• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

გაზონის საკრეჭი (სათიბი) მანქანა

ნებისმიერი ბრენდის გაზონის საკრეჭი მანქანა ჩვენს მაღაზიაში. ონლაინ საბანკო განვადებით, ყველაზე იაფად, ქარხნული გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

თუ თქვენ გაგიმართლათ და ეზოს ფლობთ, მაშინ გაზონის საკრეჭი (სათიბი) მანქანა აუცილებლად უნდა იქონით, იმისთვის რომ თქვენი ეზო მუდმივად ლამაზად გამოიყურებოდეს.

გაზონის საკრეჭი მანქანა, ბაღის ხელსაწყოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ხშირად გამოყენებადი ნივთია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ის პრემიუმ დანადგარად ითვლება, გაზონის საკრეჭი (სათიბი) მანქანის შედარებით იაფფასიანი მოდელებიც არსებობს , რომლებიც გაყიდვების ლიდერებს შორის ხვდება.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედარებით დაბალი ფასი უხარისხოს არ ნიშნავს, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობენ კონკრეტულად ბენზო სათიბელას ტიპის პროდუქციაზე ორიენტირებული მწარმოებლები და ისინი ბაზარს კონკურენტული უპირატესობებიდან გამომდინარე, საუკეთესო ფასს სთავაზობენ.

ბალახის სათიბი დანადგარები ფუნქციურად და თვისობრივად შემდეგ ტიპებად იყოფა:

  • ე.წ ტრიმერები, ანუ შედარებით მცირე ზომის მოდელები;
  • საკრეჭი მანქანები, სათავსოთი და ბორბლებით ;
  • ბენზინის და დენის ძრავზე მომუშავე ვარიანტები;
  • ხოლო დენის ძრავები თავის მხრივ 220 ვოლტზე და ბატარეაზე ფუნქციონირებადებად;
  • მოდელებად იყოფა.

როგორ შევარჩიოთ გაზონის საკრეჭი მანქანა?

მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან თქვენთვის შესაფერისს შეარჩევთ, შეგიძლიათ სხვა პარამეტრებზე გადახვიდეთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  • სიმძლავრე, კაბელის ზომა (თუ აქვს) ან ელემენტის ხანგრძლივობა ბატარეიანი მოდელის შემთხვევაში;
  • ხმაურის დონე;
  • სათავსოს მოცულობა (სათიბი მანქანების შემთხვევაში);
  • საგარანტიო პერიოდი;
  • ფასი და განვადების ღირებულება თვეში;
  • საიტზე არსებული მონიშვნები (პოპულარული, ყველაზე გაყიდვადი, ფასდაკლება და ა.შ.)
  • მომხმარებლების შეფასებები და ზოგადი გამოხმაურებები.

გაზონის სათიბი მანქანა და ონლაინ საბანკო განვადება - რჩევები

კითხვაზე, როგორ ვიყიდოთ  გაზონის სათიბი მანქანა განვადებით , პასუხი მარტივია - ისურვეზე :)

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც საბაღე მიმართულებით განსაკუთრებით აქცენტირდება, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

შეგიძლიათ აირჩიოთ სამი წამყვანი ბანკიდან რომელიმე, გაეცნოთ მის პირობებს და განაცხადი ერთში ან სამივეში უსწრაფესად გადაგზავნოთ.

იქამდე, ნებისმიერ რეკომენდაციას ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ, ყველა სახის ტექნიკური შეკითხვის ან რაიმე სხვა გამოცდილების გასაზიარებლად.

პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებათ ვიდეო მიმოხილვებიც, რომლებიც ფაქტობრივად ყველა პროდუქტს ახლავს.

ამავე დროს, ოპერატორები დაგეხმარებიან სწორად შეარჩიოთ ბანკი, გამომდინარე იქიდან რა ტიპის და ოდენობის შემოსავლები გაქვთ.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დამტკიცების შანსის გასაზრდელად.

გაზონის საკრეჭი მანქანაზე განვადების დამტკიცებისთვის არ მოითხოვება თანხის ნაწილის წინასწარ შეტანა ან რაიმე განსაკუთრებული პირობები.

დამტკიცების შემდეგ აწერთ ხელს განვადების განაცხადს და იღებთ შენაძენს მისამართზე, ჩვენი უფასო საკურიერო სერვისის მეშვეობით.