ბუქსირი
ბუქსირი ავტომობილის მფლობელთათვის აუცილებელი ნივთია. რა თქმა უნდა სასურველია ის არასდროს დაგჭირდეთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი მოძიება არც ისე ადვილი და სასიამოვნო პროცესია.
საქართველოს რთულ გზებს თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ბუქსირი ყველა ავტომობილში აუციელბლად უნდა იყოს, შესაძლებელია ის იშვიათად დაგვჭირდეთ, მაგრამ საჭიროება თუ გაჩნდა უკეთესია, თუ ბუქსირი ხელის გაწვდენაზე გექნებათ.
როგორ შევარჩიოთ საბუქსირე თოკი ავტომობილისთვის, როდესაც გადავადგილდებით ქალაქში, მაგისტრალზე ან ცუდ გზებზე? ნებისმიერ შემთხვევაში, უყურადღებობას, უზუსტობას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, სანამ ავტომობილებს ერთმანეთში ჩააბამთ, აუცილებლად შეამოწმეთ რამდენად სანდო და მყარია ბუქსირის თოკი, რათა უსიამოვნო სიტუაციები თავიდან აიცილოთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა საბუქსირე თოკი არ იმსახურებს ყურადღებას და მომხმარებლების ნდობას. ბევრი მათგანი ვერ უძლებს მინიმალურ დატვირთვასაც და იწყებს დაშლას.
რას უნდა მივაქციოთ არსებითი ყურადღება?
ბუქსირის თოკი - მანქანის აქსესუარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც არ უნდა იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისაგან დამზადებული და უნდა ჰქონდეს სხვა ისეთი ინდიკატორები, რომლებიც რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით.
მაგალითად, მისი სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 4 და არაუმეტეს 6 მეტრი. თუ ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებია, მაშინ ავტომობილის ტრანსპორტირება რთული იქნება.
გამოცდილი მძღოლები გირჩევენ ყიდვამდე აუციელებლად შეამოწმოთ თოკი და არ დაუჯეროთ მხოლოდ ეტიკეტზე განთვასებულ მონაცემებს. ბევრ მწარმოებელს შეუძლია მიუთითოს ერთი სიგრძე, მაგრამ სინამდვილეში ეს გაცილებით მცირე იყოს. ამიტომ, სანამ იყიდით, აუცილებლად თავად შეამოწმეთ სიგრძე.
როგორ შევარჩიოთ საბუქსირე თოკი?
სიგრძის გაზომვის შემდეგ, ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალას. ოდესღაც პოპულარული ფოლადის ვერსია უკვე წარსულს ჩაბარდა და იგი ნაკლებად გამოიყენება. აი, ნეილონის - ე.წ. კაპრონის ვარიანტი კი დღეს ყველაზე პოპულარულია.
მესამე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - დასაშვები დატვირთვაა. ეს პარამეტრი უნდა იყოს მანქანის მასაზე ორჯერ და სამჯერ მეტიც კი. ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ მოგიწევთ არა მხოლოდ მსუბუქი მანქანების, არამედ ჯიპების ბუქსირებაც. აქედან გამომდინარე, უმჯობესია აირჩიოთ მაღალი დატვირთვის თოკი.
თოკის მასალა
რომელი საბუქსირე თოკი შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის? მოკლედ ვერ შეძლებთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან ამ შემთხვევაში, ელემენტის მრავალი ვარიანტი არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია თავად მანქანის მფლობელის პრეფერენციებზე.
ლითონის კაბელი ადვილად უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და ეს არის მისი მთავარი უპირატესობა. ყველაზე ხშირად, ეს ვარიანტი გამოიყენება სატვირთო მანქანებისთვის. თუმცა, არ არის შესაფერისი სამგზავრო მანქანებისთვის.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლითონი ყოველთვის ექვემდებარება კოროზიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენიანობისგან მაქსიმალურად უნდა დაიცვათ. ცუდია ასევე ისიც, რომ მეტალის თოკი შეიძლება ნებისმიერ დროს/სიტუაციაში გაწყდეს, რამაც გამოიწვიოს ხელის დაზიანება. თუმცა, თოკის რღვევის შემთხვევაში, ზიანი შეიძლება მოგადგეთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ ავტომობილსაც. ამიტომ, ლითონის კაბელი დღეს იშვიათობაა.
ნეილონის, იგივე „კაპრონის“ თოკები ადვილად უძლებენ მაღალ დატვირთვას, დაბალ ტემპერატურას და ამასთან, იკავებენ მინიმალურ ადგილს მანქანაში. თუმცა, აქაც არსებობს ერთი მინუსი - ნეილონის ვერსია კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანას აბუქსირებთ სწორ გზაზე. ტალახიდან ან ჭაობებიდან ავტომობილის გამოსაყვანად, ასეთი ვარიანტი არ არის შესაფერისი.
პოლიპროპილენის თოკი ძალიან ელასტიურია, აქვს ზამბარის თვისებები, არის ძალიან გამძლე და საიმედო. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მოსაყვანად, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 5 ტონამდე დატვირთვას.
თოკის სიგრძე
მანქანის ბუქსირის თოკი უნდა იყოს სწორი სიგრძის, ასე რომ სანამ პასუხი გაეცემა კითხვას: რომელია უკეთესი, უნდა გესმოდეთ - როგორი უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.
იმისათვის, რათა სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სირთულეების გარეშე შესძლოთ, თოკი უნდა იყოს მინიმუმ 4 და არა უმეტეს 6 მეტრის სიგრძის. მხოლოდ ამ სიგრძით გახდება შესაძლებელი სწორი მანევრების გაკეთება.
თუ სიგრძე 4 მეტრზე ნაკლებია, მაშინ ეს ზრდის უკან მყოფი მანქანის კონტროლის დაკარგვის რისკს და შეიძლება მარტივად დაეჯახოს მის წინ არსებულ ავტომობილს.