ბავშვის სკამ-მაგიდა

ბავშვის სკამ-მაგიდა ერთ-ერთი ის ნივთია რომელიც სახლში პატარის შემომატებასთან ერთად უნდა შეიძინოთ, საბავშვო ეტლთან ერთად.

ბავშვის სკამ-მაგიდა  არის სპეციალურად შექმნილი  მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს  პატარას, იკვებოდეს საკუთარ მაგიდაზე დედის დახმარებით ან სულაც დამოუკიდებლად.

ძალიან ხშირად, ბავშვის სკამ-მაგიდა აღჭურვილია საკუთარი თარო-მაგიდით, რის გამოც ბავშვს სახლის ნებისმიერ ადგილზე შეუძლია კომფორტულად ჭამა ან თამაში. ჩვეულებრივ, სკამები დამზადებულია ხისგან, გამძლე პლასტმასისგან ან  მეტალის შენადნობების ელემენტებისგან.

პლასტიკური მოდელები შეიძლება აღჭურვილი იყოს დასაკეცი მექანიზმით, მრავალი კორექტირებით, მოსახსნელი მაგიდით, ფეხის ჩამოსადებითა და უსაფრთხოების ღვედით.

ტრანსფორმატორები განკუთვნილია  ხანგრძლივი გამოყენების პერიოდზე, რომლებიც მარტივად შეიძლება გარდაიქმნას ორ ცალკეულ ობიექტად: კომფორტულ სავარძლად და  ბავშვის მაგიდად, რომელზეც შეუძლია თავისუფლად ხატვა და თამაში.

ბავშვის სკამ-მაგიდის შერჩევის პარამეტრები:

უსაფრთხოება - უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ სკამის სტაბილურობას. სასურველია, რომ  წინა ფეხებს შორის სპეციალური დასაკავშირებელი ჰქონდეს. თუ მოდელი აღჭურვილია ბორბლებით, დარწმუნდით, რომ აქვს ჩამკეტი სისტემა.

სასარგებლო იქნება სიმაღლის კორექტირების არსებობა, რათა განათავსოთ სავარძელი რაც შეიძლება დაბალ პოზიციაზე მაშინ, როდესაც ბავშვი იქნება მასში მოთავსებული. ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლებს, სავარძლის ღვედები განსაკუთრებით დაგჭირდებათ.

შეეცადეთ აირჩიოთ სკამების ისეთი მოდელები, რომლებსაც არ აქვთ  მკვეთრი კუთხეები და ადვილად შესაძლებელია მცირე ზომის ნაწილების ამოღება.

თარო-მაგიდებიანი საბავშვო სკამები

შეარჩიეთ სკამების ისეთი მოდელები, რომლებსაც მოსახსნელი თაროები ექნება.  ვინაიდან, მოხსნისას,  მათი გარეცხვა  გაცილებით მოსახერხებელია. ამავე დროს, ბავშვს შეუძლია  დამოუკიდებლად იჯდეს, როგორც თავის, ასევე - საოჯახო  მაგიდასთან.

დარწმუნდით, რომ თაროებს ჰქონდეთ მაღალი მხრები, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ხშირად ღვრიან და ფანტავენ  რაღაცებს მათ ზედაპირზე. დამაგრების მექანიზმი  უნდა იყოს მოსახერხებელი, მარტივი და გასაგები მშობლებისთვის.

სავარძლის საფარის მასალა

პლასტმასის სავარძლებზე ყოველთვის არის ნათელი, ფერადი და რბილი დასაფენები. სასურველია დამზადებული იყოს გამძლე მასალისაგან, რომლებიც ადვილად იწმინდება. ნუ შეაჩერებთ არჩევანს ქსოვილზე, ტყავზე ან მის შემცვლელზე, რადგან  დაბინძურების შემთხვევაში, ასეთი საფარის  გაწმენდა  სველი ტილოებით მოგიწევთ.

Chicco Polly Magic Relax (2019) - ყველაზე რეგულირებადი სკამი

მოდელის გამოყენება შესაძლებელია დაბადებიდან 3 წლამდე. Polly Magic Relax არის წარმოუდგენლად კომფორტული, რომელშიც პატარასაც კი შეუძლია დაძინება. პროდუქტი აღჭურვილია ანატომიური ჩანართით, რომელსაც აქვს ზამთრის და ზაფხულის მხარე.

6 თვიდან Chicco ტრანსფორმატორის შეგიძლიათ  გარდაქმნათ კომფორტულ საკვებ სავარძლად, რომელიც რეგულირდება სიმაღლის მიხედვით და გაფართოებით. 12 თვის ასაკიდან, Polly Magic Relax ხდება გვერდითი სკამი, რომელშიც პატარას შეუძლია ყველასთან ერთად დაჯდეს საერთო მაგიდასთან.

უპირატესობები:

  • მანევრირებადი ბორბლები საკეტებით;
  • გამოყენების შესაძლებლობა დაბადებიდან;
  • პრაქტიკული ეკო-ტყავის მასალა;
  • ღვედების არსებობა;
  • დაკეცილი ფორმით ძალიან კომპაქტურია.

ნაკლოვანებები:

  • ფეხებს შორის გამყოფი არ არის მოსახსნელი,რაც ბავშვის ზრდასთან ერთად მოუხერხებელია.

ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც არ სურს შეიძინოს ორი პროდუქტი ცალ-ცალკე: სკამი და მაგიდა.  მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ სივრცე ბინაში და აჩუქოთ თქვენს შვილს წარმოუდგენელი კომფორტი.

Happy Baby Berny V2 - პრაქტიკული და დახვეწილი დიზაინის

სკამი ძალიან  კომფორტული და თანამედროვეა,  მაგრამ მოდელის მთავარი უპირატესობა არის მოსახერხებელი სავარძელი, ძლიერი ჩარჩო და დიზაინის რეგულირების შესაძლებლობა.

Berny V2 შეიძლება გამოყენებულ იქნას 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მაქსიმალურ - 25 კგ-მდე დატვირთვას.  სავარძელზე არსებული ლეიბები ძალიან რბილია, რომელსაც უსაფრთხოების ქამრებიც მოყვება.

უპირატესობები:

  • ბორბლები აძლევს სკამს მოქნილობას;
  • გამოყენებული ყველა მასალა ჰიპოალერგიული და უსაფრთხოა.

ბავშვის სკამ-მაგიდის და სხვა უამრავი რამ შეგიძლიათ იპოვოთ, ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, შეიძინეთ ბარათით და მიიღეთ ფასდაკლება, ან გააკეთეთ თქვენზე მოსარგები განვადება!