ბავშვის მანეჟი

ბავშვის მანეჟი პატარის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ მისი საშუალებით ახერხებენ ბავშვები ფეხზე დგომისა და შემდგომ პირველი ნაბიჯების გადადგმის უსაფრთხოდ სწავლას.

ბავშვის მანეჟი უმნიშვნელოვანესი შენაძენია, რომელიც განაპირობებს თქვენი პატარას კომფორტულ ძილს, ამიტომ გადახედეთ ჩვენს მიმოხილვას და აარჩიეთ თქვენი პატარასთვის მოსარგები მოდელი.

ბავშვის მანეჟი ძირითადად რამოდენიმე დანიშნულებისთვის გამოიყენება. ამიტომ, სანამ უშუალოდ შენაძენს გააკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ პროდუქტის მიზანი: აპირებთ მის გამოყენებას ძილისთვის, სახლში სათამაშოთ თუ ბაღში დასატოვებლად.

თითოეულ შემთხვევაში, ბავშვის მანეჟი განსხვავებულია. ამიტომ არსებობს  ზოგადი მოთხოვნები. მასალის უსაფრთხოება, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს განვსაზღვრათ თუ რისგან მზადდება პროდუქტი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივ ხის ან ლითონის მასალებს, რომლებიც არ იქნება დაფარული ტოქსიკური ლაქებითა და  საღებავებით. გამოყენებული პლასტიკური ნაწარმი არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებს.

გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოება ჩვენი შვილებისთვის უპირველესია, ამდენად გვინდა რამოდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

  • შესაკრავები -  ყურადღება მიაქციოთ ამ დეტალს, განსაკუთრებით დამონტაჟების დროს;
  • დამცავი ბადე -  შეარჩიეთ პატარა უჯრედებით, რათა ბავშვმა თითების მოთავსება ვერ შესძლოს მათში;
  • საკეტის არსებობა;
  • რბილი კიდეები და გლუვი კუთხეები.

სხვადასხვა მოდელს ასევე მოყვება დამატებითი აღჭურვილობები: თაროები სათამაშოებისთვის, ბოთლები, მარყუჟები და სათამაშო ან მუსიკალური პანელები.

სათამაშო მანეჟი  მარტივად უნდა მოთავსდეს ოთახში, ასე რომ, სანამ იყიდით, სასურველია წინასწარ გაზომოთ ის თავისუფალი ადგილი, სადაც აპირებთ მის განთავსებას.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს,  Polini Basic -ის ფირმას, საკმაოდ კომპაქტური და დაბალი ღირებულების მანეჟები აქვს. დაშლილი ფორმით მისი ზომები თითქოს მცირეა,  (107x73x77 სმ) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მასში არასასიამოვნოდ იქნება მოთავსებული.

მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რათა ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს თავს მანეჟში.  ამავე დროს,  ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე, რაც გამოიხატება გლუვი კუთხეების დამზადებით, რბილი საფარითა და სქელი გამჭვირვალე ბადეების არსებობით.

ეს ყველაფერი დამზადებულია აბსოლუტურად უსაფრთხო მასალებისგან. მანეჟის გადაადგილების თავიდან ასაცილებლად, მის  ფეხებთან სპეციალური ბალიშები იდება. პლასტმასისგან დამზადებულ სპეციალურ სახელურ-რგოლებზე ბავშვი შეძლებს ისწავლოს როგორც დგომა, ასევე - სიარული.

უპირატესობები:

  • ადვილად დასაკეცი;
  • უსაფრთხო და მოსახერხებელი;
  • დაბალი ფასი;
  • ადვილად გაწმენდადი.

ნაკლოვანებები:

  • მცირე ზომის.
  • მოდელი შესაფერისია ექვსი თვის ასაკიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის. განკუთვნილია 18 კგ-მდე წონის ბავშვებისთვის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, ონლაინ მაღაზიის isurve.ge-ს გვერდზე შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მანეჟის ფასები იხილოთ, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეიძინოთ მანეჟები ფასდაკლებით ან სულაც განვადებით.

არჩევანის შესაძლებლობა ძალიან დიდია, ამიტომ, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და შეარჩიეთ ის მოდელი, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენთან შეძენილ ნებისმიერ ნივთს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულიად უფასოდ მიიღებთ.

და ბოლოს, კიდევ ერთი მოდელი Baby Care Cubo  მინდა წარმოგიდგინოთ.

ეს არის პოლონური ბრენდის საბავშვო მანეჟი, რომელსაც კვადრატული ფორმა და ლითონის ჩარჩო აქვს და დაფარულია  სპეციალური რბილი მასალებით.

კუთხეები დაცულია პლასტიკური მასალებით, ხოლო გვერდების ზედა ნაწილი დამზადებულია რბილი მასალისგან. ფეხების სტაბილურობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას - ისევე, როგორც სპეციალური საკეტი, რომელიც არ იძლევა მოწყობილობის სპონტანურად დაკეცვის შესაძლებლობას.

უპირატესობები:

  • ნათელი დიზაინი;
  • ადვილად დასაკეცი;
  • კომპლექტში შედის სპეციალური სატარებელი ჩანთა;
  • უსაფრთხოება და გამოყენების სიმარტივე.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს ბორბლები.