იმ ობიექტის ერთ მხარეს, რომლის სიგრძის გაზომვაც გსურთ და უმიზნებთ ლაზერულ სხივს მის მეორე ბოლოს.
მას შემდეგ, რაც ხელსაწყოს ზუსტად განათავსებთ, დააჭირეთ ღილაკს და გამოთვლილი სიგრძე ან მანძილი აისახება ეკრანზე.
გამოთვლა ხდება ფიზიკისა და ოპტიკის მარტივ საფუძვლებზე დაყრდნობით. ანუ დანადგარი გზავნის სხივს დანიშნულების ადგილას და შემდეგ თვლის მისი უკან დაბრუნების (არეკვლის დროს), რისი საშუალებითაც მიიღება მანძილი.
ლაზერული მანძილმზომი სამუშაოს შესრულებას მნიშვნელოვნად ამარტივებს
დაახლოებით ამ პრინციპით მუშაობს თითქმის ყველა სამშენებლო ლაზერი და ნიველირი .
ზოგიერთ თანამედროვე მოდელს შეუძლია გაზომოს რამდენიმე ცალკეული დისტანცია და შემდეგ ავტომატურად დააჯამოს ისინი.
ლაზერული მანძილმზომების ძირითადი უპირატესობა რამდენიმე მარტივი ფაქტორიდან გამომდინარეობს:
- ისინი ბევრად სწრაფია, ვიდრე სტანდარტული, ხელით საზომი აქსესუარები;
- მათი მოხმარებისას ფაქტობრივად გამორიცხულია ნებისმიერი უზუსტობა გამოთვლებში;
- ბევრად მარტივია შედეგის ეკრანზე დანახვა, ვიდრე მცირე დანაყოფების თვლა;
- ლაზერული მანძილმზომები გამოიყენება დიდ რადიუსებზე და მაღალ, ასევე ძნელად მისადგომ ადგილებში.
ლაზერული მანძილმზომების ასორტიმენტი ინტერნეტ მაღაზია ისურვეში
დღეისთვის ჩვენ 20-მდე სხვადასხვა მოდელს გთავაზობთ, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მიერ გახლავთ დამზადებული.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა უმაღლესი ხარისხისაა და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
ლაზერული მანძილმზომების ფასები დამოკიდებულია მათ მახასიათებლებსა და კომპლექტაციებზე.
ამიტომ, გირჩევთ ამავე გვერდის ზედა განყოფილებაში განთავსებული ასორტიმენტი კარგად შეისწავლოთ და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ.
კარგად დაგეგმეთ, რა სამუშაოებისთვის გსურთ მათი გამოყენება როგორც ამჟამად, ისე მომავალში.
ხომ არ ჯობს იყიდოთ შედარებით ძვირიანი ლაზერული მანძილმზომის მოდელი ახლავე , რათა უკეთ მოერგოს თქვენს სამომავლო გეგმებსაც, თუ პირიქით, პატარა, მარტივი ხელსაწყო გჭირდებათ და ა.შ.
ჩვენ, თავის მხრივ, მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პროცესში განხილვების, ვიდეო რევიუების, ბლოგ პოსტების და სატელეფონო კონტაქტის მეშვეობით, ლაზერული მანძილმზომზე თქვენთვის მოსარგები განვადება გავაკეთოთ ან დაგეხმაროთ სხვა ტექნიკის პოვნაში, მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ ლაზერული თარაზო ისურვეზე.
ბოლოს კიდევერ თხელ შეგახსენებთ, რომ პროფესიული ხელსაწყოების ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზეა, განვადებით, უამრავი ფასდაკლებითა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, შენაძენის უფასო მიტანის სერვისით