დარტყმითი ბურღი

ბოშის, დევალტის და ყველა სხვა ცნობილი ბრენდის დიდი და პატარა დარტყმითი ბურღი (ჩაქუჩით), ქარხნული ოფიციალური გარანტია, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო საკურიერო სერვისი ყველგან.

რითი განსხვავდება დარტყმითი ბურღი ჩვეულებრივი ელექტრო დრელისგან?

ორივე ტიპის ბურღი ერთსადაიმავე როტაციულ მოძრაობას ასრულებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დარტყმითი მოდელები ჩაქუჩის მეშვეობით დარტყმების შესრულების საშუალებას იძლევიან.

თანაც ეს დარტყმები არა მხოლოდ ქვედა მიმართულებით, არამედ გვერდებზეც შეიძლება განხორციელდეს.

ეს დარტყმით ბურღებს ძალიან მოსახერხებელს ხდის სქელ მასალასთან სამუშაოდ.

თუ დარტყმითი დრელის მუშაობა გინახავთ, აუცილებლად შეამჩნევდით ე.წ "კაკუნის" ხმას, რომელსაც ის გამოსცემს.

ეს სწორედ ჩაქუჩის ხმაა, რომელიც წამში რამდენიმე ასეულჯერ ურტყამს. სიჩქარე თქვენი დრელის მონაცემებზეა დამოკიდებული .

გარდა სტანდარტული გამხვრეტი სამუშაოსი, დარტყმითი ბურღი იდეალურია უკუ მოძრაობისთვის, ანუ "შურუპის" ამოსაღებად, განსაკუთრებით რთული ზედაპირებიდან.

რას ვერ გააკეთებთ დარტყმითი ბურღებით?

დარტყმითი ბურღების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ზუსტი სამუშაოების დროს.

სტანდარტული ელექტრო დრელით ნებისმიერ ფაქიზ ნახვრეტს უფრო ზუსტად გააკეთებთ .

გარდა ამისა, დარტყმით ბურღებს როგორც წესი მხოლოდ 1 სიჩქარე აქვთ დარტყმის დროს, მაშინ როცა ელექტრო დრელები ჩაქუჩის გარეშე როგორც წესი 2 ან მეტი სიჩქარითაა აღჭურვილი.

დარტყმითი დრელი განვადებით

მიუხედავად ზოგადად მასზე არსებული არცთუ მაღალი ფასისა, დარტყმითი ბურღი განვადებითაც იყიდება, თანაც საკმაოდ მოთხოვნადია .

განვადების დროს ისურვეზე საკმარისია სასურველი დრელი შეარჩიოთ და ბანკისა და პირობების არჩევაში ჩვენი ოპერატორთა გუნდი დაგეხმარებათ.

დარტყმითი ბურღზე გვაქვს ფასდაკლებებიც, შედეგად მისი ყიდვა საკმაოდ იაფად შეგიძლიათ .

თქვენ მიიღებთ საუკეთესო პირობებს საქართველოში და განვადების ყველაზე მოსახერხებელ, ონლაინ პროცედურას.

უდიდესი არჩევანი პროფესიულ ტექნიკაზე, მხოლოდ ისურვეზე!