ბატუტი

ბატუტი - ბავშვის გასართობი იდეალური და უსაფრთხო საშუალება. ბატუტის ყიდვა თქვენი ბავშვის გართობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ბატუტი ბავშვებისა და უფროსებისთვის საყვარელი გასართობია

რა შეიძლება ბავშვების ჟრიამულზე უკეთესი იყოს? ამისათვის მშობლები არაფერს იშურებენ და ბავშვებისთვის ყველა იმ სათამაშოსა თუ გასართობ მოწყობილობას იძენენ, რაც პატარებს ყველაზე მეტად ახარებთ.

ბატუტი უსაფრთხო და სახალისო მოწყობილობაა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის არსებობს და მათ ყველაზე დიდ არჩევანს ონლაინ მაღაზია ისურვეზე იხილავთ.

ასეთ გასართობზე ზოგჯერ უფროსებიც არ ამბობენ უარს, სხვათა შორის, კუნთების სავარჯიშოდა და ენერგიის მხიარულად დასახარჯად ბატუტი მშვენიერი ნივთია.

ბატუტი სხვადასხვა წონის გამძლეობითა და უსაფრთხოების ბადით

მშობლები უსაფრთხოებას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ და სწორადაც იქცევიან, რადგან სხვადასხვა გასართობზე ბავშვები იმდენად მხიარულობენ, რომ უსაფრთხოებაზე აღარც კი ფიქრობენ, ამიტომ ბატუტის შეძენისას საყურადღებოა, მოსდევს თუ არა მას უსაფრთხოების ბადე, რათა ბავშვების თამაშისას მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ.

ხოლო წონა, რომელსაც ბატუტი უძლებს სხვადასხვა მოდელზე განსხვავებულია, ამიტომ მისი შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ნიუანსის გათვალისწინება, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მშვიდად ვიყოთ და ბავშვებს საშუალება მივცეთ ისიამოვნონ ბატუტზე თამაშით.

ბატუტები იაფად ისურვეზე გადახდის საუკეთესო პირობებით

ისეთი კონსტრუქციების შეძენა, რომლებიც სიმყარეს, საიმედოობასა და სხვა საჭიროებებს ითვალისწინებს, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ფასი ზოგჯერ საკმაოდ მაღალია.

ბატუტის ყიდვა ონლაინ ყველაზე ხელსაყრელია, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი და თავი აარიდოთ საცობებში დიდი დროის კარგვას.

გარდა გართობისა, ბატუტის ერთ-ერთი დადებითი არის ის, რომ ბავშვების კუნთები გავარჯიშდეს და სწორად განვითარდეს, რის გამოც მშობლები კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ხვდებიან ბატუტის ყიდვის იდეას.

ბატუტის ყიდვა განვადებითაც შეგიძლიათ, საჭიროა შეარჩიოთ სასურველი მოდელის ბატუტი, განვადების ვადა და რამდენიმეწუთიანი განვადების შევსების პროცედურის შემდეგ დაელოდოთ კურიერს, რომელიც შენაძენს ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგართმევთ.

ბატუტი არ არის ნივთი, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, ამიტომ მის შესაძენად აქამდე საჭირო იყო სპეციალური მაღაზიის მოძებნა, ლოკაციაზე მისვლა და ნივთების ადგილზე არჩევა, თუმცა ონლაინ პლატფორმების ბაზარზე გამოჩენამ ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა, ისურვეზე სასურველი მოდელის ბატუტის შერჩევა ყველაზე მარტივია.

იყიდება ბატუტი, რომლის შერჩევაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ , ისურვეზე შესაბამის კატეგორიაშია თავმოყრილი ყველა ის საჭირო მოწყობილობა, რომლებიც ბავშვებს ყველაზე მეტად ახარებთ და იდეალურ გასართობებად მიიჩნევა, ასევე გთავაზობთ პატარების ეტლებსა და მოვლის იმ აქსესუარებს ახალბედა მშობლებისთვის, რომელთა არჩევაც ასეთი კომფორტული არასოდეს ყოფილა.

ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროსა და ფინანსებს, რადგან ისურვე ყოველთვის მზად არის შემოგთავაზოთ სხვადასხვა საჭირო ნივთი და მოწყობილობა, რომლებიც ასე საჭიროა დღეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

ბატუტი იაფად ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, შეიძინეთ ის ისურვეზე და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული პირობებითა და მომსახურებით, რომელიც მთლიანად თქვენს კომფორტს ემსახურება.

ბატუტების ყველაზე დიდი არჩევანი კი ისურვეზეა, აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორც საბავშვო ასევე ისეთი ბატუტები, რომლებზეც ზრდასრული ადამიანებიც ძალიან გაერთობიან.

ჩვენ კი თქვენს შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგართმევთ.

ისურვეზე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების სახლიდან გაუსვლელად, ან მიიღოთ ფასდაკლება ნივთის ბარათით შეძენისას.

მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების განვითარების ეპოქაში, თანამედროვე ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ. დღეს ბურთს არათუ ეზოში, არამედ კომპიუეტერების მონიტორებზე თამაშობენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს რეალობა და აჩუქოთ თქვენს შვილებს დიდი ბატუტი.

