სრული კოლექცია


Zanussi

იტალიური წამყვანი ბრენდის Zanussi-ს პროდუქციის ფართო არჩევანი. ზანუსის ნაწარმი მაღალი ხარისხით, კომფორტითა და რაც მთავარია გამძლეობით გამოირჩევა, რაც ამ ბრენდს მოწინავე პოზიციებში აყენებს.

Zanussi იტალიური საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიაა, რომელიც 1916 წელს დაარსდა. 1984 წელს შეიძინა  კომპანია Elextrolux -მა.

ისტორია

1916 წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, მეწარმე ახალგაზრდამ, სახელად ანტონიო ზანუსმა,  დაიწყო სამზარეულო ღუმელების წარმოება და სწრაფადვე შესძლო მრავალი ინოვაციური პროდუქტის შექმნა.

1950-იანი წლებისთვის ანტონიოს ვაჟი - ლინო ზანუსი, სათავეში ჩაუდგა კომპანიის მმართველობას, რომელსაც უკვე  300-მდე თანამშრომელი ჰყავდა. 50-იანი წლებისთვის, კომპანია  ცნობილი იყო მთელს ევროპაში თავისი გაზქურებით , რომლებიც იმ დროისათვის გამოირჩეოდა კომპაქტურობით, შესრულებითა და მოხერხებულობით.

1984 წელს, Zanussi გახდა Electrolux AB Stockholm-ის  ნაწილი, რომლის ინვესტიციებმა ხელი შეუწყო იტალიური დიზაინის  საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვითარებას.

Zanussi -ის ბრენდი აწარმოებს ეკონომიურსა  და საშუალო ფასების  აღჭურვილობას, რომლის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს წვრილსა და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას , ასევე კლიმატურ და პროფესიონალური აღჭურვილობის ფართო სპექტრს.

კონდიციონერი ZANUSSI  ZACS-07 HS/N1 მოდელი, ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია ჩვენს საიტზე, რომელიც მახასიათებლებით სულაც არ ჩამორჩება წამყვანი ბრენდის მოდელებს.

მოწყობილობის დამონტაჟება შესაძლებელია 15-20 მ² ფართში, რომელიც კედლის სპლიტ-სისტემაა. ენერგოეფექტურობის კლასი A-ია, მაგრამ  ძალიან  ბევრ ენეგიასაც არ მოიხმარს.  აქვს ორი რეჟიმი გაგრილება-გათბობის. გაგრილების სიმძლავრეა  2190 W, გამოყენებული სიმძლავრე კი 684 W-ია. რაც შეეხება  გათბობის სიმძლავრეს, ეს მაჩვენებელი 2640 W-ია, ხოლო გამოყენებული სიმძლავრე  649 W.

შიდა ბლოკის ხმაურის დონეა 24 დბ, გარე ბლოკის კი -  53 დბ. მაქსიმალური ჰაერის ნაკადია 7,42 მეტრ3/წთ.  ZANUSSI კონდიციონერის ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია: ვენტილაცია, ძილის რეჟიმი, ტემპერატურის ავტომატური შენარჩუნება, ტურბო რეჟიმი, თვითდიაგნოსტიკა, ავტომატური გადატვირთვა, დისტანციური მართვა და ტაიმერი.

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ფიზიკური მახასიათებლების  მიმოხილვა. კონდიციონერი წარმოდგენილია თეთრ ფერში, რომლის შიდა ბლოკის ზომა 715 x 285 x 194 მმ-ია წონა 7 კგ, ხოლო  გარე ბლოკის ზომა 700 x 550 x 275 მმ-ია, ხოლო წონა - 25 კგ.

კიდევ ერთი მსხვილი ტექნიკის ხაზიდან ეს არის სარეცხი მანქანა Zanussi ZWSH7100SS, რომლის მაქსიმალური ჩატვირთვის მოცულობა 7 კგ-ია, ბრუნვის სიჩქარე კი 1000 ბრ/წთ-ში.

მანქანის ზომაა 850 x 600 x 440 მმ, ხოლო წონა 56 კგ. რეცხვის რეჟიმის რამოდენიმე სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მათ შორის: ბამბა, ეკო, სინთეტიკა, შერეული ქსოვილები და  დამატებითი გავლება.

არის კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის მინი სარეცხი მანქანა Zanussi FCS 1020 C , რომლის მოთავსებაც შესაძლებელია სამზარეულოში, სარეცხი ნიჟარის ქვეშ.

მანქანის სიგრძე 67 სმ-ია, ხოლო სიგანე მცირე - 50 სმ. ასე რომ,  ადვილად მოერგება თითქმის ნებისმიერ ნიჟარას.

მისი მცირე ზომებიდან გამომდინარე, მხოლოდ  3 კგ თეთრეულის მოთავსებაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, მანქანა ავტომატურად ირჩევს წყლის რაოდენობას და თავად არეგულირებს ქაფის წარმოქმნას.

დადებითი:

  • რეცხვისა და გაშრობის მაღალი ეფექტურობა;
  • წყლის ეკონომიური  მოხმარება;
  • სრული დატვირთვით,  ასევე ენერგიის ეკონომიური მოხმარებაც - 510 კვტ.ს;
  • შესაძლებელია ხელით  სხვა რეჟიმის ან  ციკლის დამატება;
  • ბარაბანის სიჩქარე თავისუფლად რეგულირდება  - მაქსიმუმ 1000 rpm;
  • ინდივიდუალური სარეცხი რეჟიმებისთვის, შეგიძლიათ ხელით დაარეგულიროთ წყლის ტემპერატურა.

მინუსები:

  • ციკლის დასრულებამდე დროს არ ითვლის;
  • არ აქვს სწრაფი რეჟიმები - უმოკლეს ციკლს არანაკლებ 40 წუთი სჭირდება;
  • მაღალი ღირებულება.

შეიძინეთ თქვენი სახლისთვის ყველანაირი ტექნიკა ისურვეზე, მიიღეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებები და მთელი ქვეყნის მაშტაბი, უფასო საკურიერო მომსახურება.