• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ელექტრო ცელი

ყველა ბრენდის ელექტრო ცელი, ყველაზე დიდი არჩევანი, ხანგრძლივი ოფიციალური გარანტია და ონლაინ საბანკო განვადება. უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.

ელექტრო ცელი ჩვენს კატალოგში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნივთია, რაც გასაკვირი არაა, ყველას სურს რომ მისი ეზო ლამაზა და მოვლილად გამოიყურებოდეს.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ცელი?

ისურვე, გარდა ბლოგ პოსტების სახით განთავსებული უამრავი საინტერესო სტატიისა, წარმოგიდგენთ ცალკე მიმოხილვას, რომელიც ელექტრო ცელების შერჩევისას გამოგადგებათ:

  1. აირჩიეთ: კაბელიანი თუ უკაბელო მოდელი. პირველი ტიპის ელექტრო ცელი უფრო მძლავრია, სამაგიეროდ ბაღში მინიმუმ 20-25 მეტრი სიგრძის კაბელების გაბმა მოგიწევთ.
  2. შეარჩიეთ ბრენდი: წამყვანი და პოპულარული მწარმოებლები შედარებით ძვირია, თუმცა უფრო ხანგრძლივი საგარანტიო ვადა აქვს.
  3. თუ კაბელიან მოდელზე უარს იტყვით, მაშინ დათვალეთ, რა პერიოდულობით აპირებთ მის გამოყენებას, რათა ბატარეის სიმძლავრე სწორად შეარჩიოთ.
  4. გადახედეთ ფასებს და განვადების პირობებს. თუ ელექტრო ცელის მოხმარება მაგალითად კვირაში ერთხელ გსურთ, მაშინ ძვირიან მოდელებზე უარის თქმას გირჩევთ.

.

რატომ ბალახის ელექტრო სათიბი და არა ბენზო მოდელები?

შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ის დრო, როცა ბენზო სათიბელები ერთადერთ ალტერნატივად ითვლებოდა.

ელექტრო ძრავების და ბატარეების დახვეწასთან ერთად, ელექტრო სათიბი სრულფასოვანი ალტერნატივაა და რამდენიმე კონკურენტული უპირატესობაც გააჩნია.

  • ელექტრო ცელი არ საჭიროებს ავზის შევსებას და მასთან დაკავშირებულ უხერხულობებს თავიდან გარიდებთ.
  • ბალახის ელექტრო სათიბელები როგორც წესი უფრო ნაკლებ ხმაურიანია;
  • გარდა ხმაურისა, არ გამოყოფს გამონაბოლქვს, ან მცირე დოზით და ეს ბაღის პირობებში ნამდვილად დიდი უპირატესობაა.

როგორ ვიყიდოთ ელექტრო ცელი განვადებით?

პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი ბალახის ელექტრო სათიბი , გადახედეთ მის მახასიათებლებს, შეადარეთ ალტერნატივებს ფასის და ფუნქციების მიხედვით და გამოგზავნეთ განვადების განაცხადი.

დაელოდეთ ზარს ისურვეს გუნდისგან და მიიღეთ თქვენზე მორგებული საბანკო შეთავაზება.

ამის შემდეგ, მიიღეთ სმს შეტყობინება დამტკიცების შესახებ და მოაწერეთ ხელი განაცხადს ნებისმიერ ახლომდებარე ბანკის ფილიალში.

დაელოდეთ ნივთს მისამართზე, საკურიერო სერვისი სრულიად უფასოა.

ელექტრო ცელი თქვენი ეზოებისა და ბაღების მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა

ბალახი ძალიან სწრაფად იზრდება და მისი გაკრეჭვა რამდენიმე დღეში ერთხელ საჭიროა, იმისათვის, რომ ეზო თუ ბაღი მოწესრიგებული იყოს.

ბუნებრივია, ეს პროცესი მოძველებული საშუალებებით ძალიან დამღლელია.

ხელის მექანიკური ცელები ეზოს მოსავლელად წლებია წარსულს ჩაბარდა, რადგან ახლა უკვე არსებობს ელექტრო ცელები, რომლებიც საქმეს ძალიან აკურატულად ასრულებენ მოკლე დროში.

ელექტროცელი წამყვანი ბრენდებისგან დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ

რადგან ელექტრო სათიბი მომხმარებლებში ძალიან პოპულარული პროდუქტია თავისი პრაქტიკულობის გამო, გადავწყვიტეთ დაგხმარებოდით საუკეთესო მოდელების შერჩევაში.

ისურვეზე წარმოდგენილი მრავალი სახეობის ელექტრო ცელების ასორტიმენტი წარმოდგენილია სხვადასხვა ხარისხით, სიმძლავრით, წარმოებითა და მუშაობის პრინციპით.

ზოგიერთი ცელი ძუაზე მუშაობს, ზოგი მეტალის დისკზე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში კბილანებიანია.

მოკლედ, აღწერაში ჩვენ შემოგთავაზეთ რამდენიმე პუნქტი, თუ რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ელექტრო ცელი, რათა მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. იმედია შერჩევაში ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, სხვა შემთხვევაში კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და გამოცდილი ოპერატორები თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხებენ. გისურვებთ წარმატებას!