სრული კოლექცია


თერმო ფენი

თერმო ფენი - ძალიან საჭირო ინსტრუმენტი სრული ასორტიმენტით. ყველა მოდელი, ნებისმიერი სიმძლავრის თერმო ფენზე  განვადება და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან .

თერმო ან იგივე ტექნიკური ფენი , სპეფიციური, თუმცა ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოა.

მისი მახასიათებლები მარტივი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამაბნეველია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მასთან შეხება პირველად გვაქვს.

ამიტომ, წარმოგიდგენთ ერთგვარ შეჯამებას ყველა იმ ფაქტორისა, რომელსაც კარგი იქნება, თუ მისი შერჩევისას გაითვალისწინებთ.

როგორ შევარჩიოთ თერმო ფენი?

თავდაპირველად გავცეთ პასუხი მარტივ კითხვას, ანუ რისგან შედგება თერმო ფენი?

ამ ხელსაწყოს ძირითად ნაწილებს გამაცხელებელი ელემენტი, ძრავი და თავად ფენი წარმოადგენს.

მუშაობის პრინციპი შემდეგია:

ფენი უბერავს თბილ ჰაერს თერმო ელემენტიდან და მიმართავს მას ხელსაწყოს თავისკენ.

სწორედ ამ მარტივი პრინციპის გამო, ტექნიკური ფენი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი ელექტრო ხელსაწყოა.

თუმცა, თქვენს ყურადღებას მისი არჩევისას საინტერესო საკითხებზე მაინც შევაჩერებთ.

საკითხი 1: DIY თუ პროფესიონალური?

ამათგან პირველი მხოლოდ საშინაო, შედარებით ნაკლები სიხშირით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

რაც შეეხება პროფესიონალურ მოდელებს (მაგალითად Makita, Dewalt, Bosch და ა.შ.) მათი საშუალებით შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება შეგიძლიათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორი 2: სიმძლავრე

სამოყვარულო მოდელების სიმძლავრე 500-დან 2500 ვატამდე მერყეობს. ამ კუთხით არჩევანი თქვენს მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული. 

სიმძლავრის კუთხით საინტერესოა ჰაერის ნაკადის მიწოდების სიჩქარეც. საშუალო მაჩვენებლად წუთში 500-800 ლიტრი მიიჩნევა.

საჭირო ფუნქცია 3: ტემპერატურის რეგულირება

დიახ, დაგვეთანხმებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციონალია. ტექნიკური ფენი, რომელსაც ფიქსირებული ტემპერატურა აქვს, ნაკლებად მოსახერხებელია და უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ამ ტიპის მოდელები თითქმის აღარ გვხვდება.

სასურველია თუ მინიმუმ 2 ან მეტი სიჩქარის მქონე ფენზე გააკეთოთ არჩევანი.

4: რეგულირებადი ჰაერის ნაკადი

ანალოგიურად, ტემპერატურის ცვლილების შესაძლებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ჰაერის ნაკადიც.

სენსიტიურ მასალასთან მუშაობის პროცესში ეს ძალიან საჭირო რამაა და რეკომენდაციას გიწევთ, მოდელის შერჩევისას ეს ფაქტორიც აუცილებლად გაითვალისწინოთ.

სხვა ფაქტორები თერმო ფენის შერჩევისას

წარმოგიდგენთ დამატებით ფაქტორებს, რომლებიც სტანდარტულ მოდელებს არ აქვთ, მაგრამ ვფიქრობთ საჭიროა იცოდეთ, რითი გამოირჩევა პრემიუმ ხარისხი ჩვეულებრივი ფენებისგან,

  • LCD და LED განათებები;
  • ტემპერატურის სკანერი - ამით უფრო პროფესიონალურ მოდელები გამოირჩევიან, თუმცა ზოგიერთ სამოყვარულო ფენსაც აქვს. მისი დანიშნულება ტემპერატურის მეტი კონტროლია. ანუ საშუალებას გაძლევთ იცოდეთ არა მხოლოდ გამომავალი ტემპერატურა, არამედ უშუალოდ თავთან იმ დროისთვის არსებული სიცხის დონეც (გახურების გათვალისწინებით);
  • ავტო გათიშვის ფუნქცია გადახურებისას;
  • მოსახერხებელი (დასადგამი) დიზაინი;
  • მტვრის ფილტრი, მოწყობილობის დასაცავად;
  • დამატებით თერმო ფენის თავები, ჰაერის ნაკადის მიმართულების უკეთ საკონტროლებლად.~

პროფესიული ტექნიკის შესაძენათ ისურვეს ვებ საიტი საუკეთესო ადგილია, ისურვეზე ყველაზე ფართო არჩევანია, ჩვენთან შეგიძლიათ ყველანაირი დანადგარის პოვნა, რომელიც თქვენს საქმიანობას გაგიადვილებთ.

თერმო ფენი იაფად და მოსახერხებელი განვადებით შეგიძლიათ ისურვეზე ნახოთ, გისურვებთ წარმატებას!