თმის გასასწორებელი
შეიძინეთ წამყვანი ბრენდების თმის გასასწორებელი ისურვეზე, ფასდაკლებით ან სრულად თქვენზე მორგებული განვადების პირობებით .
თმის უთოეზე ფასდაკლება და საგარანტიო პირობები ვრცელდება და ასევე, თმის უთოს ყიდვის შემთხვევაში ჩვენ მას სრულად უფასოდ მოგიტანთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თმის უთო კერატინით და სხვა მრავალი ტექნიკა!
თმის გასასწორებელი ერთ-ერთი თანამედროვე გამოგონებაა, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ქალბატონები
ის ისეთივე მარტივი გამოსაყენებელია, როგორც თმის უთო სავარცხელი , შესაბამისად არაერთი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს, რასაც ყოველწლიური მზარდი გაყიდვებიც მოწმობს.
თუკი თმის უთოების ყიდვას გადაწყვეტთ, ნამდვილად აღმოაჩენთ იმ ფართო ასორტიმენტს, რომელსაც სხვადასხვა ბრენდი გთავაზობთ ფასის, მოდელის, მახასიათებლების, დამატებითი ფუნქციების გათვალისწინებით.
თმის გასასწორებელი ძალიან კომფორტული მოწყობილობაა
როგორც სახლის პირობებში გამოყენებისთვის, ასევე - სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებში.
თმის გასასწორებლის უპირატესობები
უპირატესობები აერთიანებს მსუბუქ წონას, ხელმისაწვდომ ფასს, ღილაკის ჩამკეტს, ტემპერატურის რეგულატორს, იონიზაციის ეფექტს, სწრაფად გათბობა/გაციების რეჟიმსა და თმის დახვევის ფუნქციას. პარამეტრების ღილაკები ისეა ჩაკეტილი, რომ უთოს მუშაობის დროს, თუნდაც შემთხვევით მოგიხვდეთ ხელი, არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.
გარდა ამისა, თმის უთოებს აქვს დამატებითი ფუნქციები, ისეთი როგორიცაა: იონიზაციის ფუნქცია, სველი თმის მოდელირება და მოცულობითი გასწორება. გახსოვდეთ, ზოგადად, კარგი თმის უთო 15-20 წამში თბება.
რომელი თმის უთოს ყიდვაა უმჯობესი?
უთოების ტემპერატურის რეჟიმი, თმის ტიპის მიხედვით მარეგულირებლის დახმარებით რეგულირდება. მაქსიმალური გათბობის ტემპერატურად 230˚ ითვლება. ფირფიტების სიგანე კი განისაზღვრება თმის სიგრძით და სტრუქტურით.
ყიდვისას, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ გათბობის ფირფიტების სიგანეს:
- 2.5 სმ - შესაფერისია მოკლე ან თხელი თმისთვის;
- 3 სმ - საშუალო სიგრძისა და ნორმალური სიმკვრივის თმისთვის;
- 4 სმ - მძიმე და სქელი თმისთვის;
- 7-8 სმ - გრძელი თმისთვის.
ფირფიტის სიგანის არჩევისას, კიდევ ერთი სიფრთხილეა საჭირო. მომრგვალებული რკინის გამოყენება შესაძლებელია ხვეული თმის ფორმირებისთვის, ხოლო ფართო ფირფიტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნენა უფრო დიდი ტალღოვანი თმის მიღება.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული თმის გასწორებისთვის ისეთი უთოს შეძენა, რომელსაც, ტემპერატურის მარეგულირებელი არ აქვს!
როგორ გავაკონტროლოთ თმის უთოს ტემპერატურა კონკრეტული თმისთვის?
- 140-150 გრადუსი - საჭიროა თხელი, გაყოფილი, იშვიათი თმისთვის;
- 160-180 გრადუსი - ნორმალური ან სქელი თმისთვის, რომელიც კარგად იტანს სითბოს;
- 180 გრადუსზე ზემოთ - განკუთვნილია სქელი და მკაცრი თმისთვის.
ქალბატონები ზოგჯერ უმატებენ უთოს ტემპერატურას იმ მიზეზით, რომ უფრო სწრაფად გასწორება ჯანმრთელი, სქელი თმა, რაც არასწორი მიდგომაა. უმჯობესია დაუთმოთ მეტი დრო თითოეული ნაწილის დამუშავებას, ვიდრე საერთოდ გააფუჭოთ თმის სტრუქტურა.
და ბოლოს, ერთ-ერთი მოდელი, რომელიც თმის გასასწორებელი მოწყობილობებიდან უნდა წარმოგიდგინოთ, ეს არის Rowenta Premium Care Liss & Curl SF7660, რომელსაც მინის კერამიკული ფირფიტები აქვს.
შუშის კერამიკა - სპეციალური საფარია, რომელიც მოითხოვს ფრთხილად გამოყენებას. გასაოცარ შედეგს იძლევა თმის გასწორებისას ან ხვეული თმის შექმნისას, რომელიც თავის ეფექტს დღის ბოლომდე, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე ინარჩუნებს.
ფართო ფირფიტები (4.5 სმ) შესაფერისია დიდი ტალღების გასწორებისთვის და შესაქმნელად. მოწყობილობას შეუძლია 140-დან 230 გრადუსამდე დიაპაზონში გათბობა, ხოლო მისი მუშაობა ხდება დენის ქსელში ჩართვით. აღნისნული მოდელის სიმძლავრე 65 ვატია.
უპირატესობები:
- რამდენიმე ფუნქცია;
- ტემპერატურის კონტროლერის არსებობა;
- საფარი უვნებელია თმისთვის;
- გოფრირების გაკეთების შესაძლებლობა.
ნაკლოვანებები:
- ერთი საქშენი.
თავის მოვლის საშვალებების ყველაზე მდიდარი არჩევანი და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები მხოლოდ ისურვეზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ყველა შენაძენის სახლში მიტანის სერვისი უფასოა!