თმის დასახვევი სტაილერი (მაშა)
თმის დასახვევი სტაილერის შერჩევა არც ისე რთული საქმეა, და ბევრია დამოკიდებული უშუალოდ თქვენს გემოვნებაზე. თუმცა, მეორეს მხრივ თმის დასახვევის შერჩევაში ბევრი ფაქტორია გასთვალისწინებელი. კერამიკა თუ ტიტანი, სამმაგი სახვევი თუ ხელჯოხის სტრუქტურა, ბევრი კითხვის ნიშანია. ასევე ბევრია დამოკიდებული უშუალოდ თქვენი თმის სიგრძესა და ტექსტურაზე, და ასევე იმაზე თუ ამ თმის სტალიერით რა ტიპის თმის მიღება გსურთ. ჩვენ ვეცდებით თმის დასახვევის იაფად და გემოვნებით გაყიდინოთ
, ასევე შეგახსნებთ რომ ჩვენთან უფასო სახლზე მიტანის სერვისი მუშაობს.
ისურვეს დახმარებით თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მოურაოთ თავს და დაიყენოთ ისეთი ვარცხნილობები, როგორიც მოგესურვებათ.
თმის დასახვევი უთო, მასალის კუთხით, რამდენიმე ვარიაციაში არსებობს:
- კერამიკა - ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. მალე ცხელდება და თანაბრად გამოსცემს სითბოს. კერამიკული თმის სახვევი ძალიან კარგად მუშაობს. თუ თქვენ ბევრი ფიქრი და მსჯელობა გეზარებათ, ან ეჭვებით ხართ შეპყრობილი, მაშინ ეს ვარიანტი აირჩიეთ.
- ტურმალინი - შექმნილია იგივე დასახელების მინერალის ზედაპირისგან და ამ მასალისგან შექმნილი სტაილერები გამოსცემენ ნეგატიური იონებს ე.წ. ფიზთან საბრძოლველად, რაც თქვენს თმას იდეალურ ხარისხს სძენს.
- ოქრო - მოოქროვებული უთოები უფრო და თანაბრად ხურდება. იდეალურია შედარებით უხეში და მსხვილი თმისთვის.
- ტიტანი - გამოიყენება პროფესიონალი თმის სტაილერების მიერ, ყველაზე მსუბუქია და ყველაზე მაღალ ტემპერატურებს აღწევს, თუმცა ამავე დროს მისი მოხმარება მეტ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.
თმის სტაილერის ღერძის ზომა
თმის დამხვევი სტაილერი (მაშა) რამდენიმე განსხვავებული ღერძის ტიპის არსებობს . სასურველია თქვენ აარჩიოთ ისეთი რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენი თმის სიგრძესა და ტექსტურას, ასევე უშუალოდ თქვენთვის სასურველი ნახვევის ზომას.
- ¾ ინჩიანი - მცირე ზომის ღერძი საუკეთესოა მოკლე თმისა და მცირე ზომის ნახვევებისთვის. ასევე ხვეულ თმას აძლევს მოცულობას.
- 1 ინჩიანი - საუკეთესოა, და ფაქტიურად ამ ტიპის სახვევების სტანდარტია, რადგან სხვადასხვა ზომებსა და ფორმებთან მუშაობა შეუძლია.
- 1 ½ ინჩიანი - გრძელი თმის დახვევა ბევრად ადვილია მსხვილ ღერძიანი თმის ავტომატური დამხვევით. მისი საშუალებით თმის დიდი მონაკვეთები თბება თანაბრად და ასევე ადვილად მიიღწევა ტალღოვანი სტრუქტურა.
თმის დასახვევის სიმხურვალის ტიპები
ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია ნახვევის შენარჩუნებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა არა უშუალოდ მისი სილამაზისა და ჯანმრთელობის ხარჯზე. თხელი და დაზიანებული თმა უნდა დამუშავდეს ხარისხიანი სავარცხელით და რაც მთავარია, დაბალი სიმხურვალით, და ჯამში კი 230 გრადუსზე მეტი ტემპერტურა არც ერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული (თუ თქვენ პროფესიონალი არ ბრძანდებით). ასევე კარგი იქნება წინასწარ გამოიყენოთ თმის დაწვისგან დამცავი სპრეები.
- თხელი ან ქიმიურად დამუშავებული თმები - არასდროს დაიმუშავოთ თმები 150 გრადუსზე მეტი ტემპერატურით, იმიტორომ რომ დიდია დაზიანების რისკი.
- ჯანმრთელი ან საშუალო სისქის თმა - შეგიძლიათ იმუშავოთ 150დან 200 გრადუსამდე დიაპაზონში.
- სქელი, ხუჭუჭა ან უხეში თმა - ამ შემთხვევაში თმის დამუშავება რომ შეძლოთ შესაძლებელია 230 გრადუსამდეც კი ასვლა, თუმცა აუცილებლად ნაბიჯნაბიჯ და ნელნელა იმუშავეთ თმებთან რომ შემთხვევით არ დაიზიანოთ ისინი.
უშუალოდ ფორმების კუთხით არის არჩევანი ხელჯოხის, კლასიკური ხვეულას, კონუსურსა და ორმაგი/სამმაგი ღერძის თმის სტაილერებში. თითოეულ მათგანს ადვილად შეუძლია მეორეს ფუნქციის შესრულებაც, და მათთან მოხერხებულად მუშაობა უკვე თქვენსთვის კომფორტზეა დამოკიდებული.