სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 17 გვერდი

წვრილმანი ხელსაწყოები

თითოეულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს საკუთარი კუთხე სახლში, რომელშიც ყველა საჭირო სამშენებლო იარაღები  და წვრილმანი ხელსაწყოები იქნება განთავსებული.

ხელსაწყოების კუთხის არსებობა, მნიშვნელოვანი და ძალზედ საჭიროა ყველა სახლში, მისი მოწყობა შეიძლება ძალზედ დამღლელი იყოს, ამ რთულ საქმეს ისურვე გაგიმარტივებთ.

რა ძირითადი ხელსაწყოები სჭირდებათ მამაკაცებს კომფორტის შესაქმნელად?

ხრახნიანი დრელი

ზოგჯერ სახლში წარმოიქმნება ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭიროა კარის გაღება, თაროს ჩამოკიდება ან ახალი ავეჯის დამონტაჟება. კარგ ხელოსანს კი ხელსაწყოების რეზერვში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხრახნიანი დრელი.

მნიშვნელოვანია, რომ დრელს ჰქონდეს რამონდენიმე სხვადასხვა ფუნქცია, მათ შორის საბურღი. საბურღი დრელით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩამოკიდოთ სურათი ან განათავსოთ თარო. ბეტონის კედლის გასაბურღად კი გამოიყენება უფრო დიდი ზომის ხელსაწყოები. მაგალითად, ისეთი როგორიცაა პერფორატორები.

ჩაქუჩი

ჩაქუქის რამდენიმე  სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ყველა მათგანი  განსხვავდება ზომის მიხედვით. მისი საშუალებით შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სურათი და შეცვალოთ პერანგის საკიდი. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარემონტო სამუშაოების შესრულებისას.

კიბეები

სახლის პირობებში თუკი ნათურის შეცვლა გსურთ, მაღალ თაროებზე მტვრის გადაწმენდა, ფარდების ან სურათების ჩამოკიდება,  მაშინ პარატა ზომის კიბე ძალიან მოსახერხებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ კიბეები ორ ტიპად იყოფა: საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და პროფესიონალურ მოდელებად, მათი  წონა და გამძლეობაც განსხვავებულია.  საშინაო საჭიროებისთვის საკმარისია აირჩიოთ მსუბუქი წონის, ხოლო დატვირთული სარემონტო სამუშაოებისთვის უმჯობესია პროფესიონალური სამშენებლო კიბეები.

საყოფაცხოვრებო მოდელები - მსუბუქია, სუსტი კავშირებითა და ყოველგვარი დამატებითი დამჭერების გარეშე. გარდა ამისა,  შედარებით დაბალია, რომელიც განკუთვნილია პერიოდული გამოყენებისთვის. ასეთი ტიპის კიბეები  უძლებენ მხოლოდ 100 კგ-მდე დაწოლას.

ხელსაწყოების ყუთი

ხელსაწყოების ყუთი  სახლისთვის ნამდვილად შეუცვლელი ნივთია. ნამდვილი მამაკაცისთვის, ასეთი ნაკრები იგივეა რაც  მეკობრისთვის საგანძური  ან  ბავშვისთვის  სათამაშოებით სავსე ყუთი. თუ სახლში ასეთი ხელსაწყოების ჩემოდანი გაქვთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენთვის   ყველაფერი  საათივით აწყობილად მუშაობს.

მნიშვნელოვანია, რომ ხელსაწყოების ყუთში იძებნებოდეს სხვადასხვა ზომის და სიგრძის ხრახნები, რგოლის საყრდენები, გაზქურის ინსტრუმენტები და არასტანდარტული საქშენების ნაკრები.

ხელის ხერხი

ამ მოწყობილობის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია მამაკაცის საშინაო არსენალი. თუკი ელექტრო ბენზო ხერხით უფრო დიდი დავალებების შესრულებაა შესაძლებელი, მათ შორის ხის მორების დაჭრა, ხელის ხერხს ამდენად დიდი შესაძლებლობები არ გააჩნია და იგი ძირითადად შექმნილია სტანდარტული დავალებების შესასრულებლად.

როგორც წესი, ხელის ხერხი  არსებობს  როგორც ლითონისთვის, ისე ხის დასამუშავებლად. სახლში უმჯობესია ორივე ტიპი იყოს.

ქანჩი, სახრახნისი

ყველა  სარემონტო სამუშაოები, სადაც საჭიროა მასალების დაკავშირება, გამოიყენება ქანჩი , ბრტყელტუჩა, ან  სახრახნები. სწორედ ამიტომ, ასეთი იარაღების ნაკრები უბრალოდ აუცილებელია საოჯახო სამუშაოების შესასრულებლად. დაწყებული სანტექნიკის  სამშენებლო სამუშაოებით, დასრულებული ინტერიერის სხვადასხვა დეტალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღები საკმარისად მარტივი გამოსაყენებელია, საჭიროა გარკვეული გამოცდილება მათ ასათვისებლად. ზემოთ მოყვანილი ნაკრების გათვალისწინებით, შეგიძლიათ ეფექტურად შეასრულოთ დავალებები სახლში.