სოკანის თმის სახვევი (Sokany)

სოკანის თმის სახვევი, ოფიციალური გარანტიით. ყველაზე იაფად და ონლაინ განვადებით . უფასო ადგილზე მიტანა მთელს საქართველოში.

ბოლო წლების განმავლობაში თანდათან წამოვიდა ხუჭუჭა გოგონების ტენდენცია. „ბუჩქი“ თმებით სიარული ბევრისთვის უფრო სახალისო და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩამოსწორებული თმებით.

ტენდენციას თმის ავტომატურ დასახვევებზე მოთხოვნაც მოჰყვა , რასაც ამაზონზე სოკანის  თმი სახვევების გაყიდვების მაჩვენებელიც მოწმობს . თუკი ხუჭუჭა თმები თქვენც გიზიდავთ და უარს არ იტყოდით ყოველდღიურად ამ ვარცხნილობით სიარულზე, მაშინ რამოდენიმე საუკეთესო თმის სახვევი უნდა წარმოგიდგინოთ.

სწორედ ასეთების კლასს განეკუთვნება სოკანის თმის სახვევი. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი თმის ფორმა დაიყენოთ და საკმაოდ დიდი თანხებიც დაზოგოთ, ასე რომ გაეცანით ჩვენ სტატიას.

თმის სახვევი sokany - რა არის მისი მახასიათებლები

ზოგადად, ხშირად აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას, არსებითად მნიშვნელოვანია გარკვეული მახასიათებლების გათვალისწინება და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. თმის სახვევი ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა, მაგრამ  ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე გვაქვს თმასთან,  რომელსაც მუდმივად სჭირდება გაფრთხილება.

თუკი პირველ რიგში მოწყობილობის სიმძლავრეზე გავაკეთებთ აქცენტს, მაშინ გახსოვდეთ, რომ თმის უთოს  მაქსიმალური ტემპერატურა დამოკიდებულია სწორედ ამ მახასიათებელზე. ამიტომ, თუ თმის დახვევა სახლის პირობებში გირჩევნიათ ,  25-დან 50 ვტამდე სიმძლავრე სრულიად საკმარისია, ხოლო სალონებში სამუშაოდ,  პროფესიონალური მოდელები შეარჩიეთ, რომელთა სიმძლავრე 50-დან 130 ვატამდე იქნება.

სოკანის თმის სახვევის სიმძლავრის გარდა, არ უნდა დაგვავიწყეს, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტი ტემპერატურის კონტროლერის არსებობაცაა

არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ იმ რეჟიმებს, რომლებიც თქვენს მოწყობილობაშია:

  • +60 .. + 80 ° С - შესაფერისია ძალიან თხელი თმისთვის, მაგრამ ამ ტემპერატურაზე შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ მსუბუქი ხუჭუჭები და არა მოცულობითი, რომლის ეფექტიც, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანს;
  • +100 .. + 120 ° С - ნაზი რეჟიმი;
  • +150 .. + 180 ° С - ამ ტემპერატურაზე შესაძლებელია რთული და ურჩი თმის დახვევა;ა
  • +200 ° С - დასაშვებია ბუნებრივად სქელი თმისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს დახვევის თვალსაზრისით.

იმისათვის, რათა რეკომენდაციების გაცემა უსასრულოდ არ გაგვიგრძელდეს, შემოგთავაზებთ 2  კონკრეტულ მოდელს, რომლებიც უკეთ გაგარკვევთ  თმის სტაილერის მახასიათებლებში. პირველი ეს არის Sokany SD903, რომელიც  აღჭურვილია ელექტრონული ტემპერატურის 5 რეჟიმიანი კონტროლერით, რომლის მეხსიერების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეინახოთ საჭირო პარამეტრები.

სამუშაო ნაწილი დამზადებულია კონუსის სახით, რომლის დიამეტრი 3.2 სმ. ტურმალინის ტიტანის საფარი ხელს უშლის თმის გადახურებას და ელექტროფიკაციას. უპირატესობებს რაც შეეხება, აქვს სპეციალური უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც ამცირებს თმის დამწვრობას. გამოსაყენებლად ძალიან მარტივია, რომელსაც სპეციალური  ჩამოსაკიდებელი მარყუჟი და მბრუნავი მავთული აქვს.

მეორე ეს არის GB-825, რომელიც ძალიან  სწრაფად იძლევა სასურველ ეფექტს. მოდელს აქვს ელექტრონული კონტროლის ფუნქცია და LCD დისპლეი.  ეს ხელს უწყობს ტემპერატურის რეგულირებას +130 – დან + 210ᵒ С – მდე და აფიქსირებს ამ რეჟიმს სპეციალური საკეტით.

მოწყობილობის დადებითი მხარე არის ის, რომ აქვს 3 მეტრი სიგრძის მბრუნავი კაბელი , რომელიც არ იშლება მუშაობის დროს. საკმაოდ მსუბუქი წონისაა, რომელიც  მხოლოდ 390 გრამს იწონის. მოწყობილობა თბება ძალიან მალე - 15 წამში, რის შემდეგადაც თმის დახვევას სჭირდება სულ რაღაც 15 წუთი.

სოკანის თმის სახვევი - სალონური ვარცხნილობა რამდენიმე წუთში

ლამაზი ხუჭუჭა ან დახვეწილი ტალღოვანი თმა ყოველთვის განსხვავებულ და ელეგანტურ სტილს სძენს ქალბატონებს. ყველას სურს, ყოველდღიურად გამოიყურებოდეს ისე, როგორც სალონში სტუმრობის შემდეგ. სალონური მომსახურების ფასები კი მუდმივად იზრდება.

ისურვე გთავაზობთ სოკანის თმის სახვევებისა და თავის მოვლის მოწყობილობების უზარმაზარ არჩევანს, რა თქმა უნდა, ყველაზე იაფად. სასურველი ნივთის შეკვეთა კი უმარტივესია.

ისურვე საუკეთესო საგარანტიო და განვადების პირობებით მოკლე დროში უფასოდ მოგართმევთ შენაძენს მთელი ქვეყნის მასშტაბით.