ზურგის კორსეტი

დღის განმავლობაში უამრავი საქმის კეთება გვიწევს. ზურგის ტკივილი კი ხშირად იჩენს თავს როგორც ფიზიკური მუშაობისას, ასევე საოფისე საქმიანობის შესრულებისას.

ზურგის გასასწორებელი ქამარი მოგიხსნით ტკივილს და თავიდან აგაცილებთ ხერხემლის პრობლემებს

21-ე საუკუნეში ხერხემლის პრობლემები ძალიან ხშირია, ეს თავს იჩენს როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულებში და დროთა განმავლობაში სერიოზულ ტკივილსაც იწვევს.

ზურგის კორსეტი თანამედროვე და მსუბუქი ნივთია, რომლის ტარებაც ტანსაცმლის შიგნითაც არის შესაძლებელი. მატერია, რომლითაც კორსეტი მზადდება, არის მოქნილი და მსუბუქი და სრულიად არ იწვევს დისკომფორტს გამოყენებისას.

ზურგის კორსეტი ზომის რეგულირებით აუმჯობესებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას

ტექნოლოგიების საუკუნეში დრო ძვირად ფასობს, ინტერნეტი და ციფრული მოწყობილობები კი წამებში ასრულებენ ჩვენს თითოეულ დავალებას, ამიტომ მთელი დღის კომპიუტერთან გატარება გვიწევს. დაღლილობა კი სხეულზე აუცილებლად აისახება, ამიტომაც საუბრობს ყველა წელის ტკივილსა და ხერხემლის პრობლემებზე.

მოხრილი ხერხემალი და მხრები სუნთქვის პრობლემებსა და სისხლის მიმოქცევაზე ნეგატიურად მოქმედებს, ეს პრობლემები მხოლოდ ვიზუალურად არ მოქმედებს ჩვენზე და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ხერხემლის პრობლემების დროულად მოგვარება.

ზურგის ქამარი მოზარდების ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებისათვის

ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან ხშირია მოხრილი ხერხემალი და მოშვებული მხრები, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. მოზარდობის ასაკში კი ყველაფერი ძალიან საყურადღებოა, რათა სწორად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ძვლები.

ზურგის კორსეტის დღეში 2 საათით გამოყენება ძალიან სწრაფად იმოქმედებს თქვენს ფიზიკურ სიჯანსაღესა და სილამაზეზე, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ყველასათვის.

ზურგის კორსეტს გააჩნია ზომის რეგულურება, მზადდება ცხიმგაუმტარი მასალისაგან და არის ეფექტური საშუალება მხრებისა და ხერხემლის სიჯანსაღისთვის.

მომხმარებლების საყვარელი ზურგის ქამარია სენსორული კორსეტი, რომელიც ზედმეტი მოხრის შემთხვევაში ვიბრირებს და ასე გატყობინებთ, რომ ხერხემლის ეს მდგომარეობა სახიფათოა ჯანმრთელობისათვის.

ამ მოდელის შეკვეთა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, გადახდა კი როგორც კურიერთან - ნივთის მიღების შემდეგ, ისევე წინასწარი გადახდით, რომლის დროსაც თქვენ მიიღებთ საჩუქარს.

ხერხემლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ სჭირდება დღეს დიდი ფინანსები და დამატებითი დროის გამონახვა, ზურგის კორსეტი ბიუჯეტური და ეფექტური საშუალებაა მოჰგვაროთ შვება თქვენს სხეულს.