• გვერდი #1 - სულ 7 გვერდი

Sokany

Sokany-ის ყველა პროდუქტი ერთ კატალოგში თქვენი სილამაზისთვის. გამორჩეულად დაბალი ფასი და განვადება სახლიდან გაუსვლელად. უფასო საკურიერო სერვისით. ყველა აქცია და ფასდაკლება ერთ გვერდზე.

Sokany ტექნიკა - ხარისხის გარანტია

Sokany ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკასა და კოსმეტიკის საშუალებებს აწარმოებს.

სოკანის პროდუქცია ხარისხიანი და სანდოა, თუმცა სხვა მსხვილ ბრენდებთან შედარებით უფრო იაფია, რაც ამ ბრენდს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის,

Sokany-ის პროდუქცია ექპორტირებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც მოიცავს თმის საშრობ ფენებს, უთოებს, ელექტრო ჩაიდანებსა და ა.შ.

Sokany არის ბრენდი, რომელსაც ენდობა მილიონობით მომხმარებელი

პროდუქტები წარმატებით იყიდება ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე, რომლებსაც დიდი მხარდაჭერა აქვთ მომხმარებლებისგან.

Sokany პროდუქციას მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი უწევს რეკომენდაციას, რადგან ხარისხის, მრავალფეროვანი არჩევანისა და მისაღები ფასების წყალობით სწორედ მის პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას.

სოკანი თავის მოვლის მოწყობილობებში ყველაზე მოთხოვნადია

იმისათვის, რათა Sokany-ის ბრენდი უკეთ გავიცნოთ, სასურველია რამდენიმე პროდუქციის განხილვა და ამის პარალელურად, მცირე რეკომენდაციების გაცემაც თითოეული მათგანის სწორად გამოყენებაზე.

დავიწყოთ პირველი თმის უთო SOKANY HS-950-ით, რომლის სიმძლავრეა 55 W-ია. გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურაა 230°С , ხოლო ზედაპირის მასალა კერამიკისაა. აღჭურვილია დისპლეითა და ტემპერატურის რეგულირებით, ასევე ჩართვა-გამორთვის ღილაკითა და მბრუნავი სადენით.

ზოგადად, თმის უთოების უპირატესობებია: მსუბუქი წონა, ხელმისაწვდომი ფასი, ღილაკის ჩამკეტი, ტემპერატურის რეგულატორი, იონიზაციის ეფექტი, სწრაფად გათბობა/გაციების რეჟიმის და თმის დახვევის ფუნქციაც.

ზოგიერთ მოდელში პარამეტრების ღილაკები ისეა ჩაკეტილი, რომ უთოს მუშაობის დროს, თუნდაც შემთხვევით მოგიხვდეთ ხელი, არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.

გარდა ამისა, თმის უთოებს აქვს ისეთი დამატებითი ფუნქციები როგორიცაა: იონიზაციის ფუნქცია, სველი თმის მოდელირება და მოცულობითი გასწორება. გახსოვდეთ, ზოგადად, კარგი თმის უთო 15-20 წამში თბება.

SOKANY-ის ხელის ბლენდერი SM-5011-7 ჩასატვირთი ტიპისაა, რომლის სიმძლავრეა 600 W. სიჩქარის რეჟიმების რაოდენობა მხოლოდ 2აქვს. ადვილად წმენდადია, ხოლო დანების მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა წარმოებული.

ხელის ბლენდერი - ეს არის მოწყობილობა, რომელსაც აქვს ძრავა და დანები ბოლოში. ასევე დენის ღილაკი და სიჩქარის კონტროლი ზედა ნაწილში. ბლენდერი შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა საქშენით, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მის ფუნქციებს.

ხელის ბლენდერის არჩევისას, ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მახასიათებლებს: მასალას, ძალასა და დამატებით აღჭურვილობას.

ბლენდერის ფეხი შეიძლება დამზადებული იყოს პლასტმასის ან ლითონის მასალისაგან. პლასტიკური აპარატი მსუბუქი და იაფია, მაგრამ მხოლოდ რბილი, დაბალი ტემპერატურის მქონე პროდუქტებს უმკლავდება.

რაც უფრო მაღალია ძალა, მით მეტი პროდუქტის ერთდროულად დამუშავება შეგიძლიათ. ამასთან, ხელის ბლენდერები ძირითადად განკუთვნილია მცირე მოცულობის საკვების მოსამზადებლად.

თუ გჭირდებათ მოწყობილობა საბავშვო საკვების, მცირე ზომის კერძების, სოუსების და სუნელების მოსამზადებლად, მაშინ ხელის ბლენდერი სწორი არჩევანი იქნება. გარდა ამისა, დიდ ადგილსაც არ იკავებს და ადვილად შეუძლია გაუმკლავდეს დიდი რაოდენობის სხვადასხვა დავალებას.

თმის უთოს SOKANY HS-059-ის სიმძლავრე 50 W-ია, რომლის გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურაა 230°С. ზედაპირის მასალა კერამიკისაა, რომელსაც დამატებით დისპლეი და ტემპერატურის რეგულირება გააჩნია. აქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკი და სადენის ბრუნვის შესაძლებლობა.

უთოების ტემპერატურის რეჟიმი, თმის ტიპის მიხედვით, ღილაკების დახმარებით რეგულირდება. მაქსიმალური გათბობის ტემპერატურად 230˚ ითვლება. ფირფიტების სიგანე კი განისაზღვრება თმის სიგრძით და სტრუქტურით.

ყიდვისას, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ გათბობის ფირფიტების სიგანეს:

  • 2.5 სმ - შესაფერისია მოკლე ან თხელი თმისთვის;
  • 3 სმ - საშუალო სიგრძისა და ნორმალური სიმკვრივის თმისთვის;
  • 4 სმ - მძიმე და სქელი თმისთვის;
  • 7-8 სმ - გრძელი თმისთვის.

ტანსაცმლის უთო - SOKANY SL-8822 ორთქლის ტიპისაა, რომლის სიმძლავრეა 2400 ვატი. ძირის მასალა კერამიკისაა, რომელშიც გათვალისწინებულია წვეთების საწინააღმდეგო სისტემა. ასევე აქვს თვითგაწმენდის ფუნქცია და ვერტიკალური დაორთქვლა.

როდესაც უთოს ყიდვას გადაწყვეტთ, სასურველია გაითვალისწინოთ ის ძირითადი მახასიათბლები, რომლებიც კომფორტული ხელსაწყოს შერჩევაში დაგეხმარებათ. ტექნიკის ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დანადგარები, მაგალითად, სტანდარტული ხელის ორთქლის უთო, ვერტიკალური ორთქლის უთო, პატარა უთო და ა.შ. ამდენად, სწორად უნდა განსაზღვროთ კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ მოწყობილობა.