ელექტრო შეზლონგი

ელექტრო შეზლონგი - საუკეთესო, წამყვანი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, გარანტიითა და უფასო საკურიერო სერვისით.

ელექტრო შეზლონგი თანამედროვე და ხელმისაწვდომი გზაა მშობლების დასვენებებისთვის, სანამ ბავშვი ენთუზიაზმით თამაშობს, შეიცნობს სამყაროს ან სძინავს. დღეს ეს ნივთი პატარას დასასვენებელი ადგილიდან,  გასართობ და ბავშვთა განვითარების მთლიან სისტემად გადაიქცა ამიტომ, მომამალ მშობლებს ნამდვილად მართებთ ყურადღება შეძენის შემთხვევაში.

იმისათვის, რათა მომავალმა, ან ახალბედა დედებმა სწორი არჩევანი გააკეთონ,  შესძლონ შესაბამისი ელექტრო შეზლონგის ყიდვა,  ვთავაზობთ რამოდენიმე ძირითად რეკომენდაციას, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება.

დიზაინი:

შესაძლებელია განვასხვავოთ სამი ტიპი:

  • ჩვეულებრივი საბავშვო შეზლონგი  გრძივ,  სტაბილურ ფეხებზე;
  • საწოლ-სარწევი - აქვს რწევის ფუნქცია,  რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ერთ პოზიციაზე. ასევე არსებობს  ელექტრონული და  არა მექანიკური მოდელები;
  • ელექტრო ბაუნსერი - ზამბარების წყალობით, აქვს რწევის რეჟიმი, რომელიც მოძრაობს უშუალოდ ბავშვის ან მშობლის დახმარებით.

მასალები:

კარგი ელექტრო შეზლონგის  ჩარჩო შედგება მეტალის მილებისგან (ალუმინის, ფოლადის) და მცირე რაოდენობის პლასტმასისგან. საუკეთესო თეთრეული კი არის მოსახსნელი ქსოვილის, რომელიც დამზადებულია სუნთქვითი მასალებისგან და  შესაძლებელია ადვილი  წმენდა ან გარეცხვა.

ბავშვის მაქსიმალური წონა და ზომები:
უმჯობესია აირჩიოთ ყველაზე ფართო და მოსახერხებელი საბავშვო შეზლონგი, რომლის გამოყენებასაც  უფრო დიდხანს შესძლებთ.

შეზლონგის რეგულირება:
როგორც თავად საწოლი, ისე საზურგე და ფეხის დახრის კუთხე შეიძლება მორგებული იყოს უშუალოდ ბავშვზე.

უსაფრთხოება:
მნიშვნელოვანი თვისებაა შეზლონგის სტაბილურობა მწარმოებლის მიერ მითითებული დატვირთვის გათვალისწინებით. ღვედის (3 ქულიანი ან 5 ქულიანი) და ანატომიური ჩანართის არსებობა, თუ სავარძელი ახალშობილისთვის არის განკუთვნილი - სავალდებულოა.

მობილურობა და კომპაქტურობა:
შეზლონგი უნდა იყოს ზომიერად მსუბუქი და ასევე უნდა ჰქონდეს  სატარებელი სახელურები.  იდეალურია დასაკეცი დიზაინის მოწყობილობები, რომლებიც მარტივია შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.

გასართობი შესაძლებლობები:

უმთავრესია - რკალი სათამაშოებით, საქანელის გაკეთების შესაძლებლობა, ელექტრონული პანელი მუსიკით, ვიბრაცია, რწევა;

 

ელექტრო შეზლონგის რომელი მწარმოებელია უკეთესი და რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

ახალშობილისთვის ელეტრო საქანელის ყიდვისას,  პირველ რიგში, ყურადღება უნდა  მიაქციოთ მის უსაფრთხოებას და ფუნქციონირებას. ევროპული და ამერიკული ბრენდების ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მოდელებია: BabyBjorn (შვედეთი), 4moms და Bright Stars (აშშ), Nuovita და Chicco (იტალია), Tiny Love (ისრაელი), Caretero (პოლონეთი).

გარდა ამისა, მათ უმეტესობას აქვს თანამედროვე დიზაინი და მოსახერხებელი ფუნქციები. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის შეგიძლიათ იპოვოთ,  როგორც ძვირადღირებული მოდელები, ასევე  უფრო დაბალფასიანი. მაგალითად, Tiny Love ამაყობს შეზლონგების ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს მარტივს, იაფიან დიზაინსა და ტექნიკას.

პოპულარული ჩინური ბრენდები გვთავაზობენ კლასიკური ტიპის მოწყობილობებს: ნათელი ფერები, რკალური სათამაშოებით და მუსიკალური პანელით. სამწუხაროდ, მათი ხარისხი და მოხერხებულობა ყოველთვის არ აკმაყოფილებს მოლოდინს.

დაბალფასიან სეგმენტში ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგი ბრენდების პროდუქტებს: Happy Baby, Jetem და Fischer-Price რომლებიც გთავაზობენ ღირსეულ მუშაობის შესაძლებლობას და ფართო ფუნქციონირებას გონივრულ ფასებში.

Jetem Surf

ელექტრო  შეზლონგი  განკუთვნილია  0-დან 18 თვემდე ბავშვებისთვის. წონის ლიმიტი 11 კგ-ია, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს  მოდელის გამოყენების ვადებს. ელექტრონული ფუნქციები არ არის ყველაზე მრავალფეროვანი, რადგან მხოლოდ სამი რწევის რეჟიმი და  სამი მელოდიაა გათვალისწინებული, ხოლო ტაიმერი და თამაშის პანელი  საერთოდ არ აქვს.

გარდა ამისა,  არ არსებობს მელოდიების ავტომატური გადართვის შესაძლებლობა. ამიტომ,  თქვენ თავად უნდა ჩართოთ თითოეული მელოდია.

საზურგის დაფიქსირების 2 პოზიცია აქვს - ერთი ჰორიზონტალური და მეორე მჯდომარე პოზიციის, რომელიც განკუთვნილია უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. მაგრამ თუ ეს ნიუანსი არ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, მაშინ გირჩევთ  შეიძინოთ უფრო დაბალფასიანი მოდელები. მაგალითად, Jetem Surf-ის შეზლონგები.

ძირითადი უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • უჩვეულო დიზაინი;
  • ტევადობა 11 კგ;
  • ფართო ადგილი;
  • წონა 5 კგ-ზე ნაკლები;
  • ქსელისა და ბატარეებისგან მუშაობა.

მინუსები:

  • არ მოყვება სათამაშოები;
  • არ აქვს მელოდიის ავტომატური გადართვის ფუნქცია;
  • დაბალი - მხოლოდ 60 სმ სიმაღლე

ყველაზე ფართო და მდიდარი არჩევანი საბავშვო აქსესუარებზე, ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, შეიძინეთ ბარათით და მიიღეთ ფასდაკლებე, ან გააკეთეთ თქვენზე მოსარგები განვადება, ჩვენთან კურიერის მომსახურება უფასოა!