ალუმინის ქვაბები

ალუმინის ქვაბები ისურვეს ონლაინ მაღაზიაში საუკეთესო ფასად . იყიდეთ სასურველი ნივთი განვადებით ან ფასდაკლებით მომენტალური გადახდისას და ჩვენ მას თქვენთვის სასურველ მისამართზე სრულად უფასოდ მოგაწვდით.

თუკი ჭურჭლის მაღაზიაში,  საოჯახო ნივთებსა და ჭურჭელს შორის საათობით სიარული, შერჩევა, შეძენა  მოსაბეზრებელი პროცედურა სულაც არ არის, მაშინ ისიც კარგად გეცოდინებათ, საოჯახო ქვავების ნაკრების რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი დახლებზე.

ალუმინის ქვაბები გემრიელი სადილის მოსამზადებლად საუკეთესოა

ალუმინის ქვაბები დიასახლისების საყვარელი ჭურჭელია , რომელიც დიდი ხანია ყველას ნდობით სარგებლობს. მისი სიმსუბუქისა და პრაქტიკულობის გამო ყოველდღიური მოხმარებისათვის საუკეთესოა.

იმისათვის, რათა განასხვაოთ ალუმინის ქვაბები სხვა მასალის ქვაბებისაგან, მოგითხრობთ მის უპირატესობებზე.

ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ დრო, მაღაზიებში სიარულით არ დაიღალოთ თავი და ჩვენთან შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის ალუმინის ქვაბები,

ქვაბების ნაკრები ძირითადად რამოდენიმე სხვადასხვა მასალითაა წარმოდგენილი. მაგალითად, შეხვდებით ემალის, კერამიკის, თუჯის ქვაბებს,  რომელთა შორის, ერთ-ერთი ალუმინის ქვაბებია. დღევანდელი აღწერაც სწორედ ალუმინის ჭურჭელს დაეთმობა, თუმცა იქამდე, ზოგად, მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ ქვაბებთან დაკავშირებით.

უჟანგავი ფოლადის ქვაბები - კერძის მომზადების პროცესში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის კოვზები. მათ შორის როგორც ლითონის, ასევე - არალითონის. რადგან ქვაბების ზედაპირი კარგად უძლებს ნებისმიერ მჟავას, შეგიძლიათ  მასში კერძები  ძმრითა და ლიმონის წვენითაც მოამზადოთ.

ზოგადად, უჟანგავი ფოლადის ქვაბები   დიზაინითაც საკმაოდ ლამაზია ამიტომ, ეს სილამაზე, მრავალი წლის განმავლობაში შეგიძლიათ თქვენს სამსახურში იგულოთ. აქვს მრავალფენიანი, სქელი ზედაპირი და კედლები, რომელიც არ იწვავს საკვებს პროდუქტებს. ამასთან, უძლებს ცვალებად ტემპერატურას და მარტივად შესძლებთ ნებისმიერი კერძის მომზადებას.

თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებელი გთავაზობთ უჟანგავი ფოლადის ქვაბებსა და ტაფებს. მათ შორის : Tefal, Vitesse, Mayer&Boch, Tescoma, Rondell, Taller, Regent Inox, Gipfel. ჭურჭლის მაღაზიაში ასევე შეხვდებით შედარებით დაბალფასიან მწარმოებლებს, რომლებსაც თავის კატალოგში უჟანგავი ფოლადის ქვაბები აქვთ წარმოდგენილი, მაგრამ

გაითვალისწინეთ: კარგი ფოლადის ქვაბები არ შეიძლება იყოს იაფი!

მეორე პოპულარული მასალა, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებში, ეს არის - ალუმინის ქვაბები. მასალა მსუბუქია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ალუმინის ჭურჭელში წყალი სწრაფად დუღდება, ამიტომ წვნიანების მოსამზადებლად ძალიან კარგი ვარიანტია. ქვაბები და ტაფები წარმოდგენილია ისეთი მწარმოებლებისგან, როგორიცაა: Tefal, Vitesse, Rondell და Taller. ამდენად, არჩევანის შესაძლებლობა უდაოდ დიდია.

კერამიკის ქვაბები უკვე მრავალი წელია რაც ბაზარზე არსებობს და გამორჩეულია იმით, რომ არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, არ შედის ურთიერთქმედებაში  საკვებთან და დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.  ქვაბის განთავსება შესაძლებელია ღუმელშიც და ამასთან, მოხარშულ კერძებს განსაკუთრებულ გემოსაც სძენს.

MAYER & BOCH MB 27654   - ეს არის 3.4 ლიტრიანი, ლამაზი ალუმინის ქვაბი, რომელიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს დიასახლისების მხრიდან. მოდელი ფართოა, მაგრამ მაინც საკმაოდ კომპაქტური, რომელსაც 20 სმ-იანი დიამატრი აქვს.

დადებითი:

  • ძალიან მსუბუქია - 1.2 კგ;
  • აქვს მარმარილოს წებოვანი, ეკოლოგიურად სუფთა საფარი, რომელიც კარგად უძლებს ნაკაწრებსა და სხვადასხვა წინააღმდეგობას;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • ქვაბის მოთავსება არ არის რეკომენდირებული ინდუქციურ ღუმელზე.

SWISS DIAMOND SD6124ic induction - ერთ-ერთი გამძლე ქვაბი, რომლის ღირებულება მართალია მაღალია, მაგრამ, სამაგიეროდ, ხარისხის თვალსაზრისით, ნამდვილად ღირს ყიდვა.

ქვაბის მოცულობა 5.2 ლიტრია, რომელიც უძლებს ტემპერტურის უეცარ ცვლილებას. უშუალოდ ლითონი ძალიან გამძლეა, ხოლო მოდელს აქვს დამცავი საფარი როგორც შიგნით, ასევე - გარეთ.

დადებითი:

  • წებოვანი დამცავი საფარი;
  • ძლიერი სახელურები;
  • შესაძლებელია ინდუქციური ღუმელის დახმარებით კერძების მომზადება;
  • მრავალწლიანი გამძლეობა.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • წონა - 2,2 კგ.

POLARIS Bellagio-20C - ქვაბი, რომელიც სრულიად უნივერსალურია, რადგან აბსოლუტურად ყველა ღუმელს მიესადაგება. როგორც  ელექტროს, ისე - გაზქურებს. მოცულობით დიდად ვერ დაიკვეხნის, რადგან სულ რაღაც 2.4 ლიტრიანია, ხოლო დიამეტრი - 20 სმ აქვს.

დადებითი:

  • ტაფით იმუშავებთ ინდუქციურ ღუმელთან;
  • შეგიძლიათ ღუმელშიც მოათავსოთ;
  • დიდხანს ინარჩუნებს სითბოს;
  • აქვს ორწლიანი გარანტია.

მინუსები:

  • სახურავზე არსებული რკინის რგოლი, ძალიან ცხელდება კერძის მომზადებისას.