ტელევიზორები ყველაზე იაფად

ტელევიზორები ყველაზე იაფად საქართველოში. წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები 700 ლარამდე ღირებულებით. სმარტ, ანდროიდ, 4 K სისტემები საუკეთესო არჩევნის გასაკეთებლად.

რა ტიპის ტელევიზორები არსებობს ქართულ ბაზარზე?

დღეისთვის, ტელევიზორების სრული ბაზარი 4 ძირითად კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ.

ამ კატეგორიებში არ არის შეყვანილი ძველი, არა LED ეკრანის მქონე მოდელები და ასევე ცალკეული გამონაკლისები, რომელიმე კონკრეტული ბრენდის 1 კონკრეტული ტელევიზორი, რომელიც სხვა მწარმოებლების არჩევანში არ გვხვდება.

  • სტანდარტული ლედ ტელევიზორები სმარტ ფუნქციის გარეშე;
  • სმარტ ტელევიზორები, ანდროიდის ან სხვა საოპერაციო სისტემის ბაზაზე;
  • სმარტ მოდელები 4K ჩვენებით
  • 4K ან უბრალოდ სმარტ რკალისებრი, ე.წ მოღუნულ ეკრანიანი მოდელები

თითოეულ ამ კატეგორიაში ისურვე ძალიან დიდ არჩევანს გთავაზობთ და ფასებიც ყველაზე კონკურენტულია საქართველოში.

როგორ ვიყიდოთ ტელევიზორები ყველაზე იაფად?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ უახლესი 4K ჩვენების მქონე, იგივე UHD ანუ ულტრა HD ტელევიზორების საწყისი ფასი 1200-1300 ლარია და მათ იაფ კატეგორიაში ნამდვილად ვერ გავიყვანთ.

ასევე უნდა ვთქვათ, რომ როცა სმარტ მოდელებზე ვსაუბრობთ, ყველაზე იაფად 24 და 32 ინჩიანი ტელევიზორები იყიდება, შედარებით იშვიათად 40 ინჩიანი დიაგონალსაც შეიძლება შეხვდეთ.

ხოლო არა სმარტ მოდელებზე ეს არჩევანი 43 ინჩამდე იზრდება.

შესაბამისად, თუ თქვენი არჩევანი ან პარამეტრებს აკმაყოფილებს, მაშინ ისურვე საუკეთესო ადგილია ტელევიზორის ყველაზე იაფად შესაძენად.

რაც მთავარია, თითოეული მოდელი 1 ან 3 წლიანი გარანტიის ქვეშ იყიდება და შეგიძლიათ იყიდოთ განვადებითაც.

დაველოდოთ თუ არა აქციებს, როცა ტელევიზორი იაფად გვსურს ვიყიდოთ?

უნდა აღინიშნოს, რომ აქციები, რომლებიც ტელევიზორებზე ფასდაკლებებს გვთავაზობენ როგორც წესი სეზონურია, მეტიც, ძირითადად ახალი წლის პერიოდში აქტიურდება.

ცხადია, მსგავს აქციას წელიწადის სხვა დროსაც შეხვდებით, მაგრამ ისინი ხშირად მარკეტინგულ ხრიკებს წარმოადგენს ან ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა მარაგში.

შესაბამისად, გირჩევთ, რომ თუ ჩვენს კატეგორიაში განთავსებულმა ამ ტელევიზორებმა თქვენი სურვილი ვერ დააკმაყოფილა, ფასდაკლებისთვის დალოდების ნაცვლად ყურადღება მიაქციოთ აქციებს, რომლებიც შენაძენთან ერთად საჩუქრებს გვთავაზობენ.

ამ შემთხვევაში ტელევიზორის ფასად შეიძენთ სხვა ნივთსაც, რაც თავისებურად აიაფებს თქვენს შენაძენს.

რა ფასი უნდა გადავიხადოთ იაფ ტელევიზორში?

სარეკომენდაციო ფასები ასე შეიძლება გამოიყურებოდეს:

  • სმარტ ტელევიზორებზე - 500 ლარიდან 700 ლარამდე, დიაგონალის ზომის მიხედვით;
  • არა სმარტ მოდელებზე - 400-დან 500 ლარამდე.

ეს ნიშნავს, რომ განვადებით თქვენს მიერ შერჩეული მოდელის ფასი თვეში 21 ლარიდან შეიძლება იწყებოდეს და არ აღემატებოდეს თვეში 35-36 ლარს.

აქვე გირჩევთ, რომ წარმოდგენილ შეთავაზებებს შორის შეარჩიოთ შემდეგი პარამეტრების მიხედვით: იყოს რაც შეიძლება ცნობილი ბრენდი, ჰქონდეს სმარტ ფუნქცია, მაქსიმალურად დიდი დიაგონალი და ხანგრძლივი გარანტია.

ჩვენების ხარისხი, ოპერატიული და შიდა მეხსიერებები ამ კატეგორიის ტელევიზორებში დაახლოებით ერთნაირია და მნიშვნელოვან სხვაობას ვერ აღმოაჩენთ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ შენაძენს ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ, თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ტელევიზორები იაფად ისურვეზე უზარმაზარი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი

თანამედროვეობაში ტელევიზორის უახლეს დიზაინს წარმოადგენს ტელევიზორი რკალისებრი ეკრანით, რომელის შეძენასაც ისურვეზე შეძლებთ.

მათ, ვისაც ტრადიციული - ბრტყელეკრანტიანი ტელევიზორის შეძენა სურს, გთავაზობთ საუკეთესო გამოსახულების მქონე ტელევიზორების იმ მოდელებს, რომელთაც ქმნიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები.

თუმცა საბოლოოდ ტელევიზორის შეძენისას ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.

ვიფიქრეთ, ზემოთ წარმოდგენილი რამდენიმე რჩევა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. გისურვებთ წარმარებას!