გორენიეს მაცივრები
გორენიეს მაცივრები - ამ ცნობილი სლოვენიური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმი.
შეიძინეთ მაცივრები ისურვეზე განვადებით ან ფასდაკლებით ბარათით გადახდისას და ისარგებლეთ უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში.
ევროპული ბრენდის გორენიეს მაცივრები საკმაოდ მაღალი ხარისხითა და მდიდარი ფუნქციონირებით გამოირჩევა, რომლის შეძენა ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. გარდა ამისა, ბრენდის მაცივრები ეკონომიურად მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო მოდელებს შორის ძირითადი განსხვავება გაყინვის ძალასა და სიჩქარეშია.
გორენიე შეიძლება ისეთ განთქმული სახელი არ იყოს, როგორც სამსუნგი ან ელჯი, მაგრამ ამ კომპანიამ უკვე დაამტკიცა რომ არცერთ დიდ ბრენდს არ ჩამოუვარდება.
დღევანდელ აღწერაში გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ გორენიეს მაცივრების ის მოდელები, რომლებიც გამოირჩევიან შესანიშნავი სიმძლავრით, წყნარი მუშაობით, დახვეწილი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციების მრავალფეროვნებით. ასევე წარმოგიდგენთ მაცივრების მახასიათებლებს და მათთან ერთად, განვიხილავთ დადებითსა და უარყოფით მხარეებს.
Gorenje NRK 6191 CX - თანამედროვე და პრაქტიკული მაცივარი, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. აქვს გლუვი, კლასიკური დიზაინი ზედმეტი დეკორატიული ელემენტების გარეშე, რომელიც იდეალურად თავსდება ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერში.
მაცივრის მასალა არ არის კოროზიისკენ მიდრეკილი, რის გამოც, მრავალი წლის განმავლობაში შესძლებთ მის გამოყენებას. სპეციალური საფარის წყალობით, ზედაპირი არ იტოვებს ნათითურებს და გასაწმენდადაც მარტივია.
აღჭურვილია IonAir ტექნოლოგიით, რომლის სისტემა გამორიცხავს (95%) ბაქტერიების არსებობას მაცივრის შიგნით. ასევე უზრუნველყოფს ჰაერის იდეალურ ტენიანობას ისე, რომ პროდუქტები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ სიჯანსაღეს.
MultiFlow სისტემის წყალობით, სავენტილაციო მილით თანაბრად ნაწილდება იონებით დატვირთული ჰაერი. ასე ხდება მუდმივი ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება მაცივრის შიგნით არსებულ თითოეულ თაროზე.
გორენიეს მაცივრის მთლიანი მოცულობა 222 ლიტრია, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა სახის ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, ნამცხვრების მოთავსება.
Gorenje RK621PS4 - ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი მაცივარი, რომელიც ძალიან ეკონომიურია. დღის განმავლობაში მოიხმარს მხოლოდ 0.84 კვტ-ს, ხოლო ხმაურის მაჩვენებელი - 40 დ-მდეა. მაცივრის მოცულობა იდეალურია - 227 ლიტრი, რაც სრულიად საკმარისია დიდი ოჯახისთვის.
აქვს CrispZone , რომელიც უზარმაზარი უჯრაა კონკრეტულად ხილისა და ბოსტნეულის შესანახად.
Frostless ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც ამცირებს ყინულის წარმოქმნას მაცივრის შიგნით. ამასთან, პასუხისმგებელია დაბალი ენერგიის მოხმარებაზე.
როდესაც ელექტროენერგია ითიშება, მაცივარს აქვს სპეციალური ფუნქცია - გრძელვადიანი ტემპერატურის შენარჩუნება, რომლის წყალობითაც, შიდა ტემპერატურა თითქმის 24 საათის განმავლობაში იგივე რჩება.
თაროების სიმაღლის რეგულირება შეგიძლიათ თავად. განათებას რაც შეეხება, მაცივრის შიგნით აუცილებლად დაგხვდებათ LED განათება.
Gorenje NRS9181BBK - ძალიან ლამაზი დიზაინის მაცივარია, რომელიც წარმოდგენილია შავ ფერში და აქვს ვერცხლისფერი სახელური. გამოყენების სიმარტივიდან გამომდინარე, აქვს ორი კარი და გარე დისპელეი კონტროლისთვის. ასევე აღჭურვილია უამრავი თაროებით.
NoFrost ტექნოლოგია გამორიცხავს ზედმეტ ტენიანობას მაცივრის შიგნით. ჰაერის გადანაწილება ხდება ინტენსიური მიმოქცევის წყალობით. ამასთან, არ ხდება ყინულის წარმოქმნა როგორც პროდუქტებზე, ასევე - ზოგადად მაცივრის კედლებზე.
ელექტრო კონტროლი გულისხმობს ტემპერატურის რეჟიმების - გაყინვა/გაგრილების გაკონტოლებას.
გარდა ამისა, მაცივარს აქვს LED განათება როგორც საყინულეში, ისე ყველა შიდა ნაწილზე. მაცივარი დღის განმავლობაში საშუალოდ 1.3 კვტ ელექტროენერგიას ხარჯავს.
მოწყობილობის მთლიანი შიდა მოცულობა 577 ლიტრია, რაც იდეალურია დიდი ოჯახებისთვის.
და ბოლო მოდელი გორენიეს მაცივრების კლასიდან ეს არის Gorenje RK611PS4, რომელიც ძალიან კომპაქტური ზომისაა 185 x60 x64 სმ. დიზაინია კლასიკურია და უშუალოდ მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. მოწყობილობა მარტივად თავსდება პატარა სამზარეულოშიც კი.
ელექტროენერგიას ძალიან ეკონომიურად მოიხმარს, რაც გასაკვირი არ არის A + კლასის გამო. დღეში საშუალოდ 0.81 კვტ-ს ხარჯავს.
აქვს ძალიან ფართო SpaceBox ყუთი, რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ მთლიანი ინდაურიც კი. ან სულაც დიდი სადღესასწაულო ტორტი.
როგორც გორენიეს მაცივრების უმეტესობაში, ამ მოდელშიც წარმოდგენილია გრძელვადიანი ტემპერატურის შენარჩუნება, რომლის წყალობითაც, ელექტრო ენერგიის გათიშვის შემდეგ, შიდა ტემპერატურა თითქმის 24 საათის განმავლობაში იგივე რჩება.
მაცივარი მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარულია დაბალი ღირებულებისა და შესანიშნავი ფუნქციების გამო.