ბატუტი ეს არის ძალიან მარტივი და ფუნქციური სპორტული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებსა და სრულიად ოჯახს, აქტიურად დაისვენოს და იმხიარულოს. გარდა ამისა, ბატუტს იყენებენ არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ სპორტული მიზნებისთვის და წონის დაკლებისთვის.

როგორ შევარჩიოთ ბატუტი ისე, რომ გაუძლოს ნებისმიერ წონას? რომელია უსაფრთხო და წონის შესაფერისი? დღევანდელ აღწერაში ჩვენ მოგაწვდით ამომწურავ პასუხებს ამ შეკითხვებზე.

საოჯახო  ბატუტის საუკეთესო მწარმოებლები - რომელ კომპანიას მივანიჭოთ უპირატესობა?

  • Berg;
  • Kidigo;
  • Profi;
  • HSF;
  • Hasttings.

მაგრამ თითოეული მწარმოებლის  მოდელები  ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ზომისა და მომხმარებლების მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით.  ასე რომ,  თქვენ უნდა გაარკვიოთ კონკრეტული ბატუტის მახასიათებლები  ცალკეულ, ინდივიადუალურ მიმოხილვაში. აღწერაში ვისაუბრებთ ბატუტის  არჩევის მთავარ პარამეტრებზე, რომლებიც სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

მუშაობის პრინციპი:

ბატუტი  არის სპორტული მოწყობილობა აქტიური დასვენებისთვის, გართობისთვის და აკრობატული ვარჯიშებისთვის. ასეთი მოწყობილობა ხელს უწყობს ფეხების კუნთების განვითარებას, მოძრაობათა კოორდინაციას და ტანვარჯიშის ელემენტების შესრულებას.

ბატუტის ვარჯიშებს კარგი გავლენა აქვს:

  • გულის მუშაობაზე;
  • ენდორფინების წარმოების ხელშეწყობაზე;
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე;
  • წონის დაკლების ხელშეწყობაზე;
  • მხიარული განწყობის შექმნაზე.

ბატუტი ძალიან სასარგებლოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რომელიც ხელს უწყობს არამარტო დროის ხალისიანად გაყვანას, არამედ ოჯახის წევრების შეკრებას.

დამონტაჟება შეგიძლიათ ბინებში, ეზოში, აკვაპარკსა და გასართობ ცენტრებში, ასევე პლაჟებზეც. პროდუქტები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს 1-2 ადამიანისთვის, ან მთლიანი ოჯახისთვის უფროსების ჩათვლით.

ბატუტის ფუნქციონირების პრინციპი ემყარება ზამბარების მოქმედებას, რომლებიც დაფიქსირებულია მრგვალ ჩარჩოზე. ტილო დამზადებულია გამძლე მასალისაგან, რათა მარტივად  გაუძლოს მძიმე წონასა და თავისუფალ დაცემას.

საგაზაფხულო ბლოკს თან ერთვის ოვალური ჩარჩო, რომელიც მაგრდება მოწყობილობის ფეხებზე ან დამხმარე თაღებზე იმისათვის, რათა ბავშვები წრიდან არ გადმოცვივდნენ, ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია სპეციალური  დამცავი თაროებითა და ბადეებით.

ბატუტზე არსებული ლითონის მეტალები დამაზიანებელი რომ არ აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამისათვის გამოიყენება  ქაფის რეზინის რამდენიმე ფენა ან სხვა მასალა და  ქსოვილი.

ბატუტის შემადგენლობაში შედის შემდეგი ძირითადი ელემენტები:

  • მრგვალი ჩარჩო;
  • ფეხები;
  • ზამბარებიანი ბლოკი  მთლიანი პერიმეტრის გარშემო;
  • დამცავი საგნები;
  • სამუშაო საფარი;
  • თაროები;
  • ბადეები;
  • კიბე.

გარდა ჩვეულებრივი მოდელებისა, არსებობს გასაბერი ბატუტები, რომლებიც წარმოდგენილია აბსოლუტურად სხვადასხვა  საინტერესო ფორმით.

იმისათვის, რათა შესძლოთ მისი მწყობრში მოყვანა, გჭირდებათ:

  1. კომპრესორი:
  2. ელექტროენერგია.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი  ბატუტი შეიძლება დამონტაჟდეს ბინაში ან სახლშიც, მთავარი პრობლემა არის ჭერის სიმაღლე.

კლასიკური ზომის მოწყობილობაზე (70-80 სმ სიმაღლე), სადაც ბავშვის სიმაღლე 140 სმ-მდე უნდა იყოს, იგი თითქმის ჭერამდეც კი მიაღწევს. (ბატუტის პარამეტრები 250 სმ-ს აღწევს.) ასე, რომ მოწყობილობისა და ბავშვის ზომის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ,  ახტომისას მარტივი შესაძლებელია ბავშვმა თავი ჭერს მიარტყას და რაიმე დაზიანება მიიყენოს.

პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილია  შედარებით მოკლე მოდელები (20-30 სმ), რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ბინებისა და სახლებისთვის, ასევე ბავშვთა გასართოდ დარბაზებში დაბალი ჭერის გამო. ასეთი პარამეტრები საშუალებას გაძლევთ გქონდეთ იგივე სიღმის ბატუტი და არ შეგეშინდეთ დაზიანებების